... (A-859), 1841 წ.

492. ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკენ მიმიბრუნდა. მოვახსენე აჩქარება, შენგან ყოლა არა უნდა. მეცა თანა წამოგყვები, დაიჴოცნენ იგი მუნ და. ჩვენ ორთავე მეომართა, გაღანამცა შეგვიძრწუნდა:-

493. ესეცა უთხარ ამბავინა, ჩემი არ გაგეგონების. უფრორე წვრილად გიამბობ, ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების. მან მითხრა ლხინი საჩემო, მაგას რა შეეწონების. დღეთ სიკუდილადმდის სიცოცხლე, შენ ჩემი დაგემონების:-

494. მივედით მისსა ქალაქსა, ტურფასა მაგრა ცოტასა. გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთჳს ოტასა. პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს, ნახოკსა ვით ნაფოტასა. ეხვეოდიან კოცნია, ხრმალსა და სალტე კოტასა:-

495. კულავ მოვეწონე ვეტურფენა მე მისი გარდნაკიდარი. შემასხემდიან ქებასა მზეო ხარ ჩვენთჳს იდარი. მივედით ვნახეთ ქალაქინა მისი ტურფა და მდიდარი. ყველასა ტანსა ემოსანა ზარქაში განაზიდარი:-

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

496. მოჯობდა ომი შეეძლო, ჴმარება ცხენ აბჯარისა. დავკაზმეთ ნავი კატარღა, და რიცხვი სპათა ჯარისა. კაცი ჴმდა მისთა მჭვრეტთათჳს, ღონემცა იაჯა რისა. [..]გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა:-

497. [..........] დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა. ნავი წინა მამეგება, არა ვიცი იყო თუ რვა. ფიცხლავ ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა. ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიძახეს დიაცურ ვა:-

498. კულავ სხვასა მიველ მოვკიდე, ხელი ნავისა ბაგესა. ზღვასა დავანთქე დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა. სხუანი გამექცეს მიმართეს, მათ მათსა საქულბაგესა. ვინცა მიჭვრეტდა უკვირდა, მაქებდეს არ მაძაგესა:-

499. ზღუა გავიარეთ გავედით, შემოგვიტივეს ცხენია. კულავ შევიბენით შეექმნათ, ომისა სიმარცხენია. მუნ მამეწონა ფრიდონის, სიქველე სიფიცხენია. იბრძჳს ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია:-

500. თჳთ ორნივე ბიძა ძენი, მისნი ხრმლითა ჩამოყარნა. ხელნი წმიდად გარდმეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა. მოიყვანა მჴარ დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა. მათნი ყმანი გაამტირნა, მისნი ყმანი ამაყარნა:-

501. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს, ვეცენით გაცავფანტენით. ფიცხლად წაუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით. ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით. მამკალით ლარი დალიოთ, ან აკიდებით ან ტენით:-

502. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი, და ბეჭედნი მისნი დასხნა. თჳთ ორნივე ბიძის ძენი, დაპყრობილნი წამოასხნა. მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი, მოღვარნა და ველთა ასხნა. ჩემი სთქვეს თუ ღ~თსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა:-

503. მივედით მოქალაქეთა, ზარი სჩნდა რომე ზმიდიან. აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა, გულსა მუნ დააბმიდიან. მე და ნურადინს ყველანი, ქებასა შეგვასხმიდიან. გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან, ჯერთ სისხლნი მათნი მიდიან:-

504. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და, მიხმობდეს მეფეთ მეფობით. თჳთ თავსა მათსა მონად და, ჩემსა ყველასა სეფობით. დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს, ვეროდეს ვარდის მკრეფობით. ჩემი ვერ ჰსცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით:-

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ტარიელთან

505. დღესა ერთსა მე და მეფე, ნადირობას გამოვედით. ზღუასა ზედან წაწურვილსა, ქედსა რასმე გარდავდეგით. ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე, ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით. ერთი რამე საკჳრველი, მე ვნახეო ამა ქედით:-

506. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყჳს, მართ ამბავსა ესოდენსა. დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევსჯე ამა ჩემსა ცხენსა. ზღუათა შიგან იხვსა გვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა. აქა ვსდეგ და თვალს უგებდი, ქორსა იქით განაფრენსა:-

507. ზოგჯერ ზღჳსკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა. ზღვასა შიგან ცოტა რამე, დავინახე თუმცა შორსა. ეგრე ფიცხლად სიარული, არას ძალ გაქვს მისსა სწორსა. ვერად ვიცან გონებასა, გავეკვირვე ამად გორსა:-

508. ვთქვი რაა რასა ვამგზავსო, მფრინველია ანუ მხეცი. ნავი იყო არ ეფარა, სამოსელი მრავალკეცი. წინა კაცნი მოზიდჳდეს, თვალი ამად დავაცეცი. მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი:-

509. ამოძურნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს სისხონი, ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა კრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი. მან გაანათლა ქუჱყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი:-