... (A-859), 1841 წ.

530. მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი. მითხრა ხედავ პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი. ვიცი მეტი არა გინდა, ძღვენი რამცა გავკიცხენი. თჳთ ამანვე მოგაწონნეს, სახედრობა სიფიცხენი:-

531. ფრიდონ გამამყვა წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით. მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს, გულითა მართლად არ ენით. გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა, ჩვენ თავნი დავადარენით:-

532. ფრიდონისით წამოსრულმან, წავე ძებნად კულავ ვიარე. რომე არა არ დამირჩა, ჴმელთა ზედა ზღვათა გარე. მაგრა მისსა მნახავსაცა, კაცსა ვერა შევეყარე. გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე:-

533. ვთქვი თუ ჩემგან აღარაა, სიარული ცუდი ცურვა. ნუთუ მხეცთა სიარულმან, უკუმყაროს გულსა ურვა. მონათა და ამ ასმათსა სიტყვა, უთხარ შვიდი თუ რვა. ვიცი რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა:-

534. აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა. ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთა მონადენთა. რა ესენი მოისმენდეს, საუბართა ესოდენთა. მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა:-

535. უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა ნუ უფალსა. ნუთუ ღ~თნ არ გაგვყარნეს, ცხენთა თქვენთა ნატერფალსა. შენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა, შვენიერსა სატურფალსა. თურმე ბედი მოაღაფლებს, კაცსა ეგზომ არ ღაფალსა:-

536. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი, მესმნეს მონათა ჩემთანი. მაგრა დავყარენ არენი, მე კაცრიელთა თემთანი. სახლად სამყოფნი მიმაჩნდის, თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ სრულად დავჰტკეპნე, ქვე მინდორნი და ზე მთანი:-

537. ესე ქვაბნი უკაცურნი, ვპოვე დევთა შეეკაფნეს. შემოვები ამოვწყჳტენ, ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს. მათ მონანი დამიხოცეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს. საწუთრომან დამაღრიჯნა, ცქაფნი უფრო კვლა მეცქაფნეს:-

538. დევთა ყვირილი ზახილი, ზე ცამდის აიწეოდა. მათითა ლახტის ცემითა, ქუჱყანა შეირყეოდა. მზე დააბნელეს მტვერითა, ალჳს შტო შეირხეოდა. ასნი ერთ კერძო მამიხდეს, დავფრიწე დაიხეოდა:-

539. აჰა ძმაო მაშინდიდგან, აქა ვარ და აქა ვკუდები. ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვსტირ და ზოგჯერ ვბნდები. ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთჳსვე ცეცხლ ნადები. ჩემად ღონედ სიკვდილისა, მეტსა არას არ ვეცდები:-

540. რომე ვეფხი მშვენიერი, სახედ მისად დამისახავს. ამად მიყვარს ტყავი მისი, ჩემთჳს კაბად მამინახავს. ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს. რადგან თავი არ მამიკლავს, ხრმალი ცუდად მომიმახავს:-

541. მისსა ვერ იტყჳს ქებასა, ყოველი ბრძენთა ენები. მას დაკარგულსა ვიგონებ, მე სიცოცხლისა მხსენები. მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები. სხვად სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები:-

542. პირსა იცა გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აახეწა. ვარდი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა. ავთანდილსა ცრემლი წასდის, წამწამთაგან ერთსახე წა. მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ მოყრილი შეეხვეწა:-

543. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან. შენ ყველაკაი გაამე, მე ვერას ვერ ამებულმან. გიამბე ჩემი ამბავი, სიცოცხლე გაარმებულმან. აწ წადი ნახე შენი მზე, ნახვისა მოჟამებულმან:-

544. ავთანდილ უთხრა მე შენი, გაყრა არ მამეთმინების. თუ გაგეყრები თვალთაგან, ცრემლიცა დამედინების. მართალსა გითხრობ ამისი, კადრება ნუ გეწყინების. შენ ვისთჳს კუდები მაგითა, მას არა არ ელხინების:-

545. რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გაინდა საქებარი. მან სხვა იხმოს მკურნალი და, კვლავ მაჯისა შემტყვებარი. მან უამბოს რაცა სჭირდეს, სენი ცეცხლთა მამდებარი. სხჳსა სხვამან უკეთ იცის, სასარგებლო საუბარი:-

546. რაცა გითხრა მამისმინე, ბრძენი გეტყვი არა ხელი. ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის არ ერთხელი. კარგად ვერას ვერ მოავლენს, კაცი აგრე გულ ფიცხელი. აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი:-

547. იგი ვნახო სიყვარული, მისი ჩემთჳს დავამტკიცო. მოვახსენო რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო. შენ გენუკჳ შემაჯერო, ღ~თი იღთო ცაცა იცო. ერთმანერთი არ გავსწიროთ, მაფიცო და შემომფიცო:-

548. რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემიპირო. მეცა ფიცით შეგიჯერებ, არასათჳს არ გაგწირო. კულავ მოვიდე შენად ნახვად, შენთჳს მოვკუდე შენთჳს ვირო. ღ~თსა უნდეს ვისთჳს ჰკვდები, მისთჳს აგრე არ გატირო:-

549. მან მიუგო უცხოს უცხო, ეგრე ვითა შეგიყვარდი. გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი. რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი. ღ~თნ ქნას და კულავცა გნახო, ალვა მორჩი განაზარდი:-