... (A-859), 1841 წ.

510. სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა დაცამლეწა. იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თვალსა იახეწა. დავაპირე შეტევება, ვსთქვი წავიდე მათკე მე წა. ჩემსა შავსა სულიერსა, რამცა ვითა გარდეხვეწა:-

511. ცხენი გავქუსლე იქმოდეს, შამბი ჴმასა და ხრიალსა. ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღჳს პირსა მიველ შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა. გამშორვებოდეს წამსლვოდეს, ამისთჳს დავეწვი ალსა:-

512. ესე მესმა ფრიდონისგან, მამემატა ცეცხლთა სიცხე. ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე. ჩემთა ღაწუთა დანადენი, ჩემთა მე ჩემივე სისხლი ვიცხე. მამკალ თუცა უჩემოსა, ენახოსმცა ვისცა ის ხე:-

513. ესე მეტად გაუკჳრდა, ფრიდონს მეტად ეუცხოა. მაგრამ მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა. ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა მესათნოვა. თვალთათ ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარმომთოა:-

514. ვაგლახმეო რა გიამბე, ფათერაკად მცდარმან შმაგად. მოვახსენე ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად. იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად. აწ გიამბო რადგან თავი, გინდა ჩემად ამხანაგად:-

515. ფრიდონს უთხარ ყველაკაი, ჩემი თავსა გარდასრული. მან მითხრა თუ რას ვიტყოდი, მოცთომილი გაბასრული. შენ მაღალი ჰინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული. საჴელმწიფო საჯდომი და, ტახტი გმართებს სრაცა სრული:-

516. კულავცა მითხრა ვისცა ღ~თი, საროს მორჩსა ტანად უხებს. მას ლახვარსა მოაშორვებს, თუმცა პირველ გულსა უხებს. იგი მოგვცემს წყალობასა, მისსა ზეცით მოგვიქუხებს. ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს:-

517. წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა. ფრიდონს უთხარ შემწე ჩემი, შენგან კიდევ არავინა. ვითა ღ~თსა შენი მსგავსი, სოფლად არა მოავლინა. მაშა რადგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა:-

518. არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად. ენა გონება მაჴმარე, გამოსარჩევლად ამისად. რა მოვაგვარო რა მიჯობს, სალხენლად ჩემად და მისად. თუ ვერას ვარგებ ვიქმნები, ვერ დამყოფელი წამისად:-

519. მან მითხრა ბედი მღ~თისაგან, მიჯობსღა ამას რომელი. მოსრულხარ ჩემად წყალობად, მეფე ჰინდოეთს მჯდომელი. მემცა რად ვიყავ ამისთჳს, მადლისა რასმე მდომელი. ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი:-

520. ესე ქალაქი გზა არის, ნავითა ყოველგნით მავალთა. შემამკრეფელი ამბავთა, უცხოთა რათმე მრავალთა. აქა მოგვესმის წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა. ნუთუ ქმნას ღ~თნ გარდასვლა, მაგაა ჭირთა და ვალთა:-

521. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კულავ უვლია. მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთჳს ჭირი არ გვაკლია. მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია:-

522. კაცი უჴმენ მასვე წამსა, ესე საქმე დაიურვეთ. უბრძანე თუ ნავებითა, წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ. მოგვინახეთ საყვარელსა, მისსა მისთჳს მოასურვეთ. თავთა ჭირი უათასეთ, რადმცა უშვიდეთ ანუ ურვეთ:-

523. აჩინნა კაცნი სადაცა, სადგური ნავთა სჩენოდეს. უბრძანა სძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მორე მლხენოდეს. უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათჳს მრცხვენოდეს:-

524. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა, ადგილსა საპატონოსა. მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის, რა ვით ვინ მოგაწონოსა. ხარ დიდი მეფე ჰინდოთა, ვერ მივხვდი გასაგონოსა. ვინ არის კაცი რომელმან, თავი არ დაგამონოსა:-

525. რას ვაგრძელებდე მოვიდეს, ყოვლგნით ამბისა მძებნელი. ცუდნი და ცუდთა ადგილთა, თავისა დამაშრობელი. ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს, ვერას ამბისა მბობელი. მე უფრო მდინდეს თვალთაგან, კულავ ცრემლი შეუშრობელი:-

526. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე, ვითა მესაზაროების. ამისად მოწმად ღ~თი მყავს, სათქმელად მეუცხოების. უშენოდ მყოფსა ღამე, და დღეცა მესაღამოების. დავხსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების:-

527. მაშა მე მისსა ამბავსა, რადგან აღარას მოველი. ვეღარ ვიქნები გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი. ფრიდონს რა ესმა ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი. მითხრა თუ ძმაო დღესითგან, ცუდ ჩემი ლხინი ყოველი:-

528. თუმცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს. მისთა სპათა მუხლ მოყრილთა, თავი მათი ჩემკერძ ირეს. მეხვეოდეს მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს. ნუ წახვალო დაგაწამოთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს:-

529. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა, მეცა დია მეძნელების. მაგრა ლხინი უმისოსა, ჩემგან ძნელად გაიძლების. ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების. ნუვინ მიშლით არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების:-