... (W-27), XVII ს.

427. მე მეწყინა აღარა ვთქუი ფიცხლად გარე შემოვბრუნდი უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს არ მინდოდეს ვისცა უნდი ქალი ომსა როგორ მაწვევს აგრე ვითა დავძაბუნდი შინა მიველ მოკულა მისი დავაპირე არ დავყმუნდი

428. ასსა ვუბრძანე მონასა საომრად დაემზადენით შევსხედით გავლეთ ქალაქი არავის გავეცხადენით კარავსა შეველ იგი ყმა ვითა წვა ზარამც თქმად ენით უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა თუცა ჴმდა სისხლისა დადენით

429. კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ ჩავაქარაბაკე სასოძოსა ჴელი ვსტაცე თავი სვეტსა შეუტაკე წინა მწოლთა დაიზახეს გლოვა მიხუდა საარაკე ცხენსა შევჯე წამოცაველ ჯაჭვი მეცვა საკურტაკე

430. ჴმა დამივარდა შეიქმნა ძახილი მოსაწევარი წამოველ წევნა დამიწყეს დავჰჴოცე ჩემი მდევარი ქალაქი მქონდა მაგარი მტერთაგან მოურევარი მას შიგან შეველ მშვიდობით ამოდ იგივე მე ვარი

431. კაცი გავგზავნენ ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყუელასა აქა მომართეთ ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა ჩემსა სცნობდიან სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა

432. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე რა გათენდა ღამე დილად ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად ებრძანა თუ ღმერთმან იცის გამეზარდე ვითა შვილად ჩემი ასრე რად შესცუალე სიხარული სიმძიმილად

433. ხუარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე თუ ჩემი ქალი გინდოდა რად არა შემაგებინე მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე დღედ სიკუდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე

434. მე შეუთვალე მეფეო ვარ უმაგრესი რვალისა თვარა რად მიშლის სიკუდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა მაგრა თვით იცით ჴელმწიფე ჴამს მქნელი სამართალისა მე მზემან თქვენმან მაშოროს ნდომა თქუენისა ქალისა

435. იცით ინდოთა სამეფო რასთენი სრასაჯდომია ამოსწყდა მათი ყუელაი მამული შენ დაგრჩომია ერთიღა მე ვარ მემკვიდრე წინაშე თქუენი მდგომია დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია

436. ვერ გათნევ თქვენმან კეთილმან აწ ეგე არმართალია ღ~თნ არ მოგცა ყმა შვილი გიზის ერთიღა ქალია ხუარაზმშა დასვა ჴელმწიფედ დამრჩების რა ნაცვალია სხუა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას მე ჩემი ჴმალია

437. შენი ქალი არად მინდა გაათხოვე გამარიდე ინდოეთი ჩემი არის არვის მივსცე ჩემგან კიდე ვინცა ჩემსა დამეცილოს მისით მასცა ამოვფხვრიდე სხვას მეშველსა გარეგანსა მამკალ ვისცა ვინატრიდე

ცნობა ტარიელისაგან ნესტანდარეჯანისა დაკარგვისა

438. ესე კაცნი გამეგზავნნეს გონებასა გავეშმაგე რომე მისი ვერა მეცნა ამას უფრო დავედაგე მას ზღუდესა გარდავადეგ მინდორთაკენ რომე ვაგე მესმა საქმე საშინელი თუცა თავი ვერ წავაგე

439. გამოჩნდეს ორნი ქუეითნი მე მივეგებე წინარე ქალი ჰყუა ერთსა მონასა ვცანმცა თუ მოღმა ვინ არე თავგაგლეჯილი ასმათი პირს სისხლი ჩამომდინარე აღარ მიყივლა ღიმილით არცაღა გამიცინა რე

440. იგი ვნახე დავებნივე გონებანი გამიშმაგნა შორით უჴმე რაშიგან ვართ ანუ ცეცხლმან რად დაგუდაგნა» მან საბრალოდ შემომტირნა ძლივ სიტყუანი გამოაგნა მითხრა ღ~თნ სიმგრგულე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა»

441. ახლოს მიველ კულავცა ვჰკითხე რაშიგან ვართ თქვი მართალი» კულავ საბრალოდ ამიტირდა კვლა მოედვა ამით ალი დიდხან სიტყუა ვერა მითხრა მისთა ჭირთა ნაათალი მკერდსა წითლად უღებავიდა სისხლი ღაწუთა ნაწვეთალი

442. მან მითხრა მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე მაგრა ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიხვეწე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღ~თსა შენსა მიავალე

443. მიამბო ოდეს სასიძო მოჰკალ და ჴმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიზახა მიჴმეთო» ჴმამაღლა გაჴდა ყივარ და მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა

444. ჰკადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი ესე კარგად შემიგიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღურიან რა ნახიან ერთმანერთი არ შეხედვა ვერ დათმიან

445. აწ თავმან ჩემან მას მოვჰკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღ~თსა ვუთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზკუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღ~თი ვგმო მისად პატიჟად მზად ესა»