... (A-859), 1841 წ.

453. იგი ვნახე დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა. შორით უხმე რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა. მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა. მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა, ჩვენთჳს რისხვით წამოგრაგნა:-

454. ახლოს მიველ კვლაცა ვჰკითხე, რაშიგან ვართ თქვი მართალი. კულავ საბრალოდ ამიტირდა, კულავ მოედვა ამით ალი. დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი. მკერდსა წითლად უღებევდა, სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი:-

455. მერმე მითხრა მოგახსენებ, ესე რათმცა დაგიმალე. მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე. ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ, შემიწყალე შემიბრალე. დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღ~თსა შენსა მიავალე:-

456. მიამბო ოდეს სასიძო, მოჰკალ და ჴმა დაგივარდა. მეფესა ესმა აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა. შენ დაგიძახა მიხმეთო, ჴმა მაღლად გაჴმამყივარდა. მოგნახეს შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა:-

457. ჰკადრეს აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან. მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი, მეტად კარგად შემიგიან. მას უყუარდა ქალი ჩემი, სისხლი ველთა მოუღვრიან. რა ნახიან ერთმანერთი, არ შეხედვა ვერ დათმიან:-

458. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა. მე რამ ღ~თისა უთხარ დაუბამს, მას ეშმაკისა ბადესა. მათ ბოზ კუროთა ასეთი, რა მისცეს რა უქადესა. თუ დავარჩინო ღ~თი ვჰგმო, მისად პატიჟად მზად ესა:-

459. მის მეფისა წესი იყო, თავი თჳსი ძვირად ფიცის. თუ იფიცის არ გასტეხის, მასვე წამსა დაამტკიცის. ესე წყრომა მეფისაგან, ვისცა ესმა ვინცა იცის. მან უბრძანა დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის:-

460. დავარს დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან. თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს იცის ერმან. მან ეგრე სთქვა უბრალო ვარ, იცის ღ~თნ სახიერმან. ვისგან მოვჰკვდე ვისთჳს მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან:-

461. პატრონი ჩემი აგრევე, იყო წამოხველ შენ ოდეს. შენეულივე რიდენი, ებურნეს ტურფად შვენოდეს. დავარ მოსთქმიდა სიტყჳთა, რომელნი არა მსენოდეს. ბოზო შენ ბოზო რად მამკალ, ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს:-

462. როსკიპო ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკულევინე. ანუ სისხლითა მისითა, ჩემი რად მოაზღვევინე. არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ რა გაქნევინე. აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე, ვის ესე დააშლევინე:-

463. ხელი მიჰყო წამოჰზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა. დაალება დაალურჯა, მედგრად პირნი მოუქუშნა. მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქუნა ოდენ უშნა. ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა:-

464. რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა. წამოსდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა. მათ კიდობანი მოქონდათ, ეუბნეს არ აჯებითა. მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს აქა დარაჯებითა:-

465. ზღუათაკენ განვლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ სთქვა მქნელი ამისი, ვინ არ დამქოლოს ვინ არ და. ვირემ მომკულევდეს ჩემი ძმა, სიცოცხლე გასაწყინარდა. დანა დაიცა მოცაკვდა, დაეცა გასისხლმდინარდა:-

466. რად არ მიკჳრვებ ცოცხალსა, მე ლახვარ დაუსობელსა. აწ იგი მიყავ რა მართებს, ამისა მახარობელსა. ზენაარ დამხსენ სიცოცხლე, სულთა დგმა დაუთმობელსა. საბრალოდ ცრემლსა ადენდა, უკლებსა დაუშომელსა:-

467. მე უთხარ დაო რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია. რამცა ვქენ ნაცვლად თჳთ რომე, მისი ჩემზედა ვალია. აწ თავსა მისსა საძებრად, მივსცემ სად კლდე და წყალია. სრულად გავქვავდი შემექმნა, გული მართ ვითა სალია:-

468. მეტმან ზარმან გამაშმაგა, მამივიდა ცხრო და თრთოლა. გულსა უთხარ ნუ მოკჰუდები, არას გარგებს ცუდი წოლა. გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა. აჰა ჟამი ვისცა გინდა, ჩემი თანა წამოყოლა:-

469. შეველ ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული. ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან დაზმული. წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული ზღჳს პირს მივე ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული:-

470. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ, ნავსა შიგან გავალაგდი. არსით ნავი მამავალი, უნახავად არ დავაგდი. მოველოდი არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი. რომე სრულად მამიძულა, ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი:-

471. რომე დავჰყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა. მაგრამ მისი მნახავიცა, სიზმრივ კაცი არ მეოცა. თანა მყოლი ყველაკანი, ამომიწყდა დამეხოცა. ვთქვი თუ ღ~თსა ვერას ვკადრებ, რაცა სწადდეს აგრე ვყო ცა:-

472. ზღუა ზღვა ცურვა მამეწყინა, მით გამოველ ზღჳსა პირსა. გული სრულად გამიმხეცდა, არ უსმენდი არც ვაზირსა. ყველაკანი დამეფანტა, დარჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღ~თი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა:-