... (A-859), 1841 წ.

667. ესე ესმა ცრემლი ცხელი, შერმადინსა თვალთა სდინდი. მოახსენა მარტოობით, ჭირსა რადმცა შეუშინდი. მაგრა რა ვქნა უშენოსა, დამეცემის გულსა ბინდი. წამიტანე სამსახურად, მოგეჴმარვი რაცა გინდი:-

668. [...............................................................................] ვის ასმია პატრონისა, ჭირსა შიგან ყმისა რიდი. დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქნები აქა ფლიდი. ყმამან უთხრა ვერ წაგიტან, რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი:-

669. შენგან ჩემი სიყვარული, ვითამც არა დამეჯერა. მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა. ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინც ეფერა. გული დადე დაიჯერე, ვერ წაგიტან ვერა ვერა:-

670. თუ მიჯნური ვარ ერთი ვჰხამ, ხელი მინდორთა მე რებად. არ მარტო უნდა გაჭრილი, ცრემლისა სისხლითა ღვარებად. გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად. ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კულავ შეჯერებად:-

671. რა მოგშორდე მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს. არ ვეშიშჳ მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს. მძულს რომ კაცსა სააუგო, საქმე არა არ შესწონდეს:-

672. მე იგი ვარ ვინ სოფელსა, არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად. ვის სიკვდილი მოყვრისათჳს, თამაშად და მიჩანს მღერად. ჩემსა მზესა დავეთხოვე, გაუშვივარ დავდგე მე რად. მაშ თუ დავსთმობ სახლსა ჩემსა, ვეღარ დავსთმობ ვისა მე რად:-

673. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა. შენ შეგვედრებ დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვჰკუდე თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქ ბნელსა. ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა:-

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა.

674. დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად. ჱე მეფეო გავიპარე, ძებნად ჩემგან საძებრისად. ვერ დავსდგები შეუყრელად, ჩემთა ცეცხლთა მამდებრისად. შემინდევ და წამატანე, მოწყალება ღ~თაებრისად:-

675. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ, ამა ჩემსა გაზრახულსა. კაცი ბრძენი ვერ გასწირავს, მოყვარესა მოყვარულსა. მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა. სიცრუე და ორ პირობა, ავნებს ხორცსა მერმე სულსა:-

676. რადგან თავი სიცრუვეა, ყოვლისა უბადობისა. მე რად გავსწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა. არა ვიქ ცოდნა რას მარგებს, ფილასოფოსთა ბრძნობისა. მით სწავლებით მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა:-

677. წაგიკითხავს სიყვარულსა, მოციქულნი რაგვარ სწერენ. ვით იტყჳან ვით აქებენ, სცან ცნობანი მიაფერენ. სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ. შენ არ სჯერხარ უსწავლელნი, კაცნი რადმცა შევაჯერენ:-

678. ვინ დამბადა შეძლებაცა, მანვე მამცა მძლევად მტერთად. ვინ არს ძალი უხილავი, შემწე ყოვლთა მიწიერთად. ვინ საზღუარსა დაუსაზღურებს, ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად. იგი გახდის წამი ყოფით, ერთსა ასად ასსა ერთად:-

679. რაცა ღ~თსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების. მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი, ია ჰხმების ვარდი ჭკნების. თვალთა ტურფა საჭვრეტელი, ყველა რამე ეშვიდნების. მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით გეთნების:-

680. რაზომცა სწყრები შემინდევ, შეცულა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა, მე მაგისისა თნებისა. აწ წასვლა იყო წამალი, ჩემთა საჴმილთა გზნებისა. სადა გინდ ვიყო რა მგამა, ყოფაცა მქონდეს ნებისა:-

681. არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა. არ გარდავა გარდუვალად, მომავალი საქმე ზენა. წესი არის მამათაგან, მოჭირვება ჭირთა თმენა. არვის ძალუც ხორციელსა, განგებისა გარდავლენა:-

682. რაცა ღ~თსა გაუგია, თავსა ჩემსა გარდასავლად. გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად. თქვენვე გნახნე მხიარულად, დიდებით და დავლა მრავლად. მას რა ვარგო დიდებად, და კმარის ესე ჩემთჳს დავლად:-

683. მეფეო ნუთუ წასვლამან, თქვენ ჩემან დაგაჭმუნოსა. მეფეო ესე თათბირი, მამკალ ვინ დამიწუნოსა. ვერ ვეცრუები ვერ უზამ, საქმესა საძაბუნოსა. პირის პირ მარცხვენს ორნივე, მივალთ მას საუკუნოსა:-

684. არ დავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა. ვგმობ კაცსა უაუგოსა ცრუსა და ღალატიანსა. ვერ ვეცრუები ვერ უზამ, მას ჴელმწიფესა სვიანსა. რა უარია მამაცსა სულ დიდსა წასულა გვიანსა:- აქ გავჩერდი

685. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა. შემდრკალსა შეშინებულსა, და სიკვდილისა მეჭველსა. კაცი ჯაბანი რითა სჯობს, დიაცსა ქსლისა მბეჭველსა. სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა:-