... (A-656), XIX ს.

487. გვიბრძანეს თუ ღმერთმან ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგვივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არსმა არა გაგვა ამად ზედა წაგვითვლია

488. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ სახელმწიფო შევანახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ

489. ვთქვი თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების მაგა კმა ჩვენად იმედად ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგვარების

490. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული მიც თუცა მელია ვთქვი ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არსაქმნელია მეფემან ბრძანა ხვარაზმშა ხელმწიფე ხვარაზმელია თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ მისებრივ არ რომელია

491. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბვად არ ეგებოდა ოდეს დავმიწდი დავნაცრდი გული მი და მო კრთებოდა

492. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ჰკადრე რადგან თვით იყო მნდომელი მოწმობა დავრთე დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი

493. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი შესთვალეს გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი არს ერთი ქალი საძეო არ კიდეგასათხოელი თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ სხვასა ნუღარას მოელი

494. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგვხვდა ღმრთისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვხდიდითა

495. კვლავ გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად დაავედრეს ნუ აყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწყე ჭირთა მოპოვნებად

496. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა მე ვჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მომართვა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად

497. შევჯე წავე ბაღჩას მივე ვითა სცნობდე ლხინთა ზომით ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვკითხე ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით

498. იგი ვნახე დაღრეჯილი ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის არღა ეგრე გამიღიმდა ყოლე სიტყვა არ მომიგო ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა არა წყლულთა მიაქიმდა

499. ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა შინა კოშკად შემიყვანა ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთვარე ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა გულსა შუქი შემომადგნა მაგრა გული არ დამიდნა

500. იყო არნათლად ნათელი ფარდაგსა შემომდგომელი ებურა მოშლით პიროქრო მე მივეც რიდე რომელი მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი ელვათა მკრთომელი

501. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული არცა მზე გვანდა არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორს გვარად გულსა მე ლახვარხებული მერმე წამოჯდა წარბშერჭმით გამწყრალი გარისხებული

502. მიბრძანა მიკვირს რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი შენ გამტეხელი ფიცისა მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა მი ცისა ვკადრე რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა

503. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია უცნობოსა ფერნამკრთალსა კვლავცა მითხრა რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა დიცურად რად მოვღორდი მე დავუწვავ ამით ალსა

504. შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება

505. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაის ზმიდი ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი წამალსთაყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუვეთა ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ ვინძი უფრო დაზიანდეს

506. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქმნების წა მომცთა ხარ მოსაცეთსა აზრი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა