... (A-859), 1841 წ.

609. თქვა ამა ჟამსა წუხელის, მე დილა გამთენებოდა. მუნ ვიყავ სადა სამყაროს, ღაწვთაგან ელვა ჰკრთებოდა. აწ სიშორისა მომლოდე, გულიმცა მისთვის კვდებოდა. მზემან რა მისცა სინათლე, თუ მთვარე გაეყრებოდა:-

610. ყმა წავიდა გულმოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული, უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა. რაცა აჯა დათმობისა, გულმან ვისმცა მოუსმინა:-

611. წევს იტყჳს გულსა სალხინო, რამცაღა დაუსახეო. მოგშორდი ედემს ნაზარდო, ლერწამო და ხეო. შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ მჭვრეტთა სივაგლახეო. ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო:-

612. ამას მოსთქვამდის ტირილით, ცრემლისა დასაღვაროთა. კულავ გულსა ეტყჳს დათმობა, ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. არ დავსთმოთ რა ვქნათ სევდასა, მითხარ რა მოუგვაროთა. თუ ლხინი გვინდა ღ~თისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა:-

613. კულავ იტყჳს გულო რაზდემცა, გაქვს სიკუდილისა წადება. სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთჳს თავისა დადება. მაგრა დამალე არ გაჩნდეს, შენი ცეცხლისა კვლა დება. ავად შეჰფერობს მიჯნურსა, მიჯნურობისა ცხადება:-

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა.

614. რა გათენდა შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე. იტყჳს ნეტარ მიჯნურობა, არ დამაჩნდეს დაცავფარე. დათმობასა ეაჯების, გულსა შინა რა მოუგვარე. ცხენსა შეჯდა წამოვიდა, ვაზირისა სახლსა მთვარე:-

615. ვეზირმან სცნა გაეგება, ჩემსა მზეა ამოსრული. ამას თურმე მახარებდა, დღეს ნიშანი სახარული. მიეგება თაყუანისცა, კადრა სრულსა ქება სრული. ჰხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული:-

616. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან ავმან უქმან. ფერჴთა ქუჱშე ხატაურსა, უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი გაანათლნა, ვით სამყარო მზისა შუქმან. თქვეს სურნელი სული ვარდთა, დღეს მოგუბერნა ქვენამ ბუქმან:-

617. დაჯდა მისთა შემხედველთა, გული მათი მართლად ხელეს. მისთა მჭვრეტთა მისთჳს ბნედა, თავისათჳს ისახელეს. სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს:-

618. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების. იტყჳს შენი დამალული, დარბაზს არა არ იქნების. რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების. გაიგონე ჭირი ჩემნი, მკურნე რაცა მეკურნების:-

619. მის ყმისა ცეცხლი მედების, მწვა მჭირს მისისა მწველისა. მკლავს სურჳლი და ვერ ნახვა, ჩემისა სასურველისა. მას ჩემთჳს სულნი არ შურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა. ჰხამს სიყვარული მოყვრისა, უხვისა უშურველისა:-

620. მისი ნახვა გულსა ჩემსა, ვითა ბადე დაებადა. მუნვე დარჩა დათმობაცა, მასთანავე დაებადა. რადგან დასწვავს მუახლეთა, ღ~თსა მზედცა დაებადა. მერმე ასმათ ჩემთჳს დისა, უფრო დადცა დაებადა:-

621. ოდეს წამოველ შევფიცე, ფიცითა საშინელითა. კულავ მოვალ გნახავ პირითა, არ მტერთა საწუნელითა. შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ხელითა. ჟამია ჩემგან წასულისა, ვიწვი ცეცხლითა ცხელითა:-

622. ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა. მიმელის და ვერ მისულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა. ვერ გავსტეხავ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა. რამცა სადა გაუმარჯვდა, კაცთა ფიცთა გამტეხელსა:-

623. რაცა გითხრა ჩემაგიერ, როსტანს ჰკადრე მიედ სრასა. თავმან მისმან ფიცით გეტყჳ, შენ ვეზირსა ოსტასრასა. არ შემიპყრობს არ დავსდგები, თუ შემიპყრობს მაქნევს რასა. მიშველე რა გული ცეცხლმან, არ დამიჭრას არა სრასა:-

624. ჰკადრე ვინ გაქოს ყოველმან, პირმა არ მეუმზრახემან. ვითა ვიშიშვი გაცნობოს, ღ~თნ ნათელთა სახემან. მაგრა მან ყმამან ცეცხლითა, დამწვა ალვისა სახემან. გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე მან:-

625. აწ მეფეო უმისობა, ჩემგან ყოლა არ ეგების. გული მას აქვს გულოვანსა, აქა ჴელი რა მეჴდების. თუ რას ვარგებ პირველ ხოლე, თჳთ სახელი თქვენ მოგხვდების. ვერას ვარგებ გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების:-

626. წასვლა ჩემი გულსა თქვენსა, არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს. თავსა ჩემსა გაგებული, იქნას ღ~თსა რაცა უნდეს. მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენვე დაგიბრუნდეს. არ მოვბრუნდე თქვენცა სუფევთ, მტერი თქვენნი დაძაბუნდეს:-

627. კულავ პირ მზე ეტყჳს ვეზირსა, მე სიტყვა შევამცირეო. აწ ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო. მიაჯე ამოდ გაშვება, და თავი გაიგმირეო. ასი ათასი წითელი, შენ ქრთამად შეიწირეო:-