ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

426. “მითხრეს: “მეფე მოგაჴსენებს: მეცა შენ-კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მზირები, და მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწუნეს ვით მაყრები.

427. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წაჴდების: ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიჴდების, და გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქნების.

428. “მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი; მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი, და ყველასავე მოგაჴსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

429. “რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ; კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ, და აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

430. “მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან; კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. და რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

431. მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიჴდიდია: “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია; აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია, და თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!”.

432. “არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქნების, იქნების, ყოვლი თათბირი სწორია! მაგრა სპათაკენ გავგზავნენ თუ კაცი, გზაცა შორია, და შევსთვალე: “ფიცხლა წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

433. “მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შეუთვალე: “რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. და განგებაა, დღესცა მამკლავს, ქუემცა სადა დავიმალე!

434. “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვია თუ: “მოვა რამაზ მეფე, მას მოუდგამს ჩემთვის მახე, ჩემი გაჰკუეთს ჴორცსა მათსა ჴრმალი ბასრი, შუბი ახე”. და მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

435. “ვთქვია თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან! ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, მათნი სულნი ზეცას რბიან. და აწ შევებნეთ ხატაელთა, ჴრმალი ცუდად რას გუაბიან!”

436. “უბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ჴაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვითა ჯავშან ქაფითა, რაზმი დავაწყევ, მივმართე, წაველ დიდითა სწრაფითა, და მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ჴრმალმან დაფითა.

437. მივეახლენით, შეგუატყვეს მათ ტანსა აბჯარცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ეთქვა თუ: “ჟამად გუაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა, და აბჯრითა გხედავთ, შეგვქნია აწ ამად გულ ნაკლულობა”.

438. “შევსთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია; თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქნების, არ იგია; ბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია, და მეცა თქვენად დასაჴოცლად ჴელი ჴრმალსა დამიგია”.

439. “რა მივიდა მოციქული, კვლამცა რადღა გამოგზავნეს! კუამლი შექნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს, და შექნეს რაზმი მრავალ კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

440. შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად; ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად. და მათ ურიცხუთა რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

441. ახლოს მიველ, შემომხედნეს, შმაგიაო ესე თქვესა. მუნ მივმართე მკლავ მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შევეც, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჴდეს მზესა, და შუბი გატყდა, ჴელი ჩავჰყავ, ვაქებ, ჴრმალო, ვინცა გლესა!

442. შიგან ასრე გავერივე, გლონის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი, და ერთობ სრულად ამოვწყუიტე წინა კერძი რაზმი ორი.

443. ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგულივ შეიქნა ომი დიდი; ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი; ცხენსა კაცი გაკუეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი. და სითაც ვიყუი, გამექციან, მათ შექნიან ჩემი რიდი.

444. “საღამო ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან: “ნუღარა სდგახართ, წავედითო, კვლა მოგუხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგუაშინა ამად ამან, და ნუთუ სრულად ამოგუწყუიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!”

445. “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნათ, წამოსრულ იყუნეს, ღამე წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, და გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ჴმა გაიზიარა.