... (H-741), XIX ს.

430. მე დილასა მოციქულთა: სიტყუა ტკბილი შევუთვალე: რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი: მოდი მოვალ მეცა მალე: ნახევარ დღე სხვა ვიარე: ჭირსა თავი არ ვაკრძალე: განგებაა დღესცა მამკლავს: ქვემცა სადა დავიმალე:

431. ქედსა რასმე გარდავადეგ: მინდორს მტვერი დავინახე: ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე: ჩემთვის უდგამს თუცა მახე: ჩემი განჰკვეთს ხორცსა მათსა: ხრმალი ბასრი შუბი ახე: მაშინ უთხარ სპათა ჩემთა: სახე დიდი დაუსახე:

432. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი: ჩვენ ღალატსა გვიდგებიან: მკლავთა თქვენთა სიმაგრენი: ამისთვისმცა რად დალბიან: ვინცა მოკვდეს მეფეთათვის: სულნი მათნი ზეცას რბიან: აწ შევებნეთ ხატაელთა: ხრმალნი ცუდად რას გვაბიან:

433. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა: ლაღმან სიტყვითა ხაფითა: დავეკაზმენით საომრად: ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა: რაზმი დავაწყევ მივმართე: წაველ დიდითა სწრაფითა: მას დღესა ჩემი მებრძოლი: ჩემანვე ხრმალმან დაფითა:

434. მივეახლენით შეგვატყვეს: მათ ტანსა აბჯარცმულობა: კაცი მოვიდა მომართვა: მეფისა მოციქულობა: ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია: ჩვენ თქვენი არ ორგულობა: აბჯრითა გხედავთ შეგქვნია: აწ ამად გულ ნაკლულობა:

435. შევსთვალე თუ მეცა ვიცი: რაცა ჩემთვის გაგიგია: თქვენ რასაცა სთათბირობდით: არ იქმნების არ იგია: ბრძანეთბ მოდით შემებენით: ვითა წესი და რიგია: მეც რა თქვენთვის დასახოცლად: ხელი ხრმალსა დამიგია:

436. რა მივიდა მოციქული: კვლავმცა რადღა გამოგზავნეს: კვამლი შექნეს ლაშქართათვის: დამალული გაამჟღავნეს: სამალავით გამოვიდეს: თავნი ორგნით აქარავნეს: შექმნეს რაზმი მრავალკეცი: თუცა ღ~თო ვერა მავნეს:

437. შუბი ვსთხოვენ ხელი ჩავჰყავ: მუზარადის დასარქმელად: საომარად ატეხილი: ვიყავ მათად გამტეხელად: ერთსა წავსწვდი უტევანსა: წავგრძელდი და წაველ გრძელად: მათ ურიცხვთა რაზმი ეწყო: წყნარად დგეს და აუშლელად:

438. ახლოს მიველ შემომხედნეს: შმაგიაო ესე თქვესა: მუნ მივმართე მკლავ მაგარმან: სად უფროსი ჯარი დგესა: კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც: მართ ორნივე მიჰჴდეს მზესა: შუბი გატყდა ხელი ჩავჰყავ: ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა:

439. შიგან ასრე გავერივე: გნოლის ჯოგში ვითა ქორი: კაცი კაცსა შემოვტყორცე: ცხენ კაცისა დავდგი გორი: კაცი ჩემგან განატყორცი: ბრუნავს ვითა ტანაჯორი: ერთობ სრულად ამოვწყვიტე: წინა კერძი რაზმი ორი:

440. ერთობილნი მამეხვივნეს: მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი: ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის: სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი: ცხენსა კაცი გაკუეთილი: მანდიკურად გარდავკიდი: სითაც ვიყვი გამექციან: მათ შექნიან ჩემი რიდი:

441. საღამო ჟამ დაიძახა: ქედით მათმან დარაჯამან: ნუღარა სდგათ წაედითო: კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი: შეგვაშინა ამად ამან: ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს: უთვალავმან ბევრმან სპამან:

442. ჩემნი ლაშქარნი რომელნი: წამომეტანნეს მე არა: რა ეცნათ წამოსულიყვნეს: ღამე წამორთვით ეარა: ვერ დაიტევდა მინდორი: და არე მთათა იარა: გამოსჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა: ბუკმან ჴმა გაიზიარა:

443. იგი ნახეს გასაქცევლად: გაემართნეს შევჰკივლენით: ველნი ჩვენგან ნაომარნი: ომითავე გარდავლენით: რამაზ მეფე ჩამოვაგდე: ერთმან ერთსა გავეხლმენით: მისნი სპანი ყველანივე: დავიპყრენით არ მოვჰკლენით:

444. უკანანიცა ლაშქარნი: მოესწრნეს მათ გაქცეულთა: დაუწყეს პყრობა ჩამოყრა: შეშინებულთა ძლეულთა: ძილისა მიხვდა ნაცვლი: ძილ მკრთალთა ღამე თეულთა: ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა: კვნესა მართ ვითა სნეულთა:

445. მას ადგილსა ნაომარსა: გარდავხედით მოსვენებად: ხელსა ხრმლითა დავეკოდე: წყლულად მაჩნდა არ ნაღებად: ჩემნი სპანი მოვიდიან: საჭვრეტლად და ჩემად ქებად: ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან: ქებასაცა მოხსენებად:

446. ერთსა კაცსა ეყოფოდეს: დიდებანი რომე მჭირდეს: ზოგთა შორით დამლოციან: ზოგნი კოცნად გამიპირდეს: რომელთაცა გავეზარდე: დიდებულნი ამიტირდეს: ჩემგან ხმლითა განაკვეთნი: ნახეს მეტად გაუკვირდეს:

447. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი: ალაფი ავაღებინე: ერთობ სავსენი მოვიდეს: თავი ვაალაღებინე: სისხლითა მძებნელთა ჩემთასა: მინდორი შევაღებინე: არ ვბრძოლე კარი ქალაქთა: უომრად გავაღებინე:

448. რამაზს ვარქვი შემიგნია: საქმე შენი სამუხთალე: აწ ეგრეცა შეპყრობილმან: თავი გამოიმართალე: სიმაგრეთა ნუ ამაგრებ: ყველა ხელთა მამათვალე: თვარა შენი შეცოდება: მემცა ზედა რად წავსთვალე:

449. რამაზ მითხრა ამის მეტი: აღარა არის ჩემი ღონე: ერთი ჩემი დიდებული: მომეც ზედა მაპატრონე: ციხოვანთა გაუგზავნო: საუბარი გამიგონე: ხელთა მოგცემ ყველაკასა: გაღანამცა შენ გაქონე: