... (A-859), 1841 წ.

434. მე გავგზავნენ ყოვლგნით, კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი. სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ დამზმელნი. შიგნი ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხორაზმელნი. მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა, ვერ იტევდეს ვერცა ველნი:-

435. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ, კარვითა მოედანია. გამოისვენოს სიძემან, დაჰყოს ცოტაი ხანია. მუნ მისად ნახვად გავიდენ, უშენოდ სხვანი ყმანია. შენ აქა ნახენ კმარიან, იქა ნახვისად კმანია:-

436. მოედანს დავდგი კარვები, წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე გარდახდა, დღე გვანდა არ აღვსებისა. შეიქმნა გასლვა შიგანთა,თემ თემად დას დასებისა . დაიწყეს დგომა ლაშქართა, ჯარია მუნ ხასებისა:-

437. მე დავშუჱრ ვითა წესია საურავ გარდახდილისა. შინა წამოველ მაშრალი წილ მომდგომოდა ძილისა. მონა მოვიდა მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა. ადრე მოდიო გიბრძანებს მჰსგავსი ალვისა ზრდილისა:

438. ცხენისაგან არ გარდავხე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი. ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი. მითხრა შენი შესწრობილი, ტირილსამცა ვით ავსცილდი. გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარამცა გავაქილდი:-

439. შევედით ვნახეთ ბალიშსა, ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე. მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე. წავდეგ მიბრძანა რასა დაგ, დღე მიგიჩს შენ საომარე. ანუ გამწირე მიტყუე, და კულავცა მაიმცთომარე:-

440. მე მეწყინა აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუვყივლე აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს ვისცა უნდი. ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი. შინა მოველ მოკულავ მისი, დავაპირე არ დავყმუნდი:-

441. ასსა უბრძანე მონასა, საომრად დაემზადენით. შევსხედით გავლეთ ქალაქი, არა ვის გავეცხადენით. კარავსა შეველ იგი ყმა, ვითა წვა ზარამც თქმად ენით. უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით:-

442. კარვის კალთა ჩახლათული, ჩავსჭერ ჩავაქარაბაკე. ყმასა ფეხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შეუტაკე. წინა მწოლთა დაიძახეს, გლოვა მიხვდა საარაკე. ცხენსა შევჯე და წაცამოველ, ჯაჭვი მეცვა საკურტაკე:-

443. ჴმა დამივარდა შეიქმნა, ზახილი მოსაწევარი. წამოველ წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი. მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი:-

444. კაცი გავგზავნენ ვაცნობე, ყოვლგან ლაშქარსა ყველასა. აქა მამმართეთ ვინცაღა, ჩემსა იქმოდეთ შველასა. არ გაწყდა მოსულა მდევართა, ღამესა დია ბნელასა. ჩემნი რა სცნიან სცვედიან, თავებსა მათსა მრთელასა:-

445. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად. ვნახენ სამნი დიდებულნი, მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ ღ~თნ იცის, გამეზარდე ვითა შვილად. ჩემი ასრე რად შესცვალე, სიხარული სიმძიმილად:-

446. ხვარაზმშას სისხლი უბრალო, სახლად რად დამადებინე. თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე. მე ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე. დღედ სიკვდილამდის შენიცა, თავი არ მაახლებინე:-

447. მე შეუთვალე მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა. თვარა რად მიშლის სიკუდილსა, ცეცხლი სიკუდილთა ალისა. მაგრა ჴელმწიფე თჳთ იცით, ხამს მქნელი სამართალისა. მე თქვენმან მზემან მაშოროს, ნდომა თქვენისა ქალისა:-

448. იცით ინდოთა სამეფო, რაზომი სრა საჯდომია. ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, ყველაი თქვენ მოგხდომია. ამოსწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია. დღესამდის ტახტი უჩემო, არავის არ მონდომია:-

449. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ მართალია. ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია. ხვარაზმშა დასვა ჴელმწიფედ, მოგხვდების რა ნაცვალია. სხვა მეფე დაჯდეს ჰინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია:-

450. შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე გამარიდე. ჰინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა აღმოვფხვრიდე. სხვად მეშველსა გარეგანსა, მამკალ ვისცა ვინატრიდე:-

ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვის ცნობა

451. ესე კაცნი გამეგზავნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე. მესმა საქმე საშინელი, რომე თავი ვერ წავაგე:-

452. გამოსჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინარე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვსცანმცა თუ მოღმა ვინ არე. თავ გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე. აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე:-