... (A-859), 1841 წ.

569. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა. ყმასა მეფე ასე უჭურეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა. მათ ორთავე აშვენებდა, ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა. უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი ვითა დრამა:-

570. სმა გარდახდა თავის თავის, გაიყარნეს მსმელნი შინა. დიდებულნი არ გაუშვეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა. მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა. მერმე მისსა უცნობოსა, რა ენახა რა ესმინა:-

571. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა. მზე თუ ვსთქვა მისი მგზავსი, და ანუ მისისა სახისა. ვინ უნახავ ქმნის გონება, ყოველთა კაცთა მნახისა. ვარდი დამჭკნარი ეკალსა, შუა შორს მყოფი ახისა:-

572. არ ჭირი კაცსა სოფელმან, მოუთმოს მოუთმინამან. ქაცვი ლერწამმან ზაფრანა, იმსგავსოს ფერად მინამან. ავანდილ მისსა მხსენებსა, ღაწჳ ცრემლითა მინამან. წვრილად უანბო ყველაი, მან მისმან მონასმინამან:-

573. ქვაბნი ომითა წაუჴმან, სახლად აქვს დევთა სახლები. საყვარელისა მისისა, ქალი ჰყავს თჳთ ნაახლები. ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა ნახლები. აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ ახლები:-

574. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა. ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თუალად არ დუხჭირისა. იამა უქეს ვარდისა, ხელი მძლედ დანაჭირისა. ეგე ჴმა სიმჴნე სიმხნისა, რადგან ხარ მამხვე ჭირისა:-

575. გამხიარულდა თინათინ, ამა ამბისა სმენითა. მას დღე იხარებს სმითა, და ჭამისა არ მოწყენითა. კულავ საწოლს დახვდა მას მზესა, მუნცა სიტყვითა ბრძენითა. მისვლა ებრძანა იამა, თქმა არ ეგების ენითა:-

576. ყმა მხიარული წავიდა, ლმობიერი არ გამწყრალი. ლომი მინდორს ლომთა თანა, მინდორს რული ფერ ნამკრთალი. ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარი და სრული წყალი. მაგრამ ჰქონდა გულისათჳს, გული გულსა განაცვალი:-

577. მზე უკადრი ტახტსა ზედან, ზის მორჭმული არ ნადევრი. წყლად ეფრატსა უხვად ერწყო, ედემს რგული ალვა მჭევრი. ბროლ ბალახშსა აშვენებდა, თმა გიშერი წარბი ტევრი. მე ვინ ვაქებ ათინს ბრძენსა, ხამს აქებდეს ენა ბევრი:-

578. ყმა მხიარული წინაშე, დასვა სკამითა მისითა. სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა. უბნობდენ ლაღნი წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა. უთხრა ჰპოვეა პატიჟნი, მაგრა ძებნითა ვისითა:-

579. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან, მისცეს წადილი გულისა. ჰხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა. ვჰპოვე ხე ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა. მუნ პირი მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ ნაკრულისა:-

580. მუნ სარო მგზავსი ვარდისა, ვნახე მისჭირდა მინები. იტყჳს დავჰკარგე ბროლი და, სადა ჰრთავს ბროლსა მინები. მით ვიწვი რადგან ჩემებრვე, ცეცხლი სწვავს მოუთმინები. მერმე კულავ ჰკადრა ამბავი, მან მისგან მონასმინები:-

581. სიარულსა მისგან ძებნად, სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა. მერმე ჰკადრა საწადლისა, ღ~თნ პოვნა ვით აღირსა. საწუთრო და სოფელს ყოფნა, კაცი უჩნსო ვით ნადირსა. ოდენ ხელი მხეცთა თანა, იარების მინდორს ტირსა:-

582. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო, ჩემგან ვით გაგეგონების. მისსა მნახავსა ნახული, აღარა მოეწონების. თვალნი მჭვრეტელნი ვით მზისა, ციაგსა დაეღონების. ვარდი შეჰქნია ზაფრანად, აწ ია შეიკონების:-

583. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული რა ნასმენად. ვითა ვეფხსა წავარნა და, ქვაბი აქუსო სახლად მენად. ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად. ვაი სოფელმან სოფელს მყოფი, ყოვლი დასვა ცრემლთა დენად:-

584. ეგონების მისი მკვლელი, იარების ცრემლთა მფრქვნელი. არ შესჯერდეს შემოქმედსა, ზღუჱბრიცა მისცეს საქონელი. ცუდად შვრების იარების, გამოჭრილა ინდოელი. მიწყივ უდებს ცეცხლსა მასვე, მისი დამდაგველი:-

585. ქალსა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა. განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა. იტყჳს რა უთხრა პასუხი, მას სათნებლისა თნებისა. რაა წამალი მისისა, წყლულისა განკურნებისა:-

586. ყმა ეტყჳს ვის აქვს, მინდობა კაცისა მამცქაფავისა. მან ჩემთჳს დაწვა თავისი, დადვა არ დასაწვავისა. დრო დამიძს ჩემგან მისულისა, მითქუმს დადება თავისა. მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა:-

587. ჰხამს მოყვარე მოყურისათჳს, თავი ჭირსა არ დამრიდად. გული მისცეს გულისათჳს, სიყვარული გზად და ხიდად. კულავ მიჯნურსა მიჯნურისა, ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად. აჰა მაქვსმცა უმისოსა, ლხინი არმად თავი ფლიდად:-

588. მზე ეტყჳს მამხუდა ყოველი, ჩემი წადილი გულისა. პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა. მერმე ზრდა სიყუარულისა, გაქვს ჩემგან დანერგულისა. ვჰპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა:-