ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

503. “აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ, სამეფოსა ვაპატრონოთ, საჴელმწიფო შევანახოთ, და არ ამოვსწყდეთ, მტერთა ჩვენთა ჴრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ?”.

504. “ვთქვია: “თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების, მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების; ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების, და სხვამცა რა გკადრო! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების”.

505. “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული უც, თუცა მელია; ვთქვია: “ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქნელია!” მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ჴელმწიფე ხვარაზმელია, და თუ მოგუცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრივ არ რომელია”.

506. რომე პირველვე დაესკვნა მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა. ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბვად არ ეგებოდა, და ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მიდამო ჰკრთებოდა.

507. “დედოფალმან თქვა: “ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!” შეცილებამცა ვით ჰკადრე, რადგან თვით იყო მდომელი! და მოწმობა დავრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მჴდომელი.

508. “გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოვლი; შესთვალეს: “გაჴდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი; არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოელი, და თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი”.

509. “კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა, გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა; ებრძანა: “მოგუხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა! და თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ჴელსა რასა ვჰჴდიდითა!”

510. “კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად, დავედრეს თუ: “ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად”. მე მაშურალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად, და გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”.

511. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მამართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, და ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

512. “შევჯეგ, წაველ, ბაღჩას მივე, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით! ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით; ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, და დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისვლა ნდომით.

513. “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემამცინის, აღარ ეგრე გამიღიმდა. ყოლე სიტყვა არ მამიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, და ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

514. “ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შეველ, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუ მრიდნა, და გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

515. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი, ებურა მოშლით პიროქრო, მე მივეც რიდე რომელი, მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, და ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

516. “ქუე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს გვარად გულსა მე ლახვარ ხებული; და მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

517. “მიბრძანა: “მიკვირს, რად მოხველ მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?! მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენამცა ცისა! ვჰკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?”

518. “ვთქვია: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქნია უცნობოსა, ფერ ნამკრთალსა?” კვლაცა მითხრა: “რას გეუბნა მტყვანსა და შენ მუხთალსა? და დიცურად რად მოვღორდი, მე დაუწვავ ამით ალსა.

519. “შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, და ღმერთმან ქნას და დაგირჩინოს ცუდად შენი ჴელოვნება!

520. “გაჴსოვს, ოდეს “ჰაი ჰაი” ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუვესა ნეტარ, სხვანი რამცა გვანდეს! და რადგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

521. “ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგრე აგრე არ იქნების, წა, მომცდარხარ მოსაცეთსა, და აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყვანსა და შენ აგეთსა!

522. “ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ჴორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ჴელი აჰყო!”'' და ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულ თქმნა, აჰ ყო.