... (Q-714), XIX ს.

436. თუცა თუ შენი ამბავი, შენ არა მომასმენიე჻ მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე ჻ შენთჳს ხელქმნილსა, ტარიელს ამბითა მოალხენიე჻ ორნივე მიხუდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს შენ იე჻

437. მოსრულა შენად საძებრად, მისი ძმად შეფიცებული჻ ავთანდილ მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული჻ სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული჻ შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი ბრძნად გაგონებული჻

438. ჩუენ ამისთჳს ესე მონა, გამოვგზავნეთ თქუენსა წინა჻ ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა჻ მანდაურთა მეომართა ,ანგარიში წვრილად გვინა჻ ვინ არიან მცველნი, შენნი ან თავადი მათი ვინა჻

439. რაცა იცი მანდაური, მოგუიწერე გაამჟღავნე჻ მერმე შენსა საყუარელსა, ნიშანი რა გაუგზავნე჻ შენი ყუელა აქამდისი, ჭირი ლხინსა გაათავნე჻ ღ~თსა უნდეს მოყუარენი, შესაფერნი შეგაზავნე჻

440. წადი უსტარო ისწრაფე, თუ მუჴლი გქონდეს მალები჻ დაგნატრი მიხვალ დაგხუდების, ბროლი სათი და ლალები჻ ბედად შენ მჯობხარ უსტარო, გნახვენ დამწველის თვალები჻ შენს უკან ჩემი სიცოცხლე, თუ გესმის არ გებრალები჻

441. ფატმან მისცა დაწერილი, მას გრძნეულსა ხელოვანსა჻ ესე წიგნი მიართვიო ,ქალსა მზისა დასაგვანსა჻ მან გრძეულმან მოლი რამე, წამოისხა ზედა ტანსა჻ მასვე წამსა გარდიკარგა, გარდაფრინდა ბანის ბანსა჻

442. წავიდა ვითა ისარი, კაცისა მშვილდ ფიცხელისა჻ რა ქაჯეთს შეჰჴდა ქნილ იყო, ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა჻ უჩინოდ შევლო სიმრავლე ,მოყმისა კართა მცველისა჻ მას მზესა ჰკადრა ამბავი, მისისა სასურველისა჻

443. ციხისა კარნი დახშულნი, შევლნა მართ ვითა ღიანი჻ შევიდა ზანგი პირშავი, თმაგრძელი ტან ნაბდიანი჻ იგი მზე დაჰკრთა ეგონა, სამოსი რამე ზიანი჻ შესცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი჻

444. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები჻ მე ვარ მონა ფატმანისი, თქუენს წინაშე ნამგზავრები჻ ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუვილად გეუბნები჻ მზისა შუქნი მოისწრაფენ, ვარდო ადრე ნუ დასჭნები჻

445. პირმზე გაჰკუირდა, ფატმანის, ამბითა საკუირველითა჻ ნუშნი გააპნა შეიძრნეს, სათნი გიშრისა წნელითა჻ მას იგი წიგნი მონამან, მისცა თავისა ჴელითა჻ სულთქუამს იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა჻

446. მონასა ჰკითხა მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი჻ ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწათა ზედან მტკეპნელი჻ მან მოახსენა ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი჻ რა წამოსრულ ხართ მას აქათ, შენგან ჩვენია მზე ბნელი჻

447. ფატმანის გული მას აქათ, ლახვართა შენახევია჻ მას რომე ცრემლი სდიოდეს, ზღვათაცა შენართევია჻ მე ერთხელ შენი ამბავი, მისთჳს კულა მიმირთმევია჻ ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ, ტირილი არ დამლევია჻

448. აწ ვინმე მოყმე მოვიდა, შვენიერითა პირითა჻ მან უთხრა წვრილად ყუელაი, თქუენ ხართ რათაცა ჭირითა჻ იგია შენი მძებნელი, მკლავითა ვითა გმირითა჻ მე გამომგზავნეს დამვედრეს, სწრაფა სწრაფითა ხშირითა჻

449. ქალმან უთხრა მემართლების, ყმაო შენი ნაუბარი჻ ფატმან ჩემი არ იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი჻ უღონიოდ არის სადმე, ჩემი ცეცხლთა მამდებარი჻ მე მიუწერ შენცა ჰკადრე ,ვარ ვითამცა გულმდუღარი჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთანა ჻

450. პირმზე ვსწერ აჰა ხათუნო, დედისა მჯობო დედაო჻ მისგან ტყუექმნილსა სოფელმან, რა მიყო ამას ხედაო჻ მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა, სხვაცა დამერთო ზედაო჻ აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო჻

451. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები჻ აწ აქა სრულთა ქაჯთაგან, ვარ ასრე დანამჭირები჻ ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბეურჯელ ათასი გმირები჻ ავად მამიჴდა თათბირი, და ჩემი დანაპირები჻

452. სხვა ამბავი აქაური, მეტი რამცა მოგიწერე჻ ქაჯთა მეფე არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე჻ მაგრამ სპანი უთვალავნი, მცვენ და მათი სიალფერე჻ რასა ჰქუიან ძებნა ჩემი, არ ეგების დაიჯერე჻

453. ვინცაღა ჩემი მძებნელი, მოსრულა ცუდ მაშურალია჻ იჭირვის იწვის ენთების, ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია჻ მაგრა მას ვნატრი უნახავს, მზე ამად არ დამზრალია჻ უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე რა დიდი ბრალია჻

454. შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე჻ ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე჻ გეხვეწები საყუარელსა, შემახვეწე შემაბრალე჻ ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე შეცასთუალე჻