... (A-859), 1841 წ.

589. საწუთრო კაცსა ყოველსა, ვითა ტაროსი უხდების. ზოგჯერ მზეა და ოდესმე, ცა რისხვით მოუქუხდების. აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინად უხვდების. რადგან შვება აქუს სოფელსა, თჳთ რად ვინ შეუწუხდების:-

590. შენ არ გატეხა კარგი გჭირს, ზენაარისა ფიცისა. ხამს გასრულება მოყურისა, სიყვარულისა მტკიცისა. ძებნა წამლისა მისისა, ცოდნა ხამს უიიცისა. ჩემი სთქვი რა ვქმნა ბნელ ქმნილმან, მზე მამეფაროს მე ცისა:-

591. ყმამან ჰკადრა სიახლითა, შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა. ცუდი არის დამზრალისა, გასათბობლად წყლისა ბერვა. ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა მზისა წვერსა. თუ გიახლო ერთხელ ვა, და რა მოგშორდე ათასჯერ ვა:-

592. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა, სადა გლახ დამწვავს სამალი. გული სძევს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი. დრო სიცოცხლისა ჩემისა, დღისითღა ჩანს ნასამალი. ფარვა მწადს მაგრა გარდახდა, ჟამი პატიჟთა სამალი:-

593. მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ბრძანე. ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე. მაგრამ მზეო თავი მზესა, ჩემთჳს სრულად დააგვანე. სიცოცხლისა საიმედო, ნიშანი რა წამატანე:-

594. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი. ამა ზედა ეუბნების ვით, გაზრდილსა ამო მზრდელი. ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ ქმნა მისი საწადელი. ღ~თნ ქნა და გაუსრულდეს, ლხინი ესე აწინდელი:-

595. რა სჯობს რა კაცმან გიშერი, ბროლ ლალსა თანა ახიოს. ანუ ბაღს ალვა საროსა, ახლოს ჰრგოს მორწყოს ახიოს. მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს. ვაი მოყვარისა გაყრილსა, ახიო ეყოს ახი ოს:-

596. მათ მიხვდა ლხინი ყოველი, ერთმანერთისა ჭვრეტითა. ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე სტირს სისხლისა ცრემლითა, ზღუთაცა მეტის მეტითა. იტყვის ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ სისხლთა ჩემთა ხვრეტითა:-

597. ყმა წავიდა სეუდიანი, მკერდსა იცემს ამად ილებს. რომე კაცსა მიჯნურობა, ატირებს და გააფლიდებს. რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს. მის მოყვრისა მოშორება, კვლავ აჩრდილებს არ ადილებს:-

598. სისხლმან ცრემლისა გარევით, ღაწვი ქნის ღარად და ღარად. იტყჳს მზე ჩემგან თავისა, კმა დასადებლად აღარ. მიკვირს თუ გული ალმასი, შავმან წამწამმან დაღა რად. ვინემ ვნახვიდე სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად:-

599. ვინ უწინ ედემს ნაზარდი, ალვა რგვით მორწყო მახია. დღეს საწუთრომან ლახვარმან, მიმცა დანასა მახია. დღეს გული ცეცხლით უშრეტსა, დაბმით დამაბა მახია. აწღა ვსცან საქმე სოფლისა, ზღაპარია და ჩმახია:-

600. ამას მოსთქვამს ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ ამოსკუნით ოხვრა სულთქმით, მიხრის ტანსა მიახარებს. საყვარლისა სიახლესა, მოშორვება გაამწარებს. ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა, ასუდარებს აზეწარებს:-

601. ყმა მივიდა საწოლს დაწვა, ზოგჯერ სტირს და ზოგჯერ ბნდების. მაგრა ახლავს გონებითა, საყვარელსა არ მოსწყდების. ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების. ხედავთ ვარდსა უმზეობა, როგორ ადრე დააჩნდების:-

602. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი. გული ჟამ ჟამად ყოველთა, ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი. გული ბრმა ურჩი ხედვისა, თჳთ ვერას ვერ გამზომელი. ვერცა პატრონობს სიკვდილი, ვერცა მეფეა რომელი:-

603. რა გულსა უთხრა გულისა, სიტყვანი საგულისონი. მან მარგალიტი მოიხუნა, მის მზისა სამეყვისონი. მის მზისა მკლავსა ნაბამი, მათ კბილთა შესატყვისონი. პირსა დაიდვა აკოცა, ცრემლი სდის ვითა ბისონი:-

604. რა გათენდა კაცი მივა, მომკითხავი დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი ნაზი, ნაღვიძები ძილ ნაკრთობი. ერთმანერთსა ეჯავრვიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი. მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოეკაზმა დაბდაბ ნობი:-

605. მეფე შეჯდა მაშინდელი, ზარი აწმცა ვით ითქმოდა. ქოს დაბდაბთა ცემისაგან, ყურთა სიტყვა არ ისმოდა. მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა. მას დღეს მათგან დანაღვარი, სისხლი ველთა მოესხმოდა:-

606. ინადირეს შემოიქცეს, მხიარულნი მინდორს რულნი. შეიტანეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი. დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი, საჯდომნი და სრანი სრულნი. ჴმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი:-

607. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა ეუბნებოდა. ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი, მათ კბილთა ელვა კრთებოდა. ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა. უტარიელოდ ხსენება, არვისგან იკადრებოდა:-

608. ყმამან რაცა არვის უთხრის, კითხვად ვინმცა გამოჰრიდა. მართალა თუ საუბარსა, აძვირებსა ძვირად ღირდა. სმა გარდახდა გაიყარნეს, ყმა წავიდა მიცასჭირდა. ვეღარ გასძლო გულ მისი, აუჩუქდა აუტირდა:-