... (Q-609), XIX ს.

431. ვერა შევიგენ რა იყო: ანუ ნაქმარი რაულად: ვისცა უჩვენი უკვირდის: ღ~თისაგან თქვის მან სასწაულად: არცა ლარულად ჰგებოდა: მას ქსელი არ ორხოულად: სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა: ვთქვი ცეცხლთა შენართაულად:

432. იგი საძღვნოდ მისად დავხსენ: ვისი შუქი მანათობდა: მეფისათვის დავარჩივე: საარმაღნოდ რაცა სჯობდა: ჯორ აქლემი ათჯერ ასი: ყველაკაჲი წვივ მაგრობდა: დატვირთული გაუგზავნე: ამბავსაცა კარგსა სცნობდა: ოდეს გაიმარჯვა ხატაელთა ზედა:

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე :

433. წიგნი დავსწერე მეფეო: სვემცა არს თქვენი სვიანად: მე ხატაელთა მიმუხთლეს: თუცა მათ ეცა ზიანად: ჩემი ამბავი დასტური: ამად გაცნობე გვიანად: მეფე შევიპყარ მოგივალ: მე ალაფიან ტყვიანად:

434. რა ყველაი დავიურვე: ხატაეთით გავემგზავრე: წამოვიხვენ საჭურჭლენი: სახელმწიფო დავიავრე: ვერ მორეყავ აქლემითა: აზავრები ვააზავრე: მოვირჭვენ და მოვივლინე: რაცა მწადდა აგრე ვყავრე:

435. ხატაეთისა ჴელმწიფე: მამყვანდა შეპყრობილია: ჰინდოეთს მიველ მეგება: ჩემი გამზრდელი ტკბილია: რა ქება მითხრა არ ითქმის: ჩემგან სათქმელად წბილია: ჴელი გამიხსნა შემაკრა: მან სახვეველი ლბილია:

436. დგანან ტურფანი კარავნი: მოედანს ჩამოდგომილსა: საუბრისა და ჭვრეტისა: ჩემისა მას მონდომილსა: მას დღესა ედვა ნადიმი: მას შიგან გარდახდომილსა: მიალერსებდეს მიჭვრეტდა: წინაშე ახლოს ჯდომილსა:

437. მას ღამე ვსხედით ნადიმად: მუნ ამოდ გავიხარენით: დილასა ქალაქს შევედით: მაედნით ავიყარენით: მეფემან ბრძანა ლაშქარნი: უხმენით შემოსჯარენით: დღეს ხატაელნი მიჩვენეთ: ტყვენიცა შემამგვარენით:

438. რამაზ მეფე მას წინაშე: შეპყრობილი მოვიყვანე: ტკბილად ნახა ჴელმწიფემან: ვითა შვილი სააკვანე: ორგული და მოღალატე: ნამსახურსა დავაგვანე: ესე არის მამაცისა: მეტის მეტი სიმგულვანე:

439. მას მეფესა ხატაელსა: უმასპინძლა უალერსა: ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა: ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს: მე სიტყუასა ლმობიერსა: შეუნდობო ხატაელსა: მას აქამდის შენამტერსა:

440. მე ვჰკადრე ღ~თი ვინადგან: შეუნდობს შეცოდებულსა: უყავით თქვენცა წყალობა: მას ღონე გაცუდებულსა: რამაზს უბრძანებს იცოდი: გაგზავნი შეწყალებულსა: მაგრა ნუ გნახავთ კულამცაღა: ჩვენს წინა გაწბილებულსა:

441. ხარჯი დასდვეს შეჰკვეთეს: დრაჰკანი ასჯერ ასია: კვლავ ხატაური ათასი: სხვა სტავრა სხვა ატლასია: მერმე ყველაი დამოსა: იგი და მისი ხასია: შეწყალებული გაგზავნა: უყო რისხვისა ფასია:

442. ხატაელმან დაუმადლა: მოდრკა მდაბლად ეთაყვანა: მოახსენა ორგულობა: თქვენი ღთ~ნ შემანანა: თუღა ოდეს შეღაგცოდო: მაშინ მამკალ მემცა განა: წავიდა და ყუელაკაჲ: მისი თანა წაიტანა:

443. მოვიდა კაცი მეფისა: ცისკრობს არ დანაღამია: ებრძანა შენგან გაყრივარ: მას აქეთ თვეო სამია: მინდორს მოკლული ისრითა: ნადირი არ მიჭამია: არ დამაშურალხარ წამოდი: თუცა დაშრომის ჟამია:

444. შევეკაზმე დარბაზს მიველ: დამხვდა ჯარი ავაზისა: შავარდნითა სავსე იყო: სრულად არე დარბაზისა: მეფე ქვე ჯდა შეკაზმული: შვენებითა მსგავსი მზისა: გაეხარნეს მოსვლა ჩემი: ტურფისა და ლამაზისა:

445. იდუმალ ცოლსა ეუბნა: მართ ჩემგან უცოდნელია: ომით მოსრული ტარიელ: საჭურეტად სასურველია: მან გაანათლოს მჭვრეტელთა: გული რაზომცა ბნელია: რაცა დაგვედრო საქნელად: ქენ არა საზოზღნელია:

446. აწ მითქვამს საქმე უშენოდ: შენცა ცან ესე მცნებული: რადგან ქალია სამეფო: ჩვენგანვე სახელ დებული: ვინცაღა ნახავს აწ ნახოს: აჰა დღე ედემს ხლებული: გვერდსა დაისვი ორნივე: სრას დამხვდით მოვალ შვებული:

447. მოვინადირეთ მინდორი: ძირი მთისა და გორისა: იყო სიმრავლე ძაღლისა: შავარდნისა და ქორისა: ადრე დავბრუნდით ვიარეთ: არ ეჯი გზისა შორისა: აღარ იბურთეს დაშლა ქნეს: თამაშობისა ორისა:

448. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა: ქალაქი შუკა და ბანი: ომ გარდახდილსა მშვენოდეს: მე ენიანნი კაბანი: ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი: ვარდი ცრემლითა ნაბანი: ვინცა მიჭვრეტდის ბნდებოდის: მათრლად არს არ კატაბანი:

449. რიდენი რომე მეშოვნეს: ქალაქსა ხატაველთასა: იგი მეხვივნეს მშვენოდეს: ვახელებ გულსა ხელთასა: მეფე გარდახდა დარბაზთა: შევედით ჩემთა მზრდელთასა: შევხედენ დავჰკრთი ელვასა: ღაწვთა მზეებრ ნათელთასა: