... (Q-714), XIX ს.

417. მას ღამით ფატმან იამა, ავთანდილ თანა წოლითა჻ ყმა უნდო გვარად ეხუევის, ყელსა ყელითა ბროლითა჻ ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა჻ გული ხელქმნილი გასჭრია, მჴეცთავე თანა რბოლითა჻

418. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვავს, დენად სისხლ ნართავისად჻ შიგან მელნისა მორეუსა, ცურავს გიშრისა ნავი სად჻ იტყუის თუ მნახეთ მიჯნურნო, იგი ვინ ვარდია ვისად჻ უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი, ბულბული მგზავსად ყუავისად჻

419. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი, ქუათაცა დასალბონია჻ გიშრისა ტეური აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია჻ ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია჻ თუ ყუავი ვარდთა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია჻

420. გათენდა ბანად წავიდა, მზე სოფელს შუქნაკიდები჻ დიაცმან უძღვნა მრავალი, კაბა ყაბაჩა რიდები჻ მრავალი ფერი სულნელი, ტურფა პერანგი წმიდები჻ რაცა გწადდესო ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები჻

421. ავთანდილ თქუა საქმე ჩემი, გავაცხადო ამა დღესა჻ სამოსისა ვაჭრულისა, ცმა აქამდის დაეწესა჻ მას დღე ყოვლი საჭაბუკო, შეიმოსა ტანსა მხნესა჻ მოიმატა დაშვენება, დაემგზავსა ლომი მზესა჻

422. ფატმანს პური შეეკაზმა, ავთანდილის საწვეველად჻ ყმა შევიდა მოკაზმული, მხიარულად არ პირბნელად჻ ფატმან ნახა გაუკუირდა, ვაჭრულისა უმოსელად჻ შემოსცინნა აგრე სჯობსო, შენთვის ხელთა სასურველად჻

423. ფატმან მისსა შვენებასა, მეტის მეტად კვირდებოდა჻ მან პასუხი არა გასცა, თავისწინა ღიმდებოდა჻ შეეტყუების არ მიცნობსო, რა რეგვანდა რა გვარ ჰჴმობდა჻ თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა჻

424. პური ჭამეს გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა჻ ღვინო სმული მხიარული, დაწვა ამოდ დაიძინა჻ საღამო ჟამს გაიღუიძნა, შუქი ველთა მოაფინა჻ ფატმან უჴმო მოდი მნახე, მარტო ვარო თავისწინა჻

425. ფატმან მივიდა ავთანდილს, ჴმა ესმა მისგან ოხისა჻ იტყოდა მამკლავს უცილოდ, ტანი ალვისა მოხისა჻ გვერცა დაისვა ბალიში, მისცა მისისა ნოხისა჻ ვარდისა ბაღსა უჩრდილობს, ჩრდილი წამწამთა ქოხისა჻

426. ავთანდილ ბრძანა ჱე ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია჻ დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ ნაკბენია჻ მაგრა აქამდის მართალი, შენ ჩემი არა გსმენია჻ ჩემნი მამკულელნი წამწამნი, შავნი გიშრისა ხენია჻

427. გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა჻ მე ვარ სპასპეტი მაღლისა, მეფისა როსტევანისა჻ თავადი სპისა დიდისა,მათისა შესაგუანისა჻ მაქუს პატრონობა მრავლისა, საჭურჭლე მგზავსი ხანისა჻

428. შენ გიცი კარგი მოყუარე, ერთგული მისანდობელი჻ მათ უის ერთი ასული, მზე ჴმელთა მანათობელი჻ იგია ჩემი დამწველი, და ჩემი დამადნობელი჻ მან გამომგზავნა დავაგდე, პატრონი მათი მშობელი჻

429. რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად჻ მივლია ყოვლი ქუეყანა, მის მზისა მონაცვალისად჻ მისთჳს გაჭრილი მინახავს, წეუს ლომი ფერ ნამკრთალი სად჻ გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად჻

430. ავთანდილ ფატმანს ყოველი, უთხრა ამბავი თავისა჻ ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა჻ უბრძანა შენ ხარ წამალი, ჯერთ შენგან უნახავისა჻ ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ ნაფუშავისა჻

431. მოდი ფატმან და მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა჻ უშველოთ იგი მნათობნი, ნუთუ მიეცნენ შვებასა჻ ვინცა სცნობს კაცი ყუელანი, ჩვენსა დაიწყებს ქებასა჻ ნუთუ კულავ მიხვდენ მიჯნურნი, ერთმანერთისა ხლებასა჻

432. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ, იგივე მონა გრძნეული჻ ქალსა ვაცნობოთ ყუელაი, ამბავი ჩუენგან ცნეული჻ მანცა გვაცნობოს მართალი, ვქნათ მისი გამორჩეული჻ ღ~თნ ქნას ქაჯთა სამეფო, მოგესმას ჩვენგან ძლეული჻

433. ფატმან თქუა ღ~თსა დიდება, საქმენი მომხუდეს მორანი჻ დღეს რომე მესმნეს ამბავი, უკუდავებისა სწორანი჻ მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი მართ ვითა ყორანი჻ უბრძანა ქაჯეთს გაგზავნი, წა გზანი გისხენ შორანი჻

434. აწ გამოჩნდების სახმრობა, ჩემთუის შენისა გრძნებისა჻ ფიცხლად დამივსე საჴმილი, შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა჻ მას მზესა ჰკადრე მიზეზი, მისისა განკურნებისა჻ მან უთხრა ხვალე მოგართვა, ყოვლი ამბავი ნებისა჻

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე ჻

435. ფატმან ვწერს აჰა მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო჻ შენთა შორს მყოფთა ყოველთა, დამწველო ამაზრზენაო჻ სიტყუა მჭევრო და წყლიანო, ტურფაო ლამაზენაო჻ ბროლო და ლალო ოროვე, კულავ ერთგან შენათხზენაო჻