ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

542. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსვლა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, და მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.

543. “მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიჴადოთ ქორწილი, ჴამს ვითა დასასრულია; კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, და უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრუ

544. “მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლისა წამამხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყუნეს ხანსა არ დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; და მათ ლაშქართა ერდგან მყოფთა ვერ იტევდა ვერცა ჴმელნი.

545. “მეფემან ბრძანა: “მოჰკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდნენ უშენოდ სპანია სხვანია და შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახვისა კმანია”.

546. მოედანს დავსდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდაჴდა, დღე, ჰგვანდა არ აღვსებისა, შეიქნა გასვლა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, და დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ თემად, დას დასებისა.

547. მე დავშვერ, ვითა წესია საურავ გარდაჴდილისა; შინა წამოველ მაშურალსა ქნა მამდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: და “ადრე მოდიო, გიბრძანებს მგზავსი ალვისა ზრდილისა”.

548. ცხენისაგან არ გარდავჴე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: “ცრემლსა რასა მილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი? და გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავაქილდი!”

549. “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე, მზე ვეღარას იქს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდეგ? დღე მიგიჩს წინ საომარე! და ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე?!”

550. “მე მეწყინა, აღარა ვთქვია, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი. უკუ ვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა როგორ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი?” და შინა მოველ, მოკვლა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

551. “ასსა უბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით!” შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით”. კარავსა შეველ, იგი ყმა ვითა წვა – ზარმაც თქმად ენით, – და უსისხლოდ მოვჰკალ იგი, ყმა, თუცა ჴამს სისხლისა დენით.

552. “კარვის კარი ჩახლათული ჩავსჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერჴთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიხვდა საარაკე; და ცხენსა შევჯე, წაცამოველ; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

553. ჴმა დამივარდა, შეიქნა ზახილი მოსაწევარი; წამოველ, წევნა დამიწყეს, დავჴოცენ ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, და მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!

554. “კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: “აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა”. არ გასწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, და ჩემი რა სცნიან, სცვედიან თავებსა მათსა მრთელასა.

555. “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად, ვნახე სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად; ებრძანა, თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, და ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

556. “ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე, ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, და დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”

557. “მე შეუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თუარა რად მიშლი სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა; მაგრა, თვით იცით, ჴელმწიფე ჴამს მქნელი სამართალისა, და მე, თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.

558. “იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა საჯდომია! — ერთი ღა მე ვარ მემკვიდრე, ყველაი თქვენ მოგჴდომია: ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; და დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია!

559. “ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთი ღა ქალია, ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? და სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას ჩემი ჴრმალია?

560. “შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე; ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე შენგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა აღმოვჰფხურიდე, და სხვას მეშველსა გარეგანსა, მამკალ, ვისცა ვინატრიდე!”

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა