... (A-859), 1841 წ.

648. თუმც ცოდვათა ჩემთა მსგავსი, ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს. რად მოვღორდი რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს. ვინცა სხვა რა კადნიერად, პატრონსა რა მოახსენოს. ჩემი დღენი მასმცა ადგან, რაძინ ვითა გაისვენოს:-

649. ვაზირი გაწბილებული, მივა ბედითა შავითა. ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა. მადლი რა გკადრო აწ თქვენგან, გავხასდი მე მაშა ვითა. ვაი კარგი თავი უებრო, დავკარგე დავაშავითა:-

650. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, ცრემლსა თუცა არ იწყურვებს. მიკჳრს რად სცალს საწყლიანოდ, რად არ გულსა შეიურვებს . ვინ არ მისცეს ქადებული, მოურავსა მოიმდურვებს. თქმულა ქრთამი საურავსა, ჯოჯოხეთსცა დაიურვებს:-

651. ვით გამხუადა რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა. რა სიავე რა სირეგვნე, რა შლუობა რა შმაგობა. მე თჳთ კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა. ესე მიკვირს რად არ მამკლა, მისცა თურე ღ~თნ თმობა:-

652. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ, ცთომით არ წამკიდებია. ვიაზრე გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია. განგებით ქმნილსა რისხვასა, ვერავინ დარიდებია. შენთჳს სიკვდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ გამცუდებია:-

653. ყმამან უთხრა აღარ წასვლა, არ ეგების ჩემგან აროს. იადონი მაშინ მოკუდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. ხამს უძებნოს ცვარი წყლისა, მისთჳს თავი ყოვლგნით აროს. ვერ უპოვოს რა ქმნას ანუ, გული რითა დაიწყნაროს:-

654. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ, ჯდომასა ვერცა წოლასა. მართ ნადირთაებრ გაჭრასა, ვირჩევ მათთანა რბოლასა. ასრე გასრულსა რად მნუკავს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა. სჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა:-

655. მოვახსენებ ერთხელ კულავცა, აწ რაზომცა მეფე წყრების. ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი, ვით იწვის და ვით ენთების. არ გამიშვებს გავიპარვი, რა იმედი გარდასწყდების. მე თუ მოვკუდე ჩემი კერძი, სოფელიცა გაქარდების:-

656. მოიუბნეს ვაზირმან ჰქმნა, ჭამა სმანი მათნი ფერნი. უმასპინძლა ძღუჱნი უძღვნა, მისივედა შვენიერნი. მისნი მყოლნი ავეავსნა, მოყმენი თუნდა ბერნი. გაიყარნეს ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი:-

657. შეკრა წითელი ასი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან. სამასი თავი სტავრა ატლასი, უხვმან და მიუმხცდარომან. სამოცი თვალი ლალ იაგუნდი, ფერად არ მათ საურაომან. კაცი გაგზავნა ვეზირისასა, ესე ყველაი მისთჳს არო მან:-

658. შესთვალა თუ რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო. ვალთა შენთა გარდასახდელი, რა ნაცვალი მოვიგონო. თუღა დავრჩე შენთჳს მოვკუდე, თავი ჩემი დაგამონო. სიყვარული სიყვარულსა, შეგიცალო შეგიწონო:-

659. მე ვითა ვთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი. კაცი იყო საქმისაცა, შესაფერი შესატყვისი. ასრე უნდა სამსახური, გავიდოდეს ვისცა ვისი. ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თჳსი:-

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა.

660. შერმადინს ეტყჳს უბრძანებს, პირ მზე ნათელთა მფენელი. ესე დღე არის იმედი, ჩემის გულის მლხენელი. შენგან თავისა შენისა, საჩემოდ გამომჩენელი. მქებრად ამბისა მათისა, ხამს მკითხავი და მსმენელი:-

661. იტყვის როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მამისმინა. მან არ იცის რათ ვინა და, სულდგმულია ვისგან ვინა. უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ, ნუცა გარე ნუცა შინა. რაცა საქმე უსამართლო, ღ~თნ ვისმცა შეარჩინა:-

662. თუმცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს არ სათუობს. ყოვლი ცრუ და მოღალატე, ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს. გული მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს. ლხინსა არას არ იახლებს, კრთების კუშტობს ვაებს უშობს:-

663. სამი არის მოყვრისაგან, მოყვრობისა გამოჩენა. პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა. მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა. გავლენა და მოჴმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

664. რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა. აწ გაპარვაა წამალი, ამა გულისა ხლებისა. რასაცა გვედრებ ისმენდი, ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა. შენ გაამაგრე დაჭირვა, ჩემისა ნასწავლებისა:-

665. აწ მეფეთა სამსახურად, პირველ თავი დაამზადე. სიკეთე და უკლებრობა, შენი ერთობ გააცხადე. სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე. სამსახური აქამდისი, კულავ გავლენა გააკვლადე:-

666. მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების. ერთგულთათჳს კარგი ნუ გშურს, ორგულნიმცა შენნი კუდების. შემოვიქცე ვალი შენი ჩემგან, ვალი კარგად გარდიხდების. პატრონისა სამსახური, არაოდეს არ წახდების:-