... (A-656), XIX ს.

681. საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების აქამდის ჭირი ჩემზედა აწ ასე ლხინი უხვდების რადგან შვება აქვს სოფელსა თვით რად ვინ შეუწუხდების

682. შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა ჩემი თქუ რა ვქმნა ბნელქმნილმან მზე მიმეფაროს მი ცისა

683. ყმამან ჰკადრა სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა ცუდი არის სიყვარული ქვეით კოცნა მზისა წვერვა თუ გეახლო ერთხლ ვაჲ და რა მოგშორდე ათასჯერ ვა

684. ვაი თუ გავიჭრა გაჭრილსა სადა გლახ დამწვავს სამ ალი გული ძეს საგნად ისრისა მესრის საკრავად სამალი დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისითგან ჩანს ნასამალი ფარვა მწადს მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი

685. ესმა თქვენი ნაუბარი გავიგონე რაცა ბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს ეკალთამცა რად ვეფხანე მაგრა მზეო თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე

686. ყმა ტბილი და ტკბილ ქართული სიკეთისა ხელის მხდელი ამაზედან ეუბნების ვით გაზრდილსა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტნი სრულ ქმნა მისი საწადელი ღმერთმან ქნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი

687. რა სჯობს რა კაცმან გიშერი ბროლ ლალსა თანა ახიოს ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს მორწყოს ახიოს მისსა მჭვრეტელსა ალხინოს ვერ მჭვრეტსა ავაგლახიოს ვაი მოყვრისა გაყრილსა ახი ოს ეყოს ახი ოს

688. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმანერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი მივა გულითა რეტითა მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა მეტისმეტითა იტყვის ვერ გაძღა სოფელი ვაი სისხლთა ჩემთა ხვრეტითა

689. ყმა წავიდა სევდიანი მკერდსა იცემს ამად ილებს რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და გააფრდილებს რა ღრუბელი მიეფარვის მზე ხმელეთსა დააჩრდილებს მის მოყვრისა მოშორვება კვლავ აბინდებს არ ადილებს

690. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად იტყვის მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად ვირე ვნახვიდე სოფელო მინდი სალხინოდ აღარად

691. ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო მომრწყო მახია დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა დანასა მახია დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია აწღა ვსცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია

692. მას მოსთქვამს ცრემლსა აბნევს ათრთოლებს და აწანწარებს გულამოსკვნით ოხვრა სულთქვმით მიხრის ტანსა მიაწარებს საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს ვაი საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს

693. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა არ მოსწყდების ვით მწვანილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების ხედავთ ვარდსა უმზეობა რაგვარ ადრე დააჩნდების

694. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი გული ჟამჟამ ყოველთა ჭირთა მთმო ლხინთა მნდომელი გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი ვერცა პატრონობს სიკვდილი ვერცა პატრონი რომელი

695. რა გულსა უთხრნა გულისა სიტყვანი საგულისონი თვით მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი მის მზისა მკლავსა ნაბამნი მათ კბილთა შესატყვისონი პირსა დადვა და აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი

696. რა გათენდა კაცი მივა მომკითხავი დარბაზს მხმობი ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილნაკრთობი ერთმანერთსა ეჯარვიან დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი მეფე მინდორს ეკაზმოდა მოემზადა დაბდაბნობი

697. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა ქოს დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა

698. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი შეიტანნეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყვნეს რულნი

699. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი და კბილთა ელვა კრთებოდა ახლოს სხდეს ღირსნი ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა

700. ყმა მივიდა გულმოკლული ცრემლი ველთა მოედინა მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა ზოგჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის ხელსა რადმცა დაეძინა რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა