... (A-859), 1841 წ.

628. ვეზირმან უთხრა სიცილით, ქრთამი შენ გქონდეს შენია. შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვჰადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია. ვიცი უცილოდ ამავსებს, შოება რა საწყენია:-

629. თავმან მისმან მუნვე მამკლავს, ვეჭვ წამიცა არ წამეაროს. შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე გლახ მიწა მესამაროს. მამკალ კაცსა სიცოცხლისა, სწორად რაცა მოეჴმაროს. არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს:-

630. გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე გლახ ვით სთქვიო. ამიკლებს და ანუ მამკლავს, ეგე სიტყვა ვითა სთქვიო. რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგრეთიო. სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო:-

631. თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თჳთ ლაშქარნი რად დაღორდენ. რად გაგიშვან რად დაღორდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ. შენ წახჳდე მტერნი ჩვენნი, დაგვთამამდენ გაგვისწორდენ. ეგე ასრე არ იქნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ:-

632. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა, ხამს თუ დანა გულსა ვიცი. ჱე ვეზირო შეგეტყობის, სიყვარული არ თურ იცი. ანუ სხვამცა არ გინახავს, მოყვრობა და არცა ფიცი. თუ გინახავს უმისოსა, ჩემი ლხინი ვითა მტკიცი:-

633. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს. აწ უშველოთ გვიჯობს იგი, ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს. ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს რა მატკბუნვებს. ცუდთა კაცთა საუბარი, კაცსა მეტად დააჭმუნვებს:-

634. მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ ხელსა რასა მხდიან. აწ ვითამცა გაუწყვეტლად, უცნობოსა ცრემლი მდიან. სჯობს წავიდე არ გავსტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან. ჭირნი მისგან უნახავნი, კაცსა ვისმებ გამოსცდიან:-

635. აწ ვაზირო მაგა პირსა, გული კრული ვით მოგთმინდეს. რკინა ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს არ გატინდეს. ვერ გარდჳხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს. მამეჴმარე ნუთუ ჩემგან, მოჴმარება შენცა გინდეს:-

636. არ გამიშვებს არ დავსდგები, წავალ მათგან შეუგებლად. ვით მენუკვის ეგრე დავრთო, გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი ჩემთჳს არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად. თქჳ რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად:-

637. ვეზირმან თქვა შენი ცეცხლი, მეცა ცეცხლად მამედების. ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების. ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ვიტყჳ მოვკუდე არა მგამა, ჩემი მზეცა შენ მოგხვდების:-

638. რა ვეზირმან ესე უთხრა, ასდგა დარბაზს გაემართა. მეფე დახვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა საწყენლისა, მოხსენება ვერ შემართა. დაყრით დგა და იგონებდა, არ საქმეთა საომართა:-

639. მეფემან ნახა ვეზირი, დაღრეჯით დაყმუნვებული. უბრძანა რა გჭირს რა იცი, რად მოხვედ შეჭირვებული. მან უთხრა არა არ ვიცი, მართ ვარ თავისა ვებული. მართალ ხართ მამკლათ რა გესმას, ამბავი ჩემგან ცნებული:-

640. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა, არცა მატს და არცა სდიდობს. მეშინიან თუცა შიშსა, მოციქული ვერ დარიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს არ წამკიდობს. უმის ყმისოდ სოფელსა და, საწუთროსა მისთჳს ფლიდობს:-

641. რაცა იცოდა ყველაი, ჰკადრა მოშიშრად ენითა. კულავ მოახსენა რამცა სცნა, სიტყვითა ესოდენითა. თუ რაგავარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა. მართალ ხართ თუმცა რისხვანი, ჩემთჳს იანაზდენითა:-

642. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა გაუცნობდა. ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა. შეუძახნა რასთჳს შმაგობ, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა. ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა:-

643. ვითამც რამე სიხარული, საქმე მითხარ ვითა ღადრად. მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად. შმაგო ენა ვით იჴმარე, აწ მაგისად ჩემად კადრად. ეგრე შმაგი არ ვეზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად:-

644. ჰხამსცა კაცმან პატრონისა, საწყინარსა არ დარიდნეს. ოდენ სიტყვა უმეცრული, უმეცრულად დაიყბედნეს. მე მაგისად მოსმენამდის, რად არ ყურნი შემებეჭდნეს. შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი, ჩემმან ქედმან მიიქედნეს:-

645. კულავ უბრძანა თუცა მისგან, აწ არ იყავ მოგზავნილი. თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი. წა უკუდეგ ავი შმაგი, უმეცარი შლეგი წბილი. შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე მისგან ქნილი:-

646. დადრკა სკამნი შემოსტყორცა, ჰკრა კედელსა შეალეწნა. დააცდუნა მაგრა მისთჳს, აალმასნა არ აძეწნა. ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა. ვაზირიცა ცრემლმან ცხელმან, ღაწვნი თეთრნი აახეწნა:-

647. ვაზირმან გლახ გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს. გამოძრწა და გამოჰმელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს. შეის ხასობს გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს. მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს:-