... (Q-714), XIX ს.

608. ტარელ ფატმანს უბრძანა, მე თავი შენი მიდია჻ დავ გული შენი ჩემზედა, გარდაუჴდელი დიდია჻ აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე, ქაჯეთით ამიკიდია჻ მამიცემია წაიღე, არ კიდე მომიყიდია჻

609. ფატმან ხათუნ თაყუანსცა, ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა჻ მე მეფეო შენი ნახვა, მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა჻ რა მოგშორდე რა ვიქნები, მე დამაგდებ ვითა რეტსა჻ ახ ნეტარძი მოახლეთა, ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა჻

610. ზღვათა მეფესა ეტყუიან, ორნივე შუქთა მაფენი჻ კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი჻ უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა, ნიშაგნი ნაჩანგ დაფენი჻ მაგრა გაგვიშვენ ჟამია, წავიდეთ ვართ მოსწრაფენი჻

611. შენ იყავ მამა მშობელი, და ჩვენი საესავიო჻ მაგრა ამასცა ვიაჯით, გვიბოძოთ ერთი ნავიო჻ მეფემან ბრძანა არა მშურს, სამიწოდ თქუენად თავიო჻ რადგან ისწრაფი რა გკადრო, წა გიწინამძღვრდეს მკლავიო჻

612. მეფემან ნავი ხომალდი, მოჰკაზმა ზღვისა კიდესა჻ გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა჻ თავსა იცემდეს იგლეჯდეს, თმა წვერსა გაიყრიდესა჻ ფატმანის ცრემლთა შედენით, თჳთ ზღვაცა გაადიდესა჻

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა჻

613. გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა჻ კულავ ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ დანამტკიცართა჻ ჰშვენის მღერა და სიცილი, მათ მისთა არ უიცართა჻ ბაგეთათ შუქი შეადგის, ზედან ბროლისა ფიცართა჻

614. მუნით კაცი ასმათს თანა, მათ გაგზავნეს მახარობლად჻ კულავ ფრიდონის თავადთასა, ნაომართა მათთა მთხრობლად჻ მანდა მოვა მოიმაღლებს, მზე მნათობთა მამაგრობლად჻ ჩვენ დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქინებთ დაუზრობლად჻

615. იგი მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა჻ მიყმაწვილობდეს უხარის, მათ გარდახდომა ჭირისა჻ მივიდეს სადა ქუეყანა, იყო ნურადინ გმირისა჻ მოეგებნიან ისმოდის, ჴმა სიმღერისა ხშირისა჻

616. მუნ მიეგება ყოველნი, ფრიდონის დიდებულები჻ ასმათი სავსე ლხინითა, მას აღარ აჩნდა წყლულები჻ ნესტან დარეჯანს მოიჭდო, რომე ვერ გახსნის ცულები჻ აწ გაუსრულა ყოველი, მან მისი ნაერთგულები჻

617. ნესტან დარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა჻ უბრძანა ჩემო ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა჻ აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა, ვსცან მისი არ სიძვირით ა჻ მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი გარდვიხდი რითა჻

618. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა, ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი჻ ბოლოდ ესრე გააცხადნა, გონებამან დაფარულნი჻ სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს, ოდეს გნახენ მხიარულნი჻ სჯობს ყოვლთა მოყუარულთა, პატრონ ყმანი მოყუარულნი჻

619. დიდებულთა თაყუანისცეს, მოახსენეს დიდი ქება჻ რომე ღ~თნ გაგვახარნა, კურთხეულა მისი ღ~თება჻ ჩვენ გჳჩვენა პირი თქუენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება჻ წყლულსა მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ უც განკურნება჻

620. მოვიდნენ და პირი ჴელსა, დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს჻ მეფე ეტყუის ძმათა თქუენთა, თავნი ჩვენთვის დაიჴოცნეს჻ იგი შვებას საუკუნოს, ცხადად პოვეს არ იოცნეს჻ ერთსა მიხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს჻

621. თუცა მე მათი დაჴოცა, მტკივის და სატკივარია჻ მაგრამ მათ მიხვდა, უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია჻ ესე თქუა ნელად ატირდა, და წვიმა თოვლსა არია჻ ნარგიზთათ იძვრის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია჻

622. მუნ ატირდეს ყუელაკანი, რა ტირილად იგი ნახეს჻ რაცა ვისრა დაჰკლებოდა, მათ ტირილით სულთქმით ახეს჻ დადუმდეს და მოახსენეს, რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს჻ თქუენთა მჭვრეტთა მღერა მართებს, რასათჳსმცა ივაგლახეს჻

623. ვინ ღირსა თქუენსა ეგზომსა, ტირილსა შეჭირვებასა჻ თქუენთჳს სიკუდილი დია სჯობს, მიწათა ზედან რებასა჻ კულავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა, ნურათ იქთ გამწარებასა჻ ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს, ათასსა გახარებასა჻

624. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყუის დიდსა სიმძიმილსა჻ მათ შეასხეს ქება უთხრეს, თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა჻ რადგან მიხვდა დაკარგული, ლომი მზესა წახდომილსა჻ აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა჻

625. მივიდეს სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია჻ სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გაჰჴდა ზათქი და ზარია჻ დაბდაბისა და ქოსისა, ჴმა ტურფად შენათხზარია჻ მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია჻

626. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია჻ შორს უარებდეს სარანგნი, ჴელთა აქვს მათ აბჯარია჻ მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯანია჻ მათად საჭვრეტლად მიშვება, მუნ მათგან სააჯარია჻