... (A-656), XIX ს.

623. მერმე ფრიდონ მოიყვანა მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა თქვენ საროსა ეგე ცხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღვენნი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონნეს სახედრობა სიფიცხენი

624. ფრიდონ გამომყვა წავედით ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არ ენით გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით

625. ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად კვლავ ვიარე რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მხეცთა დავადარე

626. ვსთქვი თუ ჩემი აღარაა ხამს სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამა ასმათს სიტყვა უთხარშვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა

627. აწ წადით და მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთა მონადენთა რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა მითხრეს აი აი რასა ბრძანებ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

628. უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა სატურფალსა თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არღაფალსა

629. ვეღარ გავგზავნენ სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად საყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მთათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი

630. ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიდენ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიხოცნეს ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯა ცქაფნი მისნი კვლავ მეცქაფნეს

631. დევთა ყვირილი ზახილი ზეცამდის აიწეოდა მათთა ლახტითა ცემითა ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა ასნი ერთ კერძ მომიხდეს დავფხრიწე დაიხეოდა

632. აჰა ძმაო მაშინდითგან აქა ვარ და აქა ვკვდები ხელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს არს მისთვისვე ცეცხლნადები ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები

633. რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს ამად მიყვარს ტყავი მისი კაბად ჩემად მომინახავს ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მომიკლავს ხრმალი ცუდად მომიმახავს

634. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მთმენები მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მხსენები სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან ვარ სიკვდილისა მქენები

635. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აიხეწა ლალი ქარვად გარდიქცია ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე წა მერე ქალმან დაადუმა მუხლმოყრილი შეეხვეწა

636. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დადუმებულმან შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან

637. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მომეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისი კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის ჰკვდები მაგითა მას არა არ ელხინების

638. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გინდა საქებარი მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი მას უანბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მომდებარი სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

639. რაცა გითხრა მომისმინე ბრძენი გეტყვი არა ხელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი

640. იგი ვნახო სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკვი შემაჯერო ღმერთი იღმრთო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავწიროთ მაფიცო და შემომფიცო

641. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემეპირო მეცა ფიცით შეგაჯერო არასათვის არ გაგწირო კვლავ მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო ღმერთსა უნდეს ვისთვის კვდები მისთვის აგრე არ გატირო

642. მან მიუგო უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი რაგვარამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი ღმერთმან ქმნას და კვლავცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი