... (A-859), 1841 წ.

550. პირი შენი ნახვად, ჩემად თუ მობრუნდეს ტანი ითხოს. გული მინდორს არ გაიჭრას, არ ირმოს არცა ითხოს. თუ გიტყუო მოგაღორო, ღ~თნ რისხვით გამიკითხოს. შენმა ჭვრეტა სიახლემან, მამაქარვოს სევდა მითხოს:-

551. ამა ზედან შეიფიცნეს, მოყუარენი გულ სადაგნი. იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყჳ ბრძენნი ცნობა შმაგნი. შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი. მას ღამესა ერთგან იყუნენ, მშვენიერნი ამხანაგნი:-

552. ავთანდილცა მასვე თანა, სტიროდა და ცრემლი ღვარა. რა გათენდა წამოვიდა, აკოცა და გაეყარა. ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას ამას ვერ მიმხვდარა. ავთანდილცა ჩასტიროდა, შამბი შიგან ჩაიარა:-

553. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა. მუხლთა უყრიდა სტიროდა, თითითა ეხვეწებოდა. ადრე მოსვლასა ვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა. მან უთხრა დაო უთქვენოდ, სხვა რამცა მეგონებოდა:-

554. ადრე მოვალ არ გავსწირავ, არას დავზამ შინა ხანსა. ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნურსად არებს იმა ტანსა. აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქ საქმესა დაუგვანსა. შეიგენით მივცემივარ, ჭირსა რასმე თანისთანსა:-

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვა და წავიდა.

555. იგი მუნით წამოსრული, სეუდამანცა განა მოკლა. პირსა იხოკს ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამხოკლა. სისხლსა მისგან დადენილსა, მჴეცი ყოვლმან გაამლოკლა. მისმან ფიცხლად სიარულმან, შარა გრძელი შეამოკლა:-

556. ნახეს მივიდა სადა იგი, მისნი სპანი დაეყარნეს. ნახეს იცნეს რაგვარაცა, მართებს იგრე გაეხარნეს. შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად კაცთა თავნი არნეს. მოვიდაო აქამამდის, ვისთჳს ლხინი გაგვემწარნეს:-

557. გაეგება მოეხჳა, ზედან დახვდა პირი ხელსა. აკოცებდეს სიხარულით, ცრემლსა მღვრელი ველთა მსვრელსა. ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა. მე ვით ღირს ვარ ამას რომე, თვალნი ჩემნი გჭურეტდენ მრთელსა:-

558. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედან დასდვა პირი პირსა. უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა. დიდებულთა თაყუანისცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა. ზარსა სცემდეს უხაროდა, უმფროსა თუ უნდა მცირსა:-

559. მოვიდეს სადა სამყოფლად, სახლი მუნ არს აგებული. მოვიდა ნახვად ყოველი, მის ქალაქისა კრებული. მაშინვე დასჯდა ნადიმად, მორჭმული ლაღი შვებული. ენა მის დღისა შვებასა, ყოლა ვერ იტყჳს კრებული:-

560. შერმადინს უთხრა უამბო, ყოველი მისგან ნახული. ანუ ვით ჰპოა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული. ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალ დაფახული. უმისოდ მყოფსა სწორად უჩნს, ჩემთჳს დარბაზი და ხული:-

561. მუნ ამბავი შინაური, ყველაკაი მოახსენა. შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ აგრე ვქმენა. მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა გაისვენა. ცისკრად შესჯდა გაემართა, დღე რა მზემან გაათენა:-

562. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა კულავ ხალვათისა. შერმადინ მახარობელი, წავა მისლვისა მათისა. ფიცხლავ წავიდა სავალი, სამ დღე ვლო დღისა ათისა. მას ლომსა ნახვა უხარის, მის მზისა მეკამათისა:-

563. შესთავლა მეფე უკადრი, ხარმცა მორჭმით და დიდობით. ამა საქმესა ვიკადრებ, შიშით კრძალვით და რიდობით. მის ყმისა ვერას ვერ მცნობი, უხმობდი თავსა ფლიდობით. აწ ვსცან და გაცნევ ყველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით:-

564. როსტევან მეფე უკადრი, მორჭმული შეუპოველი. შერმადინ მოციქულობა, თჳთ მოახსენა ყოველი. ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი. ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან, სააჯო და სათხოელი:-

565. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა. ავთანდილ მოვა წინაშე, ჰგკადრებს ამბავსა ამოსა. იგი მით აკრთთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა. მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა:-

566. მეფე შეჯდა გაეგება, ყმასა მუნით მომავალსა. ამას პირ მზე მეფისაგან, ივალებდა დიდსა ვალსა. მიეგება მოეგება, მხიარული გულ მხურვალსა. დიდებულთა ჯარისაგან, ზოგნი გვანდა ვითა მთრვალსა:-

567. რა მიიახლა გარდახდა, ყმამ თაყუანისცა მეფესა. აკოცა როსტენ მიმხვდარმან, ნიშატთა სიიეფესა. გულ მხიარულნი შვებულნი, მივლენ დარბაზსა სეფესა. მის ყმისა მოსლვა უხარის, ყოველსა მუნ მეკრეფესა:-

568. თინათინსაც თაყვანისცა, ლომთა ლომმან მზეთა მზესა. მუნ ბროლი და ვარდ გიშერი, გაეტურფა სინაზესა. პირი მისი უნათლეა, სინათლისა ზენთა ზესა. სახლ სამყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა:-