.... (H-1759), XIX ს.

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო

449. დღესა ერთსა მე და მეფე, ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედა წაწურვილსა, ქედსა რასმე გარდავდეგით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე, ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი, მე ვნახეო ამა ქედით

450. მე ვჰკითხეუდი ფრიდონ მეტყჳს, მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევსჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვასა შიგან იხვსა გვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა აქა ვსდეგ და თვალს უგებდი, ქორსა იქით განაფრენსა

451. ზოგჯერ ზღვისკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე, დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული, არას ძალ გაქვს მისსა სწორსა ვერად ვიცან გონებასა, გავეკვირვეამად გორსა

452. ვთქჳ რაა რასა ვამგზავსო, მფრინველია ანუ მხეცი ნავი იყო არ ეფარა, სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს, თვალნი ამად დავაცეცი მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი

453. ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი, ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი მან განანათლა ქუეყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი

454. სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყუარდა, რომე თვალსა იახეწა დავაპირე შეტევება, ვსთქვი წავიდე მათკე მე წა ჩემსა შავსა სულიერსა, რამცა ვითა გარდეხვეწა

455. ცხენი გავქუსლე იქმოდეს, შამბი ხმასა და ხრიალსა ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორვებოდეს წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა

456. ესე მესმა ფრიდონისგან, მამემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწვთა დანადენი, ჩემთა მე ჩემივე სისხლი ვიცხე მამკალ თუცა უჩემოსა, ენახოსმცა ვისცა ის ხე

457. ესე ჩემგან გაუკჳრდა, ფრიდონს მეტად ეუცხოა მაგრამ მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა მესათნოვა თვალთათ ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარმომთოვა

458. ვაგლახმეო რა გიამბე, ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიამბობ რადგან თავი, გინდა ჩემად ამხანაგად

459. ფრიდონს უთხარ ყველაკაი, ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი, მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული სახელმწიფო საჯდომი და, ტახტი გმართებს სრაცა სრული

460. კვლავაცა მითხრა ვისცა ღ~თი, საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსა მოაშორვებს, თუმცა პირველ გულსა უხებს იგი მოგვცემს წყალობასა, მისსა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს

461. წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა ფრიდონს უთხარ შემწე ჩემი, შენგან კიდევ არავინ ა ვითა ღ~თსა შენი მზგავსი, სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა

462. არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად ენა გონება მახმარე, გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს, სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქმნები, ვერ დამყოფელი წამისად

463. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან, მიჯობსღა ამას რომელი მოსრულხარ ჩემად წყალობად, მეფე ინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის, მადლისა რასმე მდომელი ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი

464. ესე ქალაქი გზა არის, ნავთა ყოველგნით მავალთა შემამკრეფელი ამბავთა, უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგესმის წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა ნუთუ ქმნას ღ~თნ გარდასვლა, მაგაა ჭირთა და ვალთა

465. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლავ უვლია მოგვინახონ იგი მთვარე, ვისთვის ჭირი არ გვაკლია მუნამდისცა მოიჭირვე, გონებამან არ დაგლია ყოვლა ჭირი არ ეგების ,თუმცა ლხინმან არ დასძლია

466. კაცი უხმენ მასვე წამსა, ესე საქმე დაიურვეთ უბრძანე თუ ნავებითა, წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა, მისსა მისთვის მოასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ, რადმცა უშვიდეთ ანუ ურვეთ

467. აჩინნა კაცნი სადაცა, სადგური ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მორე მლხენოდეს უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს