... (A-859), 1841 წ.

473. ერთია ესე ასმათი, და დამრჩეს ორნი მონანი. ჩემნი გულისა მდებელნი, და ჩემნი შემამგონანი. მისი ვერა ვსცნენ ამბავნი, ვერცა დრამისა წონანი. ტირილი მიჩნდის ლხინად და, მდინდიან ცრემლთა ფონანი:-

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღჳსა პირსა.

474. ღამით მევლო მოვიდოდი, ზღჳსა პირსა აჩნდეს ბაღნი. გვანდეს ქალაქს ვიახლენით, ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი. არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდა გულსა დაღნი. მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხუდეს რამე ხენი ლაღნი:-

475. ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური. მერმე ავდექ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური. ვერა მეცნა ეგზომ გრძელად, ვერ ჭორი და ვერ დასტური. ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური:-

476. ზახილი მესმა შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა. შემოირბენდა ზღჳს პირ პირ, მას თურმე წყლული სტკიოდა. ხმლისა ნატეხი დასვრილი, აქვს სისხლი ჩამოსდიოდა. მტერთა ექადდა სწყრებოდა, იგინებოდა ჩიოდა:-

477. ზედან სჯდა შავსა ტაიჭსა, ესე აწ მე მყავს რომელი. მართ ვითა ქარი მოჰქროდა, გაფიცხებული მწყრომელი. მონა მივსწიე მისისა, შეყრისა ვიყავ მდომელი. შევსთვალე დადეგ მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს რომელი:-

478. მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა. ფიცხლად შევჯეგ ჩავეგებე, მე ჩაუსწარ ჩავე წინა. უთხარ დადეგ გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა. შემომხედნა მოვეწონე, სიარული დაითმინა:-

479. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა, შენ ასეთნი ხენი ვით ხენ. მერმე მითხრა მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ. იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ. უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ:-

480. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა. არ შეუდრკების ჭაბუკი, კარგი მახვილთა კვეთასა. თანა წამომყვა წავედით, უტკბოსი მამა ძეთასა. მე გავეკვირვე ჭვრეტასა, მის ყმისა სინაზეთასა:-

481. ერთი მონა დასტაქარი, მყვა და წყლულნი შეუხვივნა. ისრის პირნი ამოუხუნა, დაკოდილნი არ ატკივნა. მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ, მკლავმან შენმან ვისგან ივნა. საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა:-

482. პირველ მითხრა არა ვიცი, რა ხარ ანუ რას გამსგავსო. ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო. რამან შეგქნა მოყვითანოდ, ვარდ გიშერი რომე ჰრგავსო. ღ~თნ მისგან ანთებული, სანთელიმცა რად დაგავსო:-

483. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი. ნურადინ ფრიდონ სახელად მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი. ესე სამზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი. ცოტა მაქვს მაგრამ ყოველგან, სიკეთე მიუთხრობელი:-

484. მამის ძმა და მამა ჩემი, პაპმან ჩემმან გაყვნა ოდეს. ზღუასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს. თჳთ ბიძასა ჩემსა მიხუდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს. მათკენ დარჩა სანადირო, არ მივსცემდი მამერჩოდეს:-

485. დღეს გამოველ ნადირობას, ზღჳსა პირსა ვინადირე. მუნა გასვლა მამდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე. სპათა უთხარ მამიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე. [.............] ოდენ ბაზიერთა, მეტი არა დავიჭირე:-

486. ნავითა გამველ ზღჳსაგან, შტო რამე გამოვიდოდა. არა მოვჰკრეფდი გამყოფთა, ვსთქვი ჩემთა რად დავრიდო და. დამეძაბუნდეს სიმრავლე, მე მათი არ გამვიდოდა. ვნადირობდი და ვიძახდი, ჴმა ჩემი არ უდიოდა:-

487. მართლად იჯავრეს წუნობა, მათი თუ ესე ჰხმდა ვითა. გამამაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა. თჳთ ბიძას ძენი ჩემნიცა, შესხდეს მათითა თავითა. ჩემთა გაუხდეს ლაშქართა, ომად მათითა მკლავითა:-

488. მათი მესმა დავინახე, ზახილი და ჴრმალთა ელვა. ნავი ვთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა. ზღუასა შეველ მომეგება, მეომარი ვითა ღელვა. სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს, ჩემი ზედა წამოქელვა:-

489. კულავ სხუანი დიდნი ლაშქარნი, უკანა მამეწეოდეს. იქით და აქათ მამიხდეს, ერთგნით ვერ მამერეოდეს. არ მამწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს. ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს:-

490. მამეჯარნეს ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხტუნვე. ზღუა ზღუა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე. თანა მყოლი ყველაკანი, დამიხოცნეს დარჩა მუნვე. ვინცა მდევდა ვერ შემამხვდა, მიუბრუნდი მივაბრუნვე:-

491. აწ იგი იქნას რაღაცა, ენებოს ღ~თისა წადილსა. ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწევდეს ქადილსა. ოხრად გაუხდი ყოფასა, მათ საღამოსა და დილსა. უჴმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა:-