... (Q-376), XIX ს.

450. ხატავეთისა ჴელმწიფე, მომყუანდა შეპყრობილია. ჲინდოეთს მოველ მეგება, ჩემი გამზრდელი ტკბილია. რა ქება მითხრა არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია. ჴელი გამიხსნა შემაკრა, მან სახუჱველი ლბილია:-

451. უდგეს ტურფანი კარავნი, მწუე მოხდომილსა. საუბრისა და ჭურეტისა, ჩემისა მას მონდომილსა. მას დღესა ჰქონდა ნადიმი, მას შიგან გარდახდომილსა. მიალერსებდა მიჭურეტდა, წინაშე ახლოს ჯდომილსა:-

452. ღამითცა ვჰსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გაჳხარენით. დილასა ქალაქს შევედით, მაედნით ავიყარენით. მეფემან ჰბრძანა ლაშქარნი, უჰჴმენით შემოსჯარენით. დღეს ხატაველნი მიჩუჱნეთ, ტყუჱნიცა შემომგუარენით:-

453. რამაზ მეფე მას წინაშე, შეპყრობილი მოჳყუანე. ტკბილად ნახა ჴელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე, ნამსახურსა დავაგვანე. ესე არის მამაცისა, მეტის მეტი სიმგულვანე:-

454. მას მეფესა ხატაველსა, უმასპინძლა უალერსა. ჟამიერად უბრძანებდის, საუბარსა მათს საფერსა. ცისკრად მიჴმეს მიბრძანებდეს, მე სიტყუასა ლმობიერსა. შეუნდობო ხატაველსა, მას აქამდე მტერად მმზერსა:-

455. მე ვჰკადრე ღ~თი ვინადგან, შეუნდობს შეცოდებულსა. უყაჳთ თქუჱნცა წყალობა, მას ღონე გაცუდებულსა. რამაზს უბრძანებს იცოდე, გაგზავნი შეწყალებულსა. მაგრამ ნუ გნახავთ კულამცაღა, ჩუჱნს წინა გაწბილებულსა:-

456. ხარაჯი დაჰსდუჱს დრაჰკანი, ასიათასჯერ ასია. კულავ ხატაური ეგზომი, სხუა სტავრა სხუა ატლასია. მერმე ყუჱლაჲ დაჰმოსა, იგი და მისი ხასია. შეწყალებული გაგზავნა, არ ჰსდუა მუხთლობას ფასია:-

457. ხატაველმან დაუმადლა, დადრკა მდაბლად ეთაყუანა. მოახსენა ორგულობა, თქუჱნი ღთ~ნ შემანანა. თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მამკალ მემცა განა. წაჳდა და ყუჱლაკაჲ, მისი თანა წაატანა:-

458. მოჳდა კაცი მეფისა, ცისკრობს არ დანაღამია. ებრძანა შენგან გაყჰრილვარ, მას აქეთ თუჱო სამია. მინდორს მოკლული ისრითა, ნადირი არ მიჭამია. არ დამაშურალხარ წამოდი, თუცა დაშრომის ჟამია:-

459. შევეკაზმე დარბაზს მიველ, დამხუდა ჯარი ავაზისა. შავარდნითა სავსე იყო, სრულად არე დარბაზისა. მეფე ქუჱ ჰსჯდა შეკაზმული, შუჱნებითა მჰსგავსი მზისა. გაეხარნეს მისულა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა:-

460. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია. ომით მოსრული ტარიელ, საჭურეტად სასურველია. მან გაანათლოს მჭურეტელთა, გული რაზომცა ბნელია. რაცა დაგვედრო საქნელად, ჰქმენ არა საზოზღნელია:-

461. აწ მითქუამს საქმე უშენოდ, შენცა ჰსცან ესე მცნებული. რადგან ქალია სამეფო, ჩუჱნგანუჱ სახელდებული. ვინცაღა ჰნახავს აწ ნახოს, აჰა დღე ედემს ხლებული. გვერდით დაისჳ ორნიუჱ, სრას დამხუდით მოვალ შვებული:-

462. მოჳნადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა. იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავჰბრუნდით ვიარეთ, არ ეჯი გზისა შორისა. აღარ იბურთეს დაშლა ჰქმნეს, თამაშობისა ორისა:-

463. ჩემთა მჭურეტელთა მოეცუა, ქალაქი შუკა და ბანი. ომ გარდახდილსა მშუჱნოდეს, მე ენიანნი კაბანი. ფერმიხდილგუარად ვჰშუჱნოდი, ღაწჳ ცრემლითა ნაბანი. ვინცა მიჭურეტდის ჰბნდებოდის, მართალ არს არ კატაბანი:-

464. რიდენი რომე მეშოვნეს, ქალაქსა ხატაველთასა. იგი მეხჳვნეს მშუჱნოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდახდა დარბაზთა, შევედით ჩემთა მზრდელთასა. შევჰხედე დავჰკრთი ელუასა, პირსა მზეებრ ნათელთასა:-

465. მას მზესა ტანსა ემოსა, ნარინჯის ფერნი ჯუბანი. ზურგით უდგს ჯარი ხადუმთა, დას დასად უბან უბანი. სრულად ნათლითა აღევსო, სახლი სრა კარნი უბანი. მუნ ვარდსა შუა ჰშუჱნოდეს, ძოწ მარგარიტნი ტყუბანი:-

466. ნაომარსა დაკოდილსა, ჴელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან, ადგა წინა მომეგება. ვითა შჳლი გარდამკოცნა, ღაწჳ ვარდი დამილება. მითხრა ნუ ეჭუ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება:-

467. ახლოს დამისუჱს ადგილსა, სადა მე მიამებოდა. პირისპირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთჳსცა ჰკუდებოდა. მალჳთ ვუჭურეტდი მიჭურეტდა, სხუად არად მეუბნებოდა. თუალს მოვაცილებ სიცოცხლე, ამითი მეარმებოდა:-

468. შეიქმნა სმა და პურობა, ჰმსგავსი მათისა ძალისა. სხუა გახარება მისებრი, არს უნახაჳ თუალისა. ჯამი და ჭიქა ყოველი, იყო თლილისა ლალისა. არვისი ჰბრძანა მეფემან, არცა გაშუჱბა მთურალისა:-

469. მე მუნა მყოფი მივეცი, ჰშუჱბასა მეტის მეტასა. რა შემამხედის შევხედი, ცეცხლი იწყებდის შრეტასა. კაცთა კრძალუასა ვაწუჱვდი, გულსა შმაგსა და რეტასა. რა უამეა პირისპირ, საყუარელისა ჭურეტასა:-