... (A-656), XIX ს.

546. გამოჩნდეს ორნი ქვეითნი მე მივეგებე წინარე ქალი ჰყვა ერთსა მონასა ვცანმცა თუ მოღმა ვინ არე თავგაგლეჯილი ასმათი პირსა სისხლჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინარე

547. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით ვუხმე რას შიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყვანი გამოაგნა მითხრა ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა

548. ახლოს მივე კვლავცა ვკითხე რას შიგან ვართ თქვი მართალი კვლავ საბრალოდ ამიტირდა კვლავ მოედვა ამით ალი დიდხან სიტყვა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი

549. მერმე მითხრა მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე მაგრამ ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიხვეწე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღმერთსა შენსა მიავალე

550. მიანბო ოდეს სასიძო მოკალ და ხმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარადა შენ დაგიძახა მიხმეთო ხმამაღლა გახმამყივარადა მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამოჩივარდა

551. ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგნიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღვრიან რა ნახიან ერთმანერთი არშეხედვა ვერ დათმიან

552. აწ თავმან ჩემმან მას მოვკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღმრთისა უთხარდაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზკუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღმერთი ვგმო მისად პატიჟად მზად ესა

553. მის მეფისა წესი იყო თავი მისი ძვირად ფიცის და თუ ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უამბო დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

554. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან მან აგრე თქვა უბრალო ვარ იცის ღმერთმან სახიერმან ვისგან მოვჰკვდე ვისთვის მოვკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან

555. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულნივე რიდენი ებურნეს ტურფად შვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვათა რომელნი არა მსმენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მომკალ ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს

556. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკლვევინე ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქნევინე აწ ღმერთსა უნდეს ვერ მიხვდე ვის ესე დააშლევინე

557. ხელი მიყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქვნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა

558. რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოქონდა ეუბნეს არ აჯებითა მას შიგან ჩასვეს იგი მზე გავს იქმნა დარაჯებითა

559. ზღვათაკენ გაარნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა დავარ თქვა მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირემ მომკლვიდეს მოვკვდები სიცოცხლე გასაწყინარდა დანა დაიცა მო ცა კვდა დაეცა გასისხლმდინარდა

560. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარდაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მმართებს ამისსა მახარობელსა ზენაარ დამხსენ სიცოცხლე სულთადგმადაუთმობელსა საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშობელსა

561. მე უთხარ დაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია რამცა ვქმენ ნაცვლად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ სად კლდე და წყალია სრულად გავქვავდი შემექმნა გული მართ ვითა სალია

562. მეტმან ზარმან გამაშმაგა მომივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ ნუ მოკვდები არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა

563. ნავსა შევჯე ზღვასა შევე ზღვასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავევშმაგდი რომე სრულად მომიძულვა ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი

564. რომე დავყავ წელიწადი თვე თორმეტი გამეოცა მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა თანამყოლი ყველაკაი ამომიწყდა დამეხოცა ვთქვი თუ ღმერთსა ვერას ვკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვყოცა

565. ზღვა ზღვა ცურვა მომეწყინა მით გამოვე ზღვისა პირსა გული სრულად გამიმხეცდა არ ვუსმენდი არც ვაზირსა ყველაკაი დამეფანტა დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა