... (Q-714), XIX ს.

627. გადაჴდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები჻ გამოეგება მრავალი, ოქროს სარტყლითა მონები჻ ფერჴთა საფენლად ოქსინო, მართ მათგან არს ნაქონები჻ თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები჻

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან჻

628. მათ ქალ ყმათათჳს საჯდომი,დაედგა თეთრ ძოწეული჻ წითელ ყუითლითა თვალითა, ზედა კეკლუცად ფრქვეული჻ ავთანდილისთჳს ყუითელი, და შავი ერთგან რეული჻ მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი, ვსცან მათი სული ლეული჻

629. მგოსანნი მოდგეს ისმოდა, ჴმა სიმღერისა ტკბილისა჻ ქორწილი ქნეს და გამრავლდა, ძღნობა ლარისა ლბილისა჻ ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა჻ ნესტან დარეჯანს უშვენის, ღიმილი ჩენა კბილისა჻

630. მოიღეს ძღვენი უსახო, ფრიდონის არ ალქატისა჻ ცხრა მარგალიტი სიდიდით, მართ ვითა კვერცხი ბატისა჻ კულავ ერთი თვალი სამსგავსო, მზისა შუქ მონამატისა჻ მას წინა ღამით ძალ ედვის, მხატვარსა ხატვა ხატისა჻

631. კულავ უძღუნა თჳთო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა჻ მრგვლად გათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა჻ კულავ მოაქუს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ჴელისა჻ ავთანდილისთჳს ლომისა, ძღვენი ფრიდონის ქუელისა჻

632. იგი ტაბაკი სავსეა, მარგალიტითა სხვილითა჻ ავთანდილს უძღუნა ყუელაი, არა სიტყუითა წბილითა჻ აივსო სახლი სტვირითა, და ოქსინოთა ლბილითა჻ ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყუითა ტკბილითა჻

633. ფრიდონისგან უსაზომო, ქორწილია დღესა რვასა჻ ყოვლთა დღეთა მიართმიდეს, უფასოსა ძღვენსა მზასა჻ დღე და ღამე არ გასწყუეტდის, ჩაღანა და ჩანგი ხმასა჻ აჰა მიხვდეს შესაფერნი, ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻

634. ტარიელ ფრიდონს უბრძანა, დღე ერთ სიტყვები გულისა჻ არს გული თქუენი საჩემო, უფროსი ძმისა სრულისა჻ არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა჻ მე თქუენგან ვჰპოვე მოკვდავმან, ჩემი წამალი წყლულისა჻

635. ავთანდილისგან შენც იცი, ჩემთჳს თავისა დადება჻ აწ მე მაქუს ნაცვლად მისისა, მოხმარებისა წადება჻ შენ მიდი კითხე რა უნდა, მან ქნას ამისი ცხადება჻ ვითა დამივსო საჴმილი, ეგრე მისიცა კმა დება჻

636. უთხრა ძმაო რა გარდიჴდის, შენგან ჩემსა ჭირნახულსა჻ ღ~თი მოგცემს წყალობასა, მისსა ზეცით შესახულსა჻ თუ ვერა ვიქ საწადელსა, შენსა შენთვის გაზრახულსა჻ არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა არცა ხულსა჻

637. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები჻ ვარჩეუ წავიდეთ არაბედს, იყავ ჩემიცა მარები჻ ტკბილი სიტყუითა გავმართოთ, და ჴმლითა საომარები჻ თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები჻

638. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს, ტარიას მოციქულობა჻ მას გაეცინნეს გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა჻ თქუა თუ მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა჻ ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს , არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა჻

639. ჩემი მზე ტახტსა ზედან ზის, მორჭმული ღ~თისა ნებითა჻ საკრძალავი და უკადრი, ლაღი არვისგან ვნებითა჻ არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა჻ მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა჻

640. რა მოვა ჩემთჳს განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი჻ ღ~თი იწადებს მომივლენ, გულის სახმილთა ლხენანი჻ მაშინვე დამხვდნენ მოკუდავსა, მზისა ელვათა ფენანი჻ უმისჟამისოდ ცუდია, ჩემგან მი და მო რბენანი჻

641. მიდი და ჰკადრე ტარიელს, პასუხი ჩემგან თხრობილი჻ მადლი რად უნდა მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი჻ ვარ მუცლითგანვე დედისა, თქუენად სამონოდ შობილი჻ ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი჻

642. გებრძანა შეყრა მწადიან, საყვარელისა შენისა჻ ეგე არს მსგავსი გულისა, ლმობიერისა თქუენისა჻ მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა჻ მიჯობს მოლოდნა საქმისა, მის განგებისა ზენისა჻

643. ესეა ჩემი საწადი, და ჩემი მოსანდომარე჻ ჰინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე჻ გვერსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე჻ მებრძოლნი თქუენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე჻

644. რა გამისრულდენ ესენი, ჩემნი გულისა ნებანი჻ მაშინღა მივალ არაბეთს, მამხვდეს მის მზისა ხლებანი჻ ოდისცა სწადდეს დამივსნეს, ამა ცეცხლისა დებანი჻ სხვა თქუენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი჻

645. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს, ესე სიტყუანი ყმისანი჻ მან ბრძანა მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი჻ ვითა მან პოვა მიზეზი, ჩემისა სულთა დგმისანი჻ ეგრევე მანცა სამისოდ, ნახნეს ძალ გულნი ძმისანი჻