... (A-656), XIX ს.

661. მას ავთანდილ თაყვანისსცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა მუნ ბროლი და ვარდგიშერი გაეტურფა სინაზესა პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა სახლსაყოფი არა მართებს ცამცა გაიდარბაზესა

662. მას დღე დასხდეს ნადიმობად გაამრავლეს სმა და ჭამა ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს ვითა შვილსა ტკბილი მამა მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა ვარდსა ნამა უხვად გასცეს საბოძვარი მარგალიტი ვითა დრამა

663. სმა გარდახდა თავისთავის გაიყარნეს მსმელნი შინა დიდებულნი არ გაუშვნეს ყმა დაისვეს ახლოს წინა მეფე კითხავს იგი კადრებს რაცა ჭირი დაეთმინა მერმე მისი უცნობოსა რა ენახა რა ესმინა

664. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა ვინ უნახავ ქნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორსმყოფი ახ ისა

665. რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან ქაცვი ლერწამმან ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან ავთანდილ მისმან მხსენებმან ღაწვი ცრემლითა მინამან წვრილად უამბო ამბავი მან მისმან მონასმინამან

666. ქვაბნი ომითა წაუხმან სახლად აქვს დევთა სახლები საყვარელისა მისისა ქალი ყავს თვით ნაახლები ვეფხისა ტყავი აცვია ცუდად უჩნს სტავრანახლები აღარა ნახავს სოფელსა ცეცხლი სწვავს ახალახლები

667. რა დაასრულა ამბავი საქმე მისისა ჭირისა ნახვა მის მზისა ნათლისა მის თვალად არ დუხჭირისა უამა ქება ვარდისა ხელით მძლედ დანამჭირისა ეგე კმა სიმხნე სიმხნისად რადღა ხარ მომხვეჭი რისა

668. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არმოწყენითა კვლავ საწოლს დახვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა მისლვა ებრძანა ეამა თქმა არ ეგების ენითა

669. ყმა წავიდა მხიარული ლმობიერი არ გამწყრალი ლომი მინდორთ ლომთა თანა რული ფერნამკრთალი ყმა სოფლისა ხასიათი ჯავარი და სრული ლალი მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი

670. მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული არნადევრი წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი წარბი ტევრი მე ვინ ვაქებ ათენს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი

671. ყმა მხიარული წინაშე დასვა სკამითა მისითა სხენან სავსენი ლხინითა ორთავე შესატყვისითა უბნობენ ლაღნი წყლიანნი არა სიტყვითა მქისითა უთხრა ჰპოვეა პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა

672. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა ხსოვნა არა ხამს ჭირისა ვით დღისა გარდასრულისა ჰპოვე ხე ტანი ალვისა სოფლისა წყლითა რწყულისა მუნ პირი მსგავსი ვარდისა მაგრა აწ ფერნაკლულისა

673. მუნ სარო მსგავსი ვარდისა ვნახე მისჭირდა მი ნები იტყვის დავჰკარგე ბროლი და სადა რთავს ბროლსა მინები მით ვიწვი რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები მერმე კვლავ ჰკადრა ამბავი მან მისგან მონასმინები

674. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა მერმე ჰკადრა საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა საწუთრო და სოფელს ყოფა კაცი უჩსო ვით ნადირსა ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების მინდორს ტირსა

675. ნუ მკითხავ ქება რა გკადრო ჩემგან რა გაგეგონების მისსა მნახავსა ნახული აღარა მოეწონების თვალნი მჭვრეტელთა ვით მზისა ციაგსა დაეღონების ვარდი შექმნილი ზაფრანად აწ ია შეიკონების

676. წვრილად ჰკადრა რა იცოდა რა ნახული რა ნასმენად ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად მენად ქალი ახლავს სასურველად სულთა დგმად და ჭირთა თმენად ვაი სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად

677. ქალსა რა ესმა ანბავი მიხვდა წადილი ნებისა განათლდა პირი მთვარისა ვით ნათლად ნავანებისა იტყვის რა ვუთხრა პასუხი მას სათნებლისა თნებისა რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა

678. ყმა ეტყვის ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა მან ჩემთვის დაწვდა თავისი დადვა არდასაწვავისა დრო დამიც ჩემგან მისლვისა მითქვამს დადება თავისა მზე შემიფიცავს თავისა ჩემგან მზედ სახედავისა

679. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად აჰა მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად თავი ფლიდად

680. მზე ეტყვის მამხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა პირველ შენ მოხვე მშვიდობით მპოვნელი დაკარგულისა მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვს ჩემგან დანერგულისა ვჰპოვე წამალი გულისა აქამდის დადაგულისა