... (W-27), XVII ს.

446. მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძვირად ფიცის თუცა ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უამბო დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

447. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან» მან ეგრე თქუა უბრალო ვარ იცის ღ~თნ სახიერმან ვისთვის მოვჰკვდე ვისთვის წავხდე მიიხვედროს იგი ვერ მან

448. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყუათა რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მომკალ ვეჭუ შენცა არა გლხენოდეს

449. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკვლევინე ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდათ მამკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხუდე ვის ესე დააშლევინე»

450. ჴელი მიჰყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა

451. რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოჰქონდა ეუბნეს არ აჯებითა მას შიგან ჩასვეს იგი მზე ჰგავს იქნას დარაჯებითა

452. უბრძანა წადით დაკარგეთ მუნ სადა ზღვისა ჭიპია რომ წმინდა წყალი ვერ ნახოს მყინვარე ვერცა ლიპია» მათ გაეხარნეს ჴმა მაღლად იყივლეს იპი იპია» ესე ვნახე და არ მოვჰკუე არა მგავს არცა სიპია

453. ზღვათაკენ გაარნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქუა მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირემ მამკლევდეს მოვჰკვდები სიცოცხლე გასაწყინარდა» დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა

454. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარ დაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მმართებს ამისსა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე სულთა დგმა დაუთმობელსა» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშობელსა

455. მე უთხარ დაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია რამცა ვქმენ ნაცვლად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ სად კლდე და წყალია» სრულად გავჰქუავდი შემექმნა გული მართ ვითა სალია

456. მეტმან ზარმან გამაშმაგა მომივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ ნუ მოკუდები არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა» აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა

457. შეველ ფიცხლად შევეკაზმე ცხენსა შევჯე შეკაზმული ას სამოცი კარგი მოყმე ჩემსა თანა ხანდაზმული გამომყუეს და წაცავედით კართა გარე დარაზმული ზღვის პირს მიველ ნავი დამხუდა მენავემან მნახა ზმული

458. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ ზღვასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მამიძულვა ღ~თსა თურე ასრე ვსძაგდი

459. რომე დავჰყავ წელიწადი თვე თორმეტი გამეოცა მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა თანა მყოლი ყუელაკაი ამომიწყდა დამეჴოცა ვთქვი თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვყო ცა»

460. ზღვა ზღვა ცურვა მომეწყინა მით გამოვე ზღვისა პირსა გული სრულად გამიმჴეცდა არ უსმენდი არც ვაზირსა ყუელაკაი დამეფანტნენ დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღ~თი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა

461. ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემამგონანი მისი ვერა ვსცნა ამბავნი ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდა ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ანბავი ნურადინფრიდონისა და ტარიელის შეყარა

462. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი ჰგუანდეს ქალაქს ვეახლენით ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ნახვა მიდაღვიდა გულსა დაღნი მუნ გარდავჰჴე მოსვენებად დამხვდეს რამე ხენი ლაღნი

463. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი მიღამებდა გულსა მური ვერა მესმა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი ვერ დასტური ველთა ცრემლი ასველებდა თვალთა ჩემთა მონაწური

464. ზახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირპირ მას თურმე წყლული სტკიოდა ჴმლისა ნატეხი დასურილი აქუს სისხლი ჩამოსდიოდა მტერთა ექადა წყრებოდა იგინებოდა ჩიოდა