... (Q-714), XIX ს.

589. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს჻ მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს჻ არა სჭირდა არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს჻ თავნი მათნი გაალომეს, მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს჻

590. სამასისა კაცისაგან, ასსამოცი შეჰყოლოდა჻ ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთკერძ უხაროდა჻ მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა჻ რომე პოვეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა჻

591. მოკრიფეს ჯორი აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები჻ სამიათასსა აჰკიდეს, მარგალიტი და თვალები჻ თვალი ყუელაი დათლილი, იაგუნდი და ლალები჻ იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები჻

592. სამოცი კაცი დააგდეს, ქაჯეთს ციხისა მცველია჻ წამოიყუანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია჻ ზღვათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია ჻ თქუეს ფატმან ვნახოთ მუქაფა, გვაც მისი გარდუხდელია჻

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა჻

593. ზღვათა მეფესა წინაშე, გაგზავნა მახარობელი჻ შესთვალა მოველ ტარიელ, მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი჻ ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი჻ მწადიან გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი჻

594. აწ მე მაქუს ქაჯთა ქუეყანა, და მათი დანადებია჻ მეფეო კარგი ყუელაი, მე თქუენგან წამკიდებია჻ ფატმანს უხსნია ჩემი მზე, დედებია და სდებია჻ ამისად მუქაფად რა გიძღვნა, მძულს ცუდი ნაქადებია჻

595. მოდი გნახენ გავიარდეთ, ქუეყანასა შენსა ვირე჻ სრულად ქაჯთა სამეფოსა, გიძღვნი ჩემგან შეიწირე჻ კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე჻ მე ვისწრაფი ვერა გნახავ, შენ წამოდი ჩემ კერძ ირე჻

596. თქუენ უბრძანე ჩემმაგიერ, უსენს ქმარსა ფატმანისსა჻ გამოგზავნოს იამების, ნახვა მისი ხსნილსა მისსა჻ მისგან კიდე ინატრიდა, ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა჻ ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა჻

597. რა კაცი ტარიელისა, ესტუმრა ზღვათა მფლობელსა჻ წესია გული გაჰკრთების, ამბავსა გასაკრთომელსა჻ მისცა მადლი და დიდება, ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა჻ მაშინვე შეჯდა არ უნდა, მისვლა სხვასაღა მხმობელსა჻

598. ბარგი აჰკიდა გააგო, ქმნა ქორწილისა მათისა჻ მას მოაქუს რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა჻ ფატმან ჰყავს თანა იარეს, სავალი დღისა ათისა჻ უხარის ნახვა ლომისა, და მზისა ხმელთა მნათისა჻

599. შორს გაეგებნეს სამნივე, დიდსა მეფესა ზღვათასა჻ გარდაჴდეს მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა჻ შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა჻ ქალი რა ნახეს სტრფიალობს, შუქსა მას ბროლ ბაკმათასა჻

600. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი჻ მოეხვია გარდუკოცნა, ჴელი ფერჴი პირი ყელი჻ იტყუის ღ~თო გემსახურო, გამინათლდა რადგან ბნელი჻ ვსცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი჻

601. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყუის არ გამწყრალი჻ ღ~თნ გული გამინათლა, გახეთქილი გაცამწყრალი჻ აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი჻ მზემან შუქნი შემამადგნა, ვარდი მით ვჩან არ დამზრალი჻

602. ზღვათა მეფე გარდაიჴდის, მუნ ქორწილსა მეტად დიდსა჻ ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა჻ უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა჻ პერპერასა დაფანტულსა, ზედა სცვეთდეს ვითა ჴიდსა჻

603. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა჻ ტარიელს უძღვნა გჳრგჳნი, ვერ დანადები ფასისა჻ იაგუნდისა მრთელისა, ყჳთლისა მეტათ ხასისა჻ კულავ ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა჻

604. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა, უძღვნა შემკული თვალითა჻ იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა჻ დასხდეს ორნივე ქალ ყმანი, პირითა ელვა მკრთალითა჻ მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს, ცეცხლითა მართ ახალითა჻

605. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა, უსაზომო დიდი ძღვენი჻ ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი჻ თჳთო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი჻ მოახსენეს მადლი რა ვჰთქვათ, სვიანამცა დავლა თქვენი჻

606. ტარიელ მადლსა გარდიჴდის, ტურფა სიტყუითა ენითა჻ დიდად ვიამე მეფეო, პირველ ნახვითა თქვენითა჻ მერმე აგვავსენ მრავლითა, ტურფა ფერითა ძღვენითა჻ ვიცი შორი შორ არ ჩავლა, ჩვენ თქვენი კარგად ვჰქენითა჻

607. ზღვათა მეფე მოახსენებს, ჴელმწიფეო ლომო ქველო჻ მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ მჭვრეტელთა შორით მკლულო჻ მსგავსი თქუენი რამცა მეძღვნა, შვენიერო სანახველო჻ რა მოგშორდე რა მერგების, საჭვრეტელად სასურველო჻