... (A-656), XIX ს.

603. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყვარდა რომე თოვლსა არ ეხეწა დავაპირე შეტევება ვთქვი წავიდე მათკე მე წა ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა

604. ცხენი გავქუსლე იქმოდეს შამბი ხმასა და ხრიალსა ვეღარ მივესწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მივე შევხედენ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გაშორვებოდეს წამსლვოდეს ამისთვის დავეწვი ალსა

605. ესე მესმა ფრიდონისგან მომემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე მამკალ თუმცა უჩემოსა ენახამცა ვისცა ის ხე

606. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს უცხოდ ეუცხოვა მაგრა მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა მემუდარა შემეპოვა თვალთა ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა

607. ვაგლახ მეო რა გიამბე ფათერაკად მცთარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა ნუ ინავღლი მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიანბობ რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად

608. ფრიდონს უთხარ ყველაკაი ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული

609. კვლავცა მითხრა ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვრსა მოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს იგი მოგვცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს არათ ოდეს შეგვაწუხებ

610. წამოვედით ნატირებნი სრას დავსხედით თავის წინა ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინა ვითა ღმერთმან შენი მსგავსი სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცენ ამის მეტი რად რა მინა

611. არვინ გესვა მოყვარე ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად ენა გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქმნები ვერ დამყოვნებლად წამისად

612. მან მითხრა ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი მოსრულ ხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი [ე]რთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი

613. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგესმის წამალი შენ რომე დაუწვავ ალთა ნუთუ ქნას ღმერთმან გარდახდა ა მაგა ჭირთა და ვალთა

614. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კვლავ უვლია მოგვინახონ იგი მთვარე ვისთვის ჭირი არ გვაკლია მუნამდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია ყოლა ჭირი არ ეგების თუ მცა ლხინმან არ დასძლია

615. კაცი უხმენ მასვე წამსა ესე საქმე დავიურვეთ უბრძანა თუ ნავებითა წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ რადმც უშვიდეთ რადმცა ურვეთ

616. აჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა სძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორემლხენოდეს უმისოდ ლხინი მინახავს ამა დღისათვის მრცხვენოდეს

617. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა მითხრა თუ მცთარ ვარ აქამდის ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

618. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბვისა მბობელნი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს ვერას ამბისა მცნობელნი მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლავ ცრემლნი შეუშრობელნი

619. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღმერთი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების

620. მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი ვეღარ ვიქმნები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მუნ მორწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

621. თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუხლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო დაგაწამოთ სიცოცხლეა ჩვენი ვირეს

622. ეგრე უთხარ თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ თქვენცა დია გებრალების ნუვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების