... (A-656), XIX ს.

585. იმა ყმამან შემიკვეთა გული მისკე მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება შენი ყოლა არა უნდა მეცა თანა წამოგყვები დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა

586. ესეცა უთხარ ანბავი ჩემი არ გაგეგონების უფრორე წყნარად გიამბობ თუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას არ შეეწონების დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების

587. მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი იხმიდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან კოცნიდეს ხრმალსა და სალტე კოტასა

588. კვლავ მოვეწონე ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი შემასხმიდიან ქებასა მზეო შენ ჩვენთვის იდარი მივედით ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა გამარჯვება მათგან მათის მეორეზედ

589. მოჯობდა ომი შეეძლო ხმარება ცხენ აბჯარისა დავკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ხამდა მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

590. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამოხურვა ნავი წინა მომეგება არა ვიცი შვიდი თუ რვა ფიცხლა ზედა შევეჯახე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე დაიზახნეს დიაცურ ვა

591. კვლავ სხვასა მივე მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქენ დავხოცენ ომიმცა რაღა აგესა სხვანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭვრეტდეს უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა

592. ზღვა გავიარეთ გავედით შემოგვიტივეს ცხენია კვლავ შევიბენით შეიქმნნეს ომისა სიფიცხენია მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე სიმკვირცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაც ხენია

593. თვით ორნივე ბიძასძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს იგი ასრე ასაპყარნა მოიყვანა მხარდაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირლნა მისნი ყმანი ამაყარნა

594. მათნი ლაშქარნი გაგვექცეს ვეცენით გაცავფანტენით ფიცხლა წავუღეთ ქალაქი არ თავნი გავაზანტენით ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავანატენით მამკალით ლარი დავლიოთ ან აკიდებით ან ტენით

595. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძასძენი დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქვეს თუ ღმერთსა მადლი ვინ ალვისა ხენი ასხნა

596. მივედით მოქალაქეთა ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან

597. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ მეფობით თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდსა მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი მუნ იყო არიეფობით

ნურადინ ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ანბის მბობა

598. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობად გამოვედით ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით

599. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა ხმელთა ზედა შავარდენსა აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა იქით განაფრენსა

600. ზოგჯერ ზღვითკე მივიხედნი წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლა სიარული არას ძალუც მისსა სწორსა ვერად ვიცან გონებასა გავეკვირვე ამა ორსა

601. ვსთქვი რა არის რას ვამსგავსო მფრინველია ანუ მხეცი ნავი იყო გარ ეფარა სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი მთვარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი

602. ამოძვრეს ორნი მონანი შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახე მისისა თმისანი მას რომე ელვა კრთებოდა ფერნიმცა გვანდეს რისანი მან განანათლა ქვეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი