... (H-302), 1803 წ.

450. ვერ გათნევ თქუჱნმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია, ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დასუა ჴელმწიფედ, მოგხვდების რა ნაცუალია, სხუა მეფე დაჯდეს ჲინდოეთს, მერტყას მე ჩემი ჴრმალია-

451. შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე გამარიდე, ჲინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე, ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა აღმოვჰფხვრიდე, სხუად მეშუჱლსა გარეგანსა, მამკალ ვისცა ვინატრიდე-

ამბისა ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა

452. ესე კაცნი გამეგზავნეს, გონებასა გავეშმაგე, რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე, მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, რომე თავი ვერ წავაგე-

453. გამოჩნდეს ორნი ქუჱვითნი, მე მივეგებე წინარე, ქალი ჰყუა ერთსა მონასა, ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე, თავ გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამომჩინა რე-

454. იგი ვნახე დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა, შორით ვუხმე რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა, მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა, მითხრა ღ~თნ სიმგრგვლე ცისა, ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა-

455. ახლოს მიველ კულავცა ვჰკითხე, რაშიგან ვართ თქვი მართალი, კულავ საბრალოდ ამიტირდა, კულავ მოედვა ამით ალი, დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, თჳსთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებევდა, სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი-

456. მერმე მითხრა მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე, მაგრამ ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე, ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ, შემიწყალე შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღ~თსა შენსა მიავალე-

457. მიამბო ოდეს სასიძო, მოჰკალ და ჴმა დაგივარდა, მეფესა ესმა აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიძახნა მიხმეთო, ჴმა მაღლად გაჴმამყივარდა, მოგნახეს შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა-

458. ჰკადრეს აქა აღარ არის, კარნი სითმე გაუვლიან, მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი, მეტად კარგად შემიგიან, მას უყუარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ შეხედვა ვერ დათმიან-

459. აწ თავმან ჩემმან მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა, მე ღ~თისა უთხარ დაუბამს, მას ეშმაკისა ბადესა, მათ ბოზ კუროთა ასეთი, რა მისცეს რა უქადესა, თუ დავარჩინო ღ~თი ვჰგმო, მისად პატიჟად მზად ეს ა-

460. მის მეფისა წესი იყო, თავი თ~სი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის, ესე წყრომა მეფისაგან, ვისცა ესმა ვინცა იცის, მან უბრძანა დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის-

461. დავარს დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან, თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს იცის ერმან, მან აგრე ჰსთქუა უბრალო ვარ, იცის ღ~თნ სახიერმან, ვისგან მოვჰკუდე ვისთვის მოვჰკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან-

462. პატრონი ჩემი აგრევე, იყო წამოხვე შენ ოდეს, შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად შუჱნოდეს, დავარ მოსთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს, ბოზო შენ ბოზო რად მამკალ, ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს-

463. როსკიპო ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე, ანუ სისხლითა მისითა, ჩემი რად მოაზღუჱვინე, არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ რა გაქმნევინე, აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხუდე, ვის ესე დააშლევინე-

464. ჴელი მიჰყო წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება დაალურჯა, მედგრად პირნი მოუქუშნა, მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა-

465. რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოჰქონდათ, ეუბნეს არ აჯებითა, მაშიგან ჩასუჱს იგი მზე, გავს იქა დარაჯებითა-

466. ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა, დავარ ჰსთქუა მქნელი ამისი, ვინ არ დამქოლოს ვინ არ და, ვიდრე მომკლევდეს ჩემი ძმა, სიცოცხლე გასაწყინარდა, დანა დაიცა მოცაკუდა, დაეცა გასისხლმდინარდა-

467. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ დაუსობელსა, აწ იგი მიყავ რა მართებს, ამისა მახარობელსა, ზენაარ დამხსენ სიცოცხლე, სულთა დგმა დაუთმობელსა, საბრალოდ ცრემლსა ადენდა, უკლებსა დაუშომელსა-

468. მე ვუთხარ დაო რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია, რამცა ვჰქმენ ნაცულად თჳთ რომე, მისი ჩემზედა ვალია, აწ თავსა მისად საძებრად, მივსცემ კლდეთა და წყალია, სრულად გავჰქუავდი შემექმნა, გული მართ ვითა სალია-