... (S-4997), XIX ს.

431. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქნელად ქენ არა საზოზღნელია

432. აწ მითქუამს აქ მე უშენოდ შენცა ცან ესე მცნებული რათგან ქალია სამეფო ჩვენგანვე სახელ დებული ვინცაღა ნახავს აწ ნახოს აჰა დღე ედემს ხლებული გვერდსა დაისვი ორნივე სრას დამხვდით მოვალ შვებული

433. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა

434. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი შუკა და ბანი ომ გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭურეტდის, ბნდებოდის მათრლად არს არ კატაბანი

435. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ხელთასა მეფე გარდახდა დარბაზთა შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა

436. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა დას დასად უბან უბანი სრულად ნათლითა აევსო სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ მარგალიტნი ტყუბანი

437. ნაომარსა დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მამეგება ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით თუღა მტერი შეღაგება

438. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა პირის პირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით უჭვრეტდი მიჭვრეტდა სხვად არად მეგონებოდა თვალნი მოვსწყჳდნი სიცოცხლე ამითა მეარმებოდა

439. შეიქნა სმა და პურობა მგზავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა თასი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთურალისა

440. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის მეტასა რა შემამხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამია პირის პირ საყვარელისა ჭურეტასა

441. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალან შენნი მჭურეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან

442. აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგა კაბათა არ გაგხდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი კლიტენი ვის შუქნი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

443. კულაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კულავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითტა და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილ პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა

444. ავიყარენით მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოველ შემექმნა ცნობა მათ ვითა შეთისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მეამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭურეტისა

445. კაცი გავგზავნენ ყოვლგან ვაცნობე ლაშქარსა ყველასა აქა მომართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გასწყდა მოსლვა მდევართა ღამესა ბნელასა დილასა ჩემი რა სცნიან სცვედიან თავებსა მათსა მრთელასა

446. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღ~თნ იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად

447. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემატყობინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკუდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე

448. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა თვარა რად მიშლის სიკუდილსა ცეცხლი სიკუდილთა ალისა მაგრამ თვით იცით ჴელმწიფე ხამს მქნელი სამართალისა მე თქუენმან მზემან მაშოროს ნდომა თქუენისა ქალისა

449. იცით ინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე ყველაი თქუენ მოგხდომია ამსოწყდა მათი ყუელაი მამული თქვენ დაგრჩომია დღესამდის ტახტი უჩემო არავის არ მონდომია

450. ვერ გათნევ თქუენმან კეთილმან აწ ეგე არ მართალია ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთაი ქალია ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ მოგხვდების რა ნაცვალია სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ხმალია