... (Q-714), XIX ს.

646. მიდი უთხარ ჩემაგიერ, სიტყვა ჩემგან არ სათნები჻ მე შენისა გამზრდელისა, უნახავად არ დავდგები჻ ვეჭვ მრავალი დამეხოცოს,მონა მისგან საყვარლები჻ ვითხოვ ხოლო შენდობასა, აგეთიღა მოვბრუნდები჻

647. ესე უთხარ ამის მეტსა, მოციქულობ ნურას ნუო჻ ხვალე წასულა არ დავშალო, არცა სიტყუა გავათუო჻ მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყუა გავიცრუო჻ ამოდ ვთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო შევაგუო჻

648. უამბო ფრიდონ ავთანდილს, ტარიას მოციქულობა჻ არ დადგებისო ცუდია, შენგან ცდისაღა თქმულობა჻ მას დაუმძიმდა მოედვა , კულავ გულსა კუამლ ალმულობა჻ ასრე ჴამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა჻

649. ავთანდილ მივა მუჴლ მოყრით, ტარიას შესახვეწელად჻ ფერჴთა ეხვევის აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად჻ ეტყუის კმა რაცა შევცოდე, როსტანს წლეულად მე წელად჻ კულავ ნუ მიქ ერთგულობისა, გამტეხლად დაცამლეწელად჻

650. რასაცა ლამი არ მოგცემს, მას ღ~თისა სამართალია჻ გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო, მე საქმე სამუხთალია჻ მე მისთვის ჴელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია჻ ვით მოიჴმაროს მონამან, პატრონსა ზედა ჴრმალია჻

651. ეგე საქმე მე და ჩემსა, საყუარელსა შეგვამდურვებს჻ ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს, კუშტი გულსა შიაურვებს჻ ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მამასურვებს჻ შენდობასა ჴორციელი, კაცი ვერა დამიურვებს჻

652. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ ნაფენამან჻ ჴელი მოჰკიდა ავთანდილს, ამართა ააყენა მან჻ მიყოო კარგი ყუელაი, მომართებამან შენამან჻ მაგრა სჯობს შენცა გალხინოს, ჩემან შენითა ლხენამან჻

653. დია მძულს მეტი მოყურისა, შიში კრძალვა და რიდობა჻ მძულს გაუწყუეტლად კუშტობა, და სულ მძიმობა დიდობა჻ თუ მოყუარეა გულისა, ქნას ჩემკენ მონაზიდობა჻ თვარე მე ჩემად იგ მისად, დია სჯობს კიდის კიდობა჻

654. მე ვიცი გული საშენოდ, შენისა საყუარელისა჻ არ ეწყინების სტუმრობა, შენისა მე შემყრელისა჻ რადმცა რა ვჰკადრე მეფესა, თხრობა რასაცა ჭრელისა჻ ოდენ ნახვისა მათისა, ნატრა მაქუს სანატრელისა჻

655. ამას ოდენ მოვახსენებ, მუდარით და შეპოვნებით჻ რომე მოგცეს ქალი მისი, მან მისითა მოგონებით჻ რადგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით჻ დააშვენეთ ერთმანერთი, თავის თავის ნუ დასჭკნებით჻

656. რა ავთანდილ ტარიასგან, ცნა წასვლასა არ დაშლიდა჻ არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედან რთვიდა჻ ფრიდონ კაცსა დარჩეულსა, სათანაოდ გარდასთვლიდა჻ თანა წაჰყუა განაღამცა, მას თანავე გზასა ვლიდა჻

ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა჻

657. ამ საქმესა დაფარულსა, ბრძენ დიონოს გააცხადებს჻ ღ~თი კეთილს მოავლინებს, არ ბოროტსა არ დაბადებს჻ ავსა წამ ერთ შეამოკლებს, კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს჻ თავსა მისსა უკეთესსა, უზადო ჰყოფს არ აზადებს჻

658. ფრიდონისით გაემართნეს, იგი ლომნი იგი მზენი჻ თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი჻ ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო, ჩაწყობილი დანათხზენი჻ მუნ ბალახშსა აშვენებდეს, სინატიფე სინაზენი჻

659. იგი მზე უჯდა კუბოსა, და აგრე არონინებდეს჻ მინადირობდეს ნადირსა, მუნ სისხლსა დაადინებდეს჻ სადაცა დახვდის ქუეყანა, მჭურეტელთა მოალხინებდეს჻ მოეგებნიან სძღნობდიან, აქებდეს არ აგინებდეს჻

660. მას გვანდეს თუცა სამყაროს, მზე უჯდა შუა მთვარეთა჻ იარნეს დღენი მრავალნი, ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა჻ შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც მიუმცდარეთა჻ სად ყოფილ იყო ტარიელ, მიხვდა მის კლდისა არეთა჻

661. ტარიელ ბრძანა მე მმართებს, დღეს თქუენი მასპინძელობა჻ მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა჻ მუნ გჳმასპინძლოს ასმათმან, მას უც ჴორცისა ჴმელობა჻ მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა჻

662. მივიდეს შიგან გარდაჴდენ, ქუაბსა მას დიდთა კლდეთასა჻ ასმათს უცს ჴორცი ირმისა, იქს მასპინძლობა კვეთასა჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს, წასვლასა მათ საქმეთასა჻ ღ~თსა მადლობდეს შეცულასა, ლხინად ჭირისა დღეთასა჻

663. მოიარეს ქუაბოვანნი, თამაშობდეს მხიარულნი჻ პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი჻ ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი჻ არ იტყუიან არა გვაქვსო, იგ ამისთჳს გულ ნაკლული჻

664. უბოძა ტურფა მრავალი, მათ მათი შესაფერები჻ კულავ ფრიდონისნი აავსნა, სპა ყვა თუ სპასალარები჻ აივსო კაცი ყუელაი, მაშინ მათ თანა ნარები჻ მაგრა ძევს რომე საჭურჭლე, გვანდა კაც დაუკარები჻