... (Q-714), XIX ს.

532. იგი სახლი ორმოცივე, შიგან იყო გატენილი჻ პოვეს ერთი ზარადახანა, აბჯრისათჳს ახლად ქნილი჻ მუნ აბჯარი ყოვლი ფერი, ასრე იდვა ვითა მწნილი჻ შიგან ერთი კიდობანი, დაბეჭდილი არ გახსნილი჻

533. ზედა ეწერა აქა ძეს, აბჯარი საკუირველიო჻ ჯაჭუ მუზარადი ალმასი, ჴმალი ბასრისა მჭრელიო჻ თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო჻ უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო჻

534. კიდობანი გახსნეს პოვეს, მუნ აბჯარი სამი ტანი჻ რასაცა ვით შეიმოსენ, მეომარნი სამნი ყმანი჻ ჯაჭვი ჴმალი მუზარადი, საბარკული მათი გუანი჻ ზურმუხტისა ბუდებითა, იყუნეს ვითა ლუსკუმანი჻

535. თითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან჻ ჯაჭუ მუზარადსა აბჯარი, მართ ვერა ვერ მოკიდიან჻ ჴმალი რკინისა მოკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან჻ მათ უღირს ყოვლად ქუეყანად, შევატყევ არ გაჰყიდიან჻

536. თქუეს ესე ნიშნად გუეყოფის, ვართო კარგითა ბედითა჻ ღ~თნ მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა჻ აიღეს იგი აბჯარი, თავის თავისა ქედითა჻ თჳთო მათ ერთი ფრიდონის, საძღვნობლად შეკრეს ღვედითა჻

537. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები჻ გამოვიდეს გამობეჭდეს, ორმოცივე საჭურჭლები჻ ავთანდილ თქუა ამას იქით, დავამაგრო ჴმალსა ნები჻ ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს არ დავდგები჻

538. აქა მხატვარო დახატე, ძმად უმტკიცესად ძმობილნი჻ იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი჻ ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი჻ რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ, ომი ლახვართა სობილნი჻

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისასა჻

539. რა გათენდა გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა჻ ნურადინის ქუეყანამდის, შეისუიან მათ უკანა჻ მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად, ცხენი მისცა არ უძღვანა჻ ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა჻

540. იარეს და ზედა შეჰჴდეს,ნურადინის მეჯოგეთა჻ ჯოგი ნახეს მოეწონა, ფრიდონისთჳს იაგეთა჻ მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყუის, გაქნევ კარგთა სიშმაგეთა჻ მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა჻

541. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი, ვესმით ჯოგისა წაღებად჻ გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად჻ ანაზდად გვიცნობს გაჰკრთების, გულსა შეელმის დაღებად჻ ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქს ლაღებად჻

542. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა, ფრიდონის უკეთესებსა჻ მუნ მეჯოგეთა ფანოსი, შეექნა ეკრა კვესებსა჻ უყივლეს ვინ ხართ მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა჻ ჯოგი მისია ვინ მტერსა, კრავს ხმალსა არ აკვნესებსა჻

543. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს჻ მეჯოგენი მიიზახდეს, ჴმანი მათნი გაადიდნეს჻ გჳშველეთო გჳშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყუიტნეს჻ შეიქნა ხმა შეიყარნეს, ფრიდონს კადრეს არ დარიდნეს჻

544. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა჻ ჴმა შეიქნა შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა჻ იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა჻ დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა჻

545. რა ტარიელ ფრიდონ იცნა ,აწ ვნახეო ვინცა მინა჻ მუზარადი მოიჴადა, გაიღიმნა გაიცინა჻ ფრიდონს უთხრა რასა ლამი, ჩუენი მოსლვა რას გეწყინა჻ პურად ავი მასპინძელი, მოგუეგებვი ომად წინა჻

546. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყუანისსცა჻ იგინიცა გარდაუხდეს, მოეხუივნეს აკოცესცა჻ ფრიდონ ღ~თსა ხელ აბყრობით, უსაზომო მადლი მისცა჻ დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა჻

547. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე჻ მე მზა ვარო სამსახური, თქვენი რამცა დავიზარე჻ ჰგვანდა თუცა შეყრილ იყვნეს, ორნი მზენი ერთი მთვარე჻ ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს იქცეს გარე჻

548. ფრიდონის სახლსა გარდაჴდეს, ორნივე ტურფად გებულსა჻ ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად შეფიცებულსა჻ ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა჻ მათ უძღვნეს იგი აბჯარი, ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა჻

549. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქუს, სხვა შენთვის არმაღანია჻ მაგრა ტურფანი მრავალნი, ქუე სადმე გჳსხენ სხვანია჻ მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია჻ ჩემთჳს ამისი ბოძება, არს თქუენი შესაგუანია჻

550. გამოისვენეს მას ღამით, ფრიდონის მასპინძლობითა჻ აბანოს ბანნა აავსნა, შესამოსლისა ძღუნობითა჻ დამოსნა ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა჻ თვალმარგალიტი ღარიბი, უძღვნა ოქროსა გობითა჻