... (Q-714), XIX ს.

492. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ, მგზავრითა რითმე ნავითა჻ პირმხიარული აცორვებს, მართ ოდენ მარტო თავითა჻ მას შეყრა ტარიელისი, უხარის მით ამბავითა჻ ხელ განპყრობილი გულითა, არს ღ~თისა საესავითა჻

493. მოწურვილ იყო ზაფხული, ქუეყნით ამოსლვა მწუანისა჻ ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა჻ ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა საროსტანისა჻ სულთქნა რა ნახა ყუავილი, მან უნახავმან ხანისა჻

494. აგრჳნდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა჻ ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა჻ უბრძანა გიჭვრეტ თვალითა, გულტკბილად შემხედვარითა჻ მისად სანაცვლოდ მოვილხენ, თქუენთანა საუბარითა჻

495. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი჻ ტარიელისკენ იარნა, მან გზანი საწყინარენი჻ უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი჻ სადაცა ნახის დაჴოცის, ლომ ვეფხნი მოშამბნარენი჻

496. ქუაბნი გამოჩნდეს იამა, იცნა თქუა იგი კლდენია჻ სადაა ჩემი მოყუარე და, ვისთვის ცრემლი მდენია჻ ღირსმ ვარმცა ვნახო პირისპირ, უამბო რაცა მსმენია჻ არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა, ცუდ ჩემი განავლენია჻

497. თუ მოსრულა უღონიოდ, შინა ხანსა არ დაზმიდა჻ მინდორს სადმე წავიდოდა, მჴეცისაებრ ველთა ვლიდა჻ სჯობს თუ შამბშამბ წავიარო, იგონებდა იხედვიდა჻ ესე თქუა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა჻

498. მიაცორვებს და იმღერის, მხიარულითა გულითა჻ მართ სახელდებით უყივის, ჴმითა მით სიხარულითა჻ ცოტაი წავლო გამოჩნდა, მზე სინათლითა სრულითა჻ შამბისა პირსა ტარიელ, დგას ჴმლითა მომახულითა჻

499. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ჴმალსა სისხლი სცხებოდა჻ შამბისა პირსა ქუეითი, დგა ცხენი არა ხლებოდა჻ ყივილი ავთანდილისა, ესმოდა ეოცებოდა჻ შეხედნა იცნა გაიქცა, მისკენ მირბოდა ხლტებოდა჻

500. ჴმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა჻ ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა჻ მართ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა჻ ჴმა შაქრის ფერად გაუჴდა, ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა჻

501. ტარიელ მოთქუა ტირილით, სიტყუა ნატიფი მჭევრები჻ სისხლისა ღვარმან შეღება, წითლად გიშრისა ტევრები჻ ალვისა წყარო ცრემლისა, მორწყავს ნაკადი ბევრები჻ რადგან შენ გნახე რა გამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები჻

502. ტარიელ ტირს და ავთანდილ, სიცილით ეუბნებოდა჻ გაღიმდის ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა჻ ეტყოდა ვსცანო ამბავი, შენ რომე გიამებოდა჻ აწ გაახლდების ყუავილი, ვარდი აქამდის ჭკნებოდა჻

503. ტარიელ უთხრა ჰე ძმაო, კმა არს დღეს რაცა მლხენია჻ ყოველი ჩემი სალხინო, მინახავს ნახვა შენია჻ სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია჻ კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია჻

504. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა჻ მის ამბისა დაყოვნება, ვეღარ გასძლო აუჩქარდა჻ გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა჻ რა ტარიელ ნახა იცნა, გამოუღო შემოვარდა჻

505. წიგნი და კიდე რიდისა, იცნა და გაცაშალა მან჻ პირსა დაიდვა დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან჻ სულნი გაიქცნეს მოდრიკა, თავი გიშრისა ტალამან჻ მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი, ვერ კაენ ვერცა სალამან჻

506. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქუემდებარესა჻ შეჰფრინდა შველად მიმართა, მას ტკბილად მოუბარესა჻ ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლნადებარესა჻ მისთა ნიშანთა სიცოცხლე, მათ მისი მიებარესა჻

507. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ჴმითა შვენიერითა჻ ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერია჻ გახეთქა ლალი გათლილი, ანდამატისა კვერითა჻ მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერია჻

508. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი, ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა჻ რაცა ვქენო არ უქნია, არცა შმაგსა არცა რეტსა჻ წყალი სწრაფით რას დავასხი, ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა჻ ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს, გული ლხინსა მეტის მეტსა჻

509. მე მოვკალ ჩემი მოყუარე, რა მმართებს გაწბილებულსა჻ თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა჻ ცრუ კაცი კარგად ვერა იქს, საქმესა გაძნელებულსა჻ თქმულა სიწყნარე გმობილი, სჯობს სიჩქარესა ქებულსა჻

510. უცნობო ქმნილი ტარიელ, ძეს მსგავსად ნატუსალისად჻ ავთანდილ ადგა გამოვლნა, შამბნი საძებრად წყალისად჻ მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქუს სავსებლად ალისად჻ მკერდსა დაასხა გავეხდა, ლაჟვარდი ფერად ლალისად჻

511. ავთანდილ მკერდსა დაასხა, მას ლომსა სისხლი ლომისა჻ ტარიელ შეკრთა შეიძრა, რაზმი ინდოთა ტომისა჻ თვალნი აახვნა მიეცა, ძალი ზე წამოჯდომისა჻ ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქ ნაკრთომისა჻