... (Q-714), XIX ს.

551. ფრიდონ თქვა ესე სიტყუაა, ავისა მასპინძელისა ჻ ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა, თქუენ ბრძნისა ვითა ხელისა჻ მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა჻ თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა჻

552. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდან და ცოტანი჻ სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი჻ ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად, დავაგნეთ ჴრმალთა კოტანი჻ მას ადრე ვპოებთ ვისიცა, მოგვკლავს ალვისა მოტანი჻

553. ქაჯეთს ერთხელ კულაც, ვყოფილვარ ნახავთ თქუენცა გემაგრების჻ ყოვლგნით კლდეა გარეშემო, მტერი ვერა მოადგების჻ თუ იდუმალ არ შეუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების჻ მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგუყუების჻

554. იგინიცა დაემოწმნეს, ამა მისსა ნაუბარსა჻ მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა჻ თჳთ სამასსა ცხენოსანსა, წაიტანდეს გმირთა დარსა჻ ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს, ყოვლსა პირველ შენაზარსა჻

555. ზღვა გაიარეს სამთავე, ერთგან ძმად შეფიცებულთა჻ ფრიდონ გზა იცის იარეს, დღისით და ღამით რებულთა჻ ფრიდონ თქუა ვახლავთ არეთა, ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა჻ აქადგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა჻

556. ამა ფრიდონის თათბირთა, სამნივე ერთგან ზმიდიან჻ რა გაუთენდის დადგიან, და ღამით ფიცხლა ვლიდიან჻ მივიდეს აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან჻ გარე კლდე იყო გუშაგთა, ჴმა ჯარვით გაადიდიან჻

557. გჳრაბის კარსა ჭაბუკი, ათი ათასი მცველია჻ მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია჻ თქუეს ვითათბიროთ ვითა, ვთქვათ აწ გამორჩევა ძნელია჻ ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია჻

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგნენ჻

558. ფრიდონ თქუა ვიტყუი, სიტყუასა ვეჭუ ჩემი არ დამცდარია჻ ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი, დიდთაგან საომარია჻ პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს, არ ჟამი საკუეხარია჻ ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგუიხშან კარია჻

559. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი, სამუშაითოდ მზრდიდიან჻ მასწავლნეს მათი საქმენი, მახტუნებდიან მწურთიდიან჻ ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მამკიდიან჻ ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან჻

560. აწ ვინცა ვიცით უკეთუ, შეტყორცა საგდებელისა჻ მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ, წვერი საბლისა გრძელისა჻ მაზედა გავლა ადვილად, მიჩანს მართ ვითა ველისა჻ თქუენ ჭირად გაყო შიგანთა, პოვნა კაცისა მრთელისა჻

561. აბჯრითა გავლა არად მიჩს, ჭირად გატანა ფარისა჻ შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა჻ ლაშქართა დავჴოც გავახუამ, ნახოთ გაღება კარისა჻ თქუენცა მუნ მოდით სადაცა, გესმას ზრიალი ზარისა჻ თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა჻

562. ავთანდილ უთხრა ჱე, ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან჻ ლომთა მკლავთაგან იმედი, გაქუ არა წყლულნი გტკივიან჻ სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახივიან჻ მაგრა თუ გესმის გუშაგნი, რა ახლო ახლო ყივიან჻

563. რა გახვიოდე გუშაგთა, ესმას აბჯრისა ჩხერება჻ გიგრძნობენ თოკსა მოჰკუეთენ, ამისი ჴამს დაჯერება჻ წაგიჴდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება჻ ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქნათ თავის ტერება჻

564. სჯობს დადეგით დამალულნი, თქვენ ადგილსა იდუმალსა჻ ისი კაცნი არ იჭირვენ, მგზავრსა ქალაქს შემავალსა჻ სავაჭროდა შევეკაზმი, ვიქ საქმესა მე მუხთალსა჻ ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ, მუზარადსა ჯაჭუსა ხრმალსა჻

565. სამთავე შესულა არ ვარგა, თუ გვიგრძნან არს სათუები჻ მე მარტო შევალ ვაჭრულად, და კარგად შევეტყუები჻ მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები გავეცრუები჻ ღ ~თნ ქნას უხვად ვადინო, შიგნით სისხლისა რუები჻

566. შიგნითა მცველთა მოვიცლი, მე უნახავად ჭირისა჻ თქუენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მზგავსად გმირისა჻ კლიტეთა დავლეწ გავახვამ, ნახოთ გაება კარისა჻ თუ რა სხვა სჯობდეს, თქუენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისა჻

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შეხდომა და აღება჻

567. ტარიელ უთხრა მე თქუენი, ვსცან გმირთა მეტი გმირობა჻ თქუენსა ძალგულსა თქუენივე, ჰგავს თათბირობა პირობა჻ ვიცი გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხმალთა ღირობა჻ კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს, რა ომმან ქნას გაჭირობა჻

568. მაგრა იყუენით ჩემთვისცა, საქმისა რასმე რჩევითა჻ ჴმა ესმას ჩემსა ჴელ მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა჻ თქუენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა჻ ესე მე დამსურის ნუ უბნობთ, სიტყუითა თქუენ სათნევითა჻