... (Q-1335), XVIII ს.

453. მე გამიკვირდა სით უყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავსწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა

454. დღენი გამოჰჴდეს მე გული უფრორე დამწვეს კვლავალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსვლა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

455. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცნობისა ჴელისა სისხლი დამწამეს მეფემან მითხრა გახსნევა ჴელისა გავიხსენ ფარვად თავისა არ ვისგან საეჭველისა

456. ჴელ გახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედენ თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისი შემოყვანა უთხარ შინა გულსა {შინა} დაუზრახე რა მპოაო ანუ ვინა

457. მონამან წიგნი მომართუა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყვე ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა პასუხად გავეც ჟამია მართალ ჴარ გაკუირვებასა მოვალ თუ მიჴმობ მე ნუ მეჭუ მოსულისა დაზარებასა

458. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ ამირბარი ვარ ჴელმწიფე სრულად ჰინდონი მმონებენ აზრად შეიქმან საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

459. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბვისა სმინება მოყვანა უთხარ ებრძანა ქნაცა სისხლისა დინება მე ვჰკადრე ჴელი გაუხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება

460. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს ამისმეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტივნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსანნი გაასაგნნა იტყოდიან შაბაშ შაბა

461. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ დაღებულნი მეფემან გასცნა მრავალი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი

462. მეფემან გასცა მას დღესა მრავალნი საჭურჭლენია ლაშქართა მისცა ურიცხუი ჯოგი რემა და ცხენია თავსა ვჰკრძალევდი სირცხვილად ვიახელ შენარცხენია ღ~თსამცა რად დაებადა მათებრნი ჴელმწიფენია

463. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალად ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად შევქენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად

464. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე გიკითხავსო ინახვისცა ამირბარი ზეწარითა მოუხურავს პირი ბრძენთა საქებარი ვარქვი საწოლს წაიყვანე ჩემგან არის ნახმობარი

465. ავდეგ მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანთა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ მონა მოდგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნითა აუგისა საკრძალველად

466. კარსა შევდეგ ქალი წინა მომეგება თაყვანისმცა მითხრა მოსვლა თქვენს წინაშე კურთხეულ არს რამან ღირსმცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყვანება ექნა ვისმცა ვთქვი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

467. შევე დავჯე ტახტსა ზედა ქალი {მოდგა} ნოხთა პირსა ჩემსა ახლოს დასაჯდომლად თავი მისი არ აღირსა ვარქვი მანდა რად ჰზი შენ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა მან პასუხი არა მითხრა ჩემთვის ჰგუანდა სიტყვა ძვირსა

468. მითხრა დღე ეგე სირცხუილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთუის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ვღირსვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღ~თისა წყალობა

469. ადგა მითხრა თქვენსა მკრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭუ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისად უთნევია ამა წიგნმან გაგაგონოს ჩემთუის ვისცა უთქმევია

470. მიბრძანა მითხრა ამბავი იცოდა ჩემის ნებისა ყურსა მიანბო ხაბარი ჩემისა გახარებისა შეგყარნა ბოლოდ ვისიცა შეხედვა გენატრებისა წიგნი მომართუა გავჰკაზმე ჴმა უთხარ მიბრუნებისა

471. გამიკვირდა შემეზარნეს ესე რამან ათქმევინა ვინ ჰმპოვა სადაურმან სადით მიცნობს იგ მე ვინა მის მგონესა ყოფა ჩემი სული მისთვის დამკარგვინა ნუ ყოს ღ~თნ მისად ნაცვლად მზეცა დამხვდეს შინდა შინა

წიგნი ნესტან დარეჯანისა პ~ საყვარელთა თანა