... (A-859), 1841 წ.

704. კულავ მოახსენა ვეზირმან, სიტყვა ნაგუშინდელევი. რა გაიგონა შესთვალა, პასუხი არ ნაგრძელევი. შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი. კულავ მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარე მე სულად გელევი:-

705. რა გამოვიდა ვეზირი, სძებნა ვერ პოვა მინანი. მართ გაპარვასა უთხრობდეს, მონანი ცრემლთა მდინანი. მან თქვა მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი. ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს, რაცა ვსთქვი მასცა ვინანი:-

706. რა ვეზირი არ შევიდა, კულავ მეფემან კაცი გზავნის. კაცმან სცნის და გარეთ დადგის, წასვლა ვერვინ გაამჟღავნის. როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის. თქვა უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის:-

707. თავ დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი. უში ქნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას მიდი. მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი. რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი:-

708. კულავ შევა დარბაზს ვეზირი, დაღრეჯით არ მხიარულად. მეფემან ჰკითხა წასრულა, მზე დაუდგრომლად მთვარულად. მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო დარულად. მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად:-

709. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის მეტნი. მოსთქვამს იტყჳს ვაი გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი. პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით, გააკვირნა მისნი მჭვრეტნი . სად წაჰხე და სად დაჰკარგენ, სინათლენი ეგე სვეტნი:-

710. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. მაგრამ მე რა ვქმნა გაზრდილო, აწ სახლად მართებს სენები. გამაღარიბე დამაგდე, გულსა გლახ ვისთჳს ენები. შენად შეყრამდის პატიჟთა, ჩემთა ვერ იტყჳს ენები:-

711. ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა. ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა. ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა, სასმენელად მე მასულსა. აწ უშენოდ რა გლახ ვიყო, საჯდომსა და სრასა სრულსა:-

712. გაზრდილო ცეცხლი მედების, ლახვრით ვარ მე დახეული. გაზრდილო ჩემთჳს გამოჩნდა, ჟამი მუხთალი წვეული. გაზრდილო დიდით სევდითა, ძლივღა ცოცხალვარ სნეული. გაზრდილო ადრე მოვჰკვდები, საბრალო დღე დალეული:-

713. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები. შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები. ნუთუ კულავ ღთ~ნ წყალობით, გაგიადვილოს ჭირები. მაგრა თუ მოვჰკვდე გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები:-

714. ზარი გაისმა შამოჰკრბა, ჯარი მრავალი კაცისა. დარბაზს ხასთაგან ჯარია, ხელითა წვერთა ტაცისა. იგლეჯს და იცემს ყველაი, ჴმა ისმის თავსა ტკაცისა. თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა:-

715. რა მეფემან დიდებულნი, ნახა სულთქმით შემოსტირნა. უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან, შუქნი სრულად დაგვიძვირნა. რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა რად გაგვწირნა. სპანი მისგან დაჭირულნი, ვინცაღა ვით დაგვიჭირნა:-

716. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ბრძანა იკითხეთ, მარტოა ანუ ყმიანად. მოვიდა მონა შერმადინ, მოშიშრედ სირცხვილიანად. ანდერძი ჰკადრა ასტირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად:-

717. მოახსენა საწოლს ვპოვე, ესე მისგან დანაწერი. სდგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი. იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს არცა ბერი. მე თუ მამკლავთ მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი:-

718. რა ანდერძი წაიკითხეს, კულავ იტირეს დიდი ხანი. მერმე ბრძანა მხიარულსა, ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი. ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი. შევეწივნეთ მშვიდობისა, ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი:-

წასულა მეორედ გაპარვით ავთანდილისა და ტარიელის შეყრა

719. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს. რა იახლოს შუქი დასწვავს, გაეყრების ვერ იახლებს. მაგრამ ვარდსა უმზეობა, გაახმობს და ფერსა აკლებს. ჩვენ ვერ ჭურეტა საყვარლისა, ჭირსა ძველსა გაგვიახლებს:-

720. აწღა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა. მივა და მისტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა. წამ წამ მობრუნდის იაჯდის, მისთჳს მზისავე მზობასა. უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის მიხდის ცნობასა:-

721. რა მიიახლის დაბნედად, ვერ ხელყვის გაძვრად ენისად. მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დილაჯის დენისად. ზოგჯერ დაბრუნდის იჭურეტდის, ღონედ პატიჟთა თმენისად. რა გაემართის არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად:-

722. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი, კრულია ვინცა დადუმდეს. რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკერძვე დაბრუნდეს. თვალთა მტირალთა შეხედვა, შენივე სწადდეს და უნდეს. სჯობს საყვარელსა მოყვარე, რაზომცა დაუძაბუნდეს:-