ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

465. “მე ვჰკადრე: “ღმერთი ვინადგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა”. რამაზს უბრძანა: “იცოდი, გაგზავნით შეწყალებულსა, და მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!”.

466. “ხარაჯა დასდვეს, შეჰკუეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლა ხატაური ათასი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია. მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია, და შეწყალებული გაუშვა, უყო რისხვისა ფასია.

467. “ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, მოაჴსენა: “ორგულობა თქვენი ღმერმან შემანანა. თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მამკალ მეცა განა!” და წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

468. მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია; ებრძანა: “ შენგან გაყრივარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, და არ დამაშურალ ხარ, წამოდი, თუცა დაშრომის ჟამია”.

469. შევეკაზმე, დარბაზს მიველ, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა, მეფე ქუე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მგზავსი მზისა; და გაეხარნეს მისლვა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!

470. “იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსრული ტარეილ საჭვრეტლად სასურველია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია; და რაცა დაგვედრო საქნელად, ქენ, არა საზოზღნელია.

471. “აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა სცან ესე მცნებული: რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხლებული, და გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხუდით, მოვალ შვებული”.

472. “მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა. და აღარ იბურთეს, დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა.

473. “ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდაჴდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერ მიჴდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, და ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის: მათრლად არს, არ კატაბანი.

474. “რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდაჴდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა, და შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

475. “მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას დასად, უბან უბანი; სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, და მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ მარგალიტნი ტყუბანი.

476. “ნაომარსა, დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება... დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მამეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება, და მითხრა: “ნუ ეჭუ, ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.

477. “ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა. პირის პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა. მალვით უჭვრეტდი, მიჭვრეტდის, სხვად არად მეუბნებოდა; და თვალნი მოვსხლიტნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

478. “შეიქნა სმა და პურობა, მგზავსი მათისა ძალისა; სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა! ჯამი და ჭიქა ყველაი ფირუზისა და ლალისა. და არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა.

479. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის მეტასა. არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა: კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა. და რა უამეა პირის პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

480. “დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეთო!” თავი ხარიან; მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?! ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან; და მართალ არნ შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!

481. “აწ თუცა გმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგჴდით,ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, და თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.

482. “მამართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი; თაყვანი ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი; მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი, და რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი.

483. “ავიყარენით, მიგუჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოველ, შემექნა ცნობა მართ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყუექნილსა მე იმა ცეცხლთა შრეტისა. და მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

484. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია”. მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალია; და მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია.