... (A-656), XIX ს.

643. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი იხოს გული მინდორს არ გაიჭრეს არ იირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო ღმერთმან რისხვით გამიკითხოს შენმან ჭვრეტასიახლემან მომაქარვოს სევდა მითხოს

644. ამაზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულსადაგნი იაგუნდნი ქარვის ფერნი სიტყვაბრძენნი ცნობაშმაგნი შეუყვარდა ერთმანერთი სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი

645. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქმნას ამას ვერ მიმხვდარა ავთანდილცა ჩატიროდა შამბი შიგან ჩაიარა

646. ავთანდილს ასმათ ჩამოყვა ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეუბნებოდა ადრე მოსლვასა ვედრებდა მართ ვითა ია ჭნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა

647. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხვაგან არ წავიდეს ნუსად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე ვიქმ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მიცემულ ვარ ჭირსა რასმე თანისთანსა

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა ტარიელ

რომ იპოვნა და წავიდა

648. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოკს ვარდსა აპობს ხელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა მხეცნი ყოვლი გაამლოკლა მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა

649. მუნ მივიდა სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს იცნეს რაგვარაცა მართებს აგრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს ფიცხლა კაცთა თავნი არნეს მოვიდაო აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს

650. გაეგება მოეხვია ზედა დასვდა პირი ხელსა აკოცებდა სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა ესე თქვა თუ ნეტარ ღმერთო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირს ვარ ამას რომე თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა

651. ყმამან მდაბლად მოიკითხა ზედა დასვდა პირი პირსა უბრძანა თუ ღმერთსა ვმადლობ შენ თუ ჭირი არა გჭირსა დიდებულთა თაყვანის სცეს აკოცებდეს ვინცა ღირსა ზარსა სცემდეს უხაროდა უფროსსა და თუნდა მცირსა

652. მივიდეს სადა საყოფად სახლი დგა მუნ აგებული მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმით ლაღი და შვებული ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული

653. შერმადინს უთხრა უამბო ყოველი მისგან ნახული ანუ ვით პოვა იგი ყმა მისგანვე მზედ დასახული ავთანდილს ცრემლი უყოფდა უბნობდა თვალდაფახული უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და ხული

654. მან ამბავი შინაური ყველაკაი მოახსენა შენი წასვლა არვინ იცის რაცა მითხარ აგრე ვქმენა მას დღე მუნით არ წავიდა ინადიმა განისვენა ცისკრად შეჯდა გაემართა დღე რა მზემან გაათენა

655. არცაღა დაჯდა ნადიმად არცა ქმნად კვლავ ხალვათისა შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა ფიცხლად წავიდა სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მეკამათისა

656. შესთვალა მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით ამა საქმესა ვიკადრებ შიშით კრძალვით და რიდობით მის ყმისა ვერას ვერ მცნობი უხმობდი თავსა ფლიდობით აწ ვსცან და გაცნევ ყველასა მოვალ შვებით და მშვიდობით

657. როსტევან მეფე უკადრი მორჭმული შეუპოველი შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი ავთანდილ მოვა წინაშე მის ყმისა ვისმე მპოველი ბრძანა ვსცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი

658. თინათინს ჰკადრა შერმადინ ნათელსა მას უღამოსა ავთანდილ მოვა წინაშე გკადრებს ამბავსა ამოსა იგი მით აკრთთობს ელვასა მზისაცა უთამამოსა მას საბოძვარი უბოძა მისი ყველაი დამოსა

659. მეფე შეჯდა გაეგება ყმასა მუნით მომავალსა ამას პირმზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა მიეგება მოეგება მხიარული გულმხურვალსა დიდებულთა ჯარისაგან ზოგი გვანდა ვითა მთრვალსა

660. რა მიიახლა გარდახდა ყმა თაყვანისსცა მეფესა აკოცა როსტან მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა გულმხიარულნი შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა