... (A-656), XIX ს.

469. მონა მოვიდა მიამბო ამბავი მან მართალია თქვენსა ანბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარჩქარად გულგამკრთალია მოვიდა ვნახე ასმათი ჩემ თანა მომავალია

470. მე ვისთვის ვკვდები მეამა ასმათის ნახვა მე მისად აღარ მივუშვი ვაკოცე ქმნადღა თაყვანის ცემისად ხელი მოვჰკიდე დავისვი ახლოს ტახტისად ჩემისად ვკითხე თუ ნეტარ მისრულა მორჩი ალვისა ხე მისად

471. მიამბე მისი ამბავი სხვად ნურად მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ მართალსა აწ ჩემგან არსათნებია დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელის თანა მიწერილი

472. წიგნი მომართვა ჩავხედენ პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა ომგარდახდილი შვენოდი შენატევები ცხენისა არავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

473. ღმერთმან თუმცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდგიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა

474. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ ჭირსა თავი არიდენო შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ არ იდენო რომე წეღან მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო

475. იგი მე მომცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს რა მნახო შენცა გეამოს შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს

476. აქა მხეცქმნილი ტარიელ ტირს ჭირი ეათასების თქვა მე მაქვს სამხრე რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თვალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკვდართა დაედასების

477. ასრე წვა რომე არ გვანდა მკვდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი სისხლისა ღაწვთაგან ნახოკარისა კვლავ წყალსა ასხამს უშველის ხმა ისმის მუნ წკანწკარისა

478. ავთანდილცა სულთქვნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭვრიტნა ასმათ ვანი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა მერმე სულად მოაქცია ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა თქვა ცოცხალ ვარ საწუთრომან აწმცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა

479. ზე წამოჯდა ფერმიხდილი აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათად არა მცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად დარჩომა და არ სიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად

480. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა მიც თუცა ხელისა გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა

481. ასმათის ნახვა მიამა ჩემგან დად საესავისა წიგნი რა ვნახე მომართვა ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პასუხად

482. მიუწერე მზეო შუქი შენი შენგან მოაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფანი ხელმან შენნი გავიცადენ სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი

483. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამხრე შენი მამივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მმართებს სიხარული ეგზომიმცა რა ვიხარე

484. გაღანამცა ვიწინაშე აა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ვპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე

485. ქალი ადგა გამეყარა დავწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევჰკრთი საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყვა სულდგმულობა მომეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ხმაცა არ მესმინა

486. დილასა ადრე სრას მიხმეს დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვსცან მათი ამბავი წასლვა ვქმენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა რა მიველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა