... (S-4988), XVII-XVIII სს.

434. შეველ჻ დავჯე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ქალი჻ მოდგა჻ ნოხთა჻ პირსა: ჩემსა჻ ახლოს჻ დასაჯდომად჻ თავი჻ მისი჻ არა჻ ღირსა: ვარქვი჻ მანდა჻ რად჻ ზი჻ შენ჻ თუ჻ სიყუარული჻ ჩემი჻ გჭირსა: მან჻ პასუხი჻ არა჻ მითხრა჻ ჩემთუის჻ გვანდა჻ სიტყვა჻ ძვირსა:

435. მითხრა჻ დღე჻ ეგე჻ სირცხუილად჻ მედების჻ გულსა჻ ალობა: გგონია჻ ჩემგან჻ წინაშე჻ მაგისთვის჻ მომავალობა: მაგრა჻ აწ჻ მიდებს჻ იმედსა჻ შენგან჻ ცდისაღა჻ მალობა: ამას჻ თუ჻ ვღირს჻ ვარ჻ ვერ჻ ვიტყვი჻ მაკლია჻ ღ~თისა჻ წყალობა:

436. ადგა჻ მითხრა჻ თქუენსა჻ კრძალვასა჻ ჩემგან჻ ცნობა჻ უბნევია: ნუ჻ მეჭუ჻ რაცა჻ პატრონისა჻ ბრძანებასა჻ უთქმევია: ეზომ჻ დიდსა჻ შემართებად჻ გულსა჻ მისად჻ უთნევია: ამა჻ წიგნმან჻ გამამართლოს჻ ჩემთუის჻ ვისცა჻ უთქმევია:

437. მიბრძანა჻ მითხრა჻ ამბავი჻ იცოდა჻ ჩემის჻ ნებისა: ყურსა჻ მიანბო჻ გახარებ჻ ჩემისა჻ გახარებისა: შეგყარნა჻ ბოლოდ჻ ვისიცა჻ შეხედვა჻ გენატრებისა: წიგნი჻ მამართვა჻ გავჰკაზმე჻ ჴმა჻ უთხარ჻ მიბრუნვებისა:

438. გამიკვირდა჻ შემეზარნეს჻ ესე჻ რამან჻ ათქმევინა: ვინ჻ მპოვაო჻ სადაურმან჻ სადით჻ მიცნობს჻ იგ჻ მე჻ ვინა: მის჻ მგონესა჻ ყოფა჻ ჩემი჻ ერთობ჻ სრულად჻ დამკარგვინა: ნუ჻ ყოს჻ ღმერთმან჻ მისად჻ ნაცულად჻ მზეცა჻ მამხუდეს჻ მინდა჻ მინა:

წიგნი ნესტან დარეჯანისი საყვარელსა თანა მიწერილი:

439. წიგნი჻ ვნავხე჻ მისი჻ იყო჻ ვისი჻ მდაგავს჻ ცეცხლი჻ გულსა: მოეწერა჻ მზისა჻ შუქთა჻ ნუ჻ დაიჩენ჻ ლომო჻ წყლულსა: მე჻ შენი჻ ვარ჻ ნუ჻ მოჰკუდები჻ მაგრა჻ ბნედა჻ ცუდად჻ მძულსა: აწ჻ ასმათი჻ მოგახსენებს჻ ყუელაკასა჻ ჩემგან჻ თქმულსა:

440. ასმათ჻ დგას჻ ჩემთვის჻ მისისა჻ წიგნისა჻ წასაკითხავად: თქუა჻ ძოღან჻ შენი჻ ამბავი჻ მითხრიან჻ ვისცა჻ ვკითხ჻ ავად: მიბრძანებს჻ მესმის჻ მოვლენო჻ ლაშქარნი჻ შენად჻ მკითხავად: ლომსა჻ მით჻ მართებს჻ ვაგლახი჻ თუ჻ მისი჻ თავი჻ მითხა჻ ვად:

441. ბედითი჻ ბნედა჻ სიკვდილი჻ რა჻ მიჯნურობა჻ გგონია: სჯობს჻ საყვარელსა჻ უჩუენნე჻ საქმენი჻ საგმირონია: ხატაეთს჻ მყოფნი჻ ყველანი჻ ჩუენნი჻ სახარაჯონია: აწ჻ მათი჻ ჯავრნი჻ ჩუენზედა჻ ჩუენგან჻ არ჻ დასათმონია:

442. შენგან჻ ჩემისა჻ ქმრობისა჻ წინასაც჻ ვიყავ჻ მდომია: მაგრა჻ აქამდის჻ საუბრად჻ კულავ჻ ჟამი჻ არ჻ მამხდომია: ძოღან჻ ხელ჻ ქმნილსა჻ გიჭურეტდი჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომია: მანდა჻ ყუელაი჻ მასმია჻ რაცა჻ შენ჻ გარდაგჴდომია:

443. მართლად჻ გითხრობ჻ მომისმინე჻ ესე჻ რაცა჻ მოგახსენე: აწ჻ შეები჻ ხატაელთა჻ თავი჻ კარგად჻ გამაჩუენე: გიჯობს჻ ცუდად჻ ნუღარა჻ სტირ჻ ვარდი჻ კულამცა჻ რად჻ დასტენე: მზემან჻ მეტი჻ რაღა჻ გიყოს჻ აჰა჻ ბნელი჻ გაგითენე:

444. ასმათი჻ მეუბნებოდა჻ უშიშრად჻ არ჻ მეკრძალოდა: ჩემი჻ რა჻ გითხრა჻ რა჻ ვიყავ჻ ლხინი჻ რად჻ დამეთვალვოდა: გული჻ მიდამო჻ მიარდა჻ ჰკრთებოდა჻ და჻ მემალოდა: მუნ჻ პირი჻ ჩემი჻ გაბროლდა჻ და჻ ღაწვი჻ გამელალვოდა:

წიგნი ტარიელისა საყუარელთანა პირველად მიწერილი:

445. თვალთა჻ დავიდევ჻ უსტარი჻ მე჻ მისგან჻ მონაწერია: პასუხად჻ ვსწერდი჻ მთვარეო჻ შენმცა჻ მზე჻ ვით჻ მოგერია: მე჻ ღმერთმან჻ იგი჻ ნუ჻ მამცეს჻ რაც჻ არა჻ შენი჻ ფერია: სიზმრად჻ მგონია჻ დარჩომა჻ ჩემი჻ ვერ჻ დამიჯერია:

446. ასმათს჻ უთხარ჻ მე჻ პასუხსა჻ ამის჻ მეტსა჻ ვერ჻ მივხუდები: ესე჻ ჰკადრე჻ მზეო჻ რად჻ გან჻ ნათლად჻ ჩემთუის჻ აღმოხდები: აჰა჻ მკვდარი჻ გამაცოცხლე჻ ამას჻ იქით჻ აღარ჻ ვბნდები: რასაცაღა჻ სამსახურსა჻ ვტყუვი჻ თუღა჻ ვერიდები:

447. ასმათ჻ მითხრა჻ მე჻ მიბრძანა჻ ესე჻ ვქნათო჻ თუცა჻ სჯობდეს: ვინცა჻ გნახოს჻ ჩემგან჻ მისსა჻ საუბარსა჻ ვერა჻ სცნობდეს: ჩემად჻ ნახვად჻ მოვიდოდეს჻ შენ჻ ვითამცა჻ გაშიკობდეს: დაცამვედრა჻ ამირბარსა჻ უთხარ჻ ასრე჻ ნამუსობდეს:

448. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ სიბრძნე჻ გულისა჻ მისისა: მისი჻ მზესაცა჻ რიდება჻ ჰქონდის჻ ნახვისა჻ მისისა: მისგან჻ მამესმა჻ მოსმენა჻ არ჻ საუბრისა჻ მქისისა: მისგან჻ შუქთაგან჻ უკუნსა჻ ჰგვანდის჻ სინათლე჻ დღისისა:

449. ასმათს჻ მოვართუი჻ რჩეული჻ თვალი჻ ოქროსა჻ ჯამითა: მან჻ მითხრა჻ არა჻ არ჻ მინდა჻ ვარ჻ გამაძღარი჻ ამითა: ერთი჻ აიღო჻ ბეჭედი჻ მართ჻ აწონილი჻ დრამითა: ესე჻ კმა჻ ნიშნად჻ სავსე჻ ვარ჻ სხვად჻ ჴელის჻ შესაბამითა:

450. ქალი჻ ადგა჻ წამოვიდა჻ მე჻ ლახუართა჻ გულსა჻ მრიდეს: ლხინმან჻ ბნელი჻ გამითენა჻ დაშრტეს჻ ცეცხლნი჻ რომე჻ მწვიდეს: შეველ჻ დავჯე჻ ნადიმადვე჻ ჩემნი჻ სწორნი჻ სადა჻ ზმიდეს: მხიარულმან჻ საბოძვარი჻ გავეც჻ ზამი჻ გაადიდეს:

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა: