... (Q-714), XIX ს.

512. ზამთარი ვარდთა გააჴმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან჻ ზაფხულის მზისა სიახლე, დასწვავს გვალვასა ჩივიან჻ მაგრა მას ზედა ბულბულნი, ტურფასა ჴმასა ყივიან჻ სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან჻

513. აგრევე გული კაცისა, მოსაგუარებლად ძნელია჻ ჭირსა და ლხინსა ორზედვე, ზედან მართ ვითა ხელია჻ მიწყივ წყლულდების საწუთრო, მისი აროდეს მრთელია჻ იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისი მტერია჻

514. ტარიელ ნახა ნაწერი, კულაცა მკვლელისა მისისა჻ იკითხავს თუცა აშეთებს, კითხვა წიგნისა მისისა჻ დაუყუის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა჻ ავთანდილ ადგა დაუწყო, თხრობა სიტყუისა მქისისა჻

515. იტყუის თუ ნაქმრად არ ვარგა, კაცისა გასწავლილისად჻ აწ რადღა გვმართებს ტირილი, ჴამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა჻ ადეგ წავიდეთ საძებრად, მის მზისა წახდომილისა჻ ადრე მიგიყუან მიყუანა, არს შენგან მონდომილისა჻

516. ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ჻ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ჻ ჴრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ჻ უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ჻

517. მერმე ტარიელ ამბავსა, კითხავს აღარა ბნდებოდა჻ შეხედნის თვალნი ამართნის, შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა჻ მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა჻ ვინ ღირსა თუმცა წყალობით, ცა მიწყივ მობრუნდებოდა჻

518. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქნა უყო საუბარისა჻ მე შენი ქება ვითა ვთქუა, ბრძენთაგან საქებარისა჻ ვითა ზე მთისა წყარომან, მომრწყე ყუავილი ბარისა჻ დამწყუიტე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა჻

519. მე ვერა გიყო ნაცვალსა ,ღმერთი გარდგიხდის ციერი჻ ზეგარდმო მისით შემოგზღოს, მუქაფა ჩემმაგიერი჻ შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ქონდა ძლიერი჻ აწ გავეაძღო სოფელმან, ასმათ ადრითგან მშიერი჻

520. ქუაბისა კარსა ასმათი, მარტო ზის არ ბარგოსანი჻ შეხედნა იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი჻ ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი჻ მაშინვე იცნა ავარდა, მოშლილი პერანგოსანი჻

521. აქამდის მიწყივ ენახა, ქუაბს მისლვა მოტირალისა჻ აწ გაუკვირდა დანახვა, სიცილით მომღერალისა჻ ზარაღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთვრალისა჻ არ იცის სმენა ამბვისა,, ჯერთ მისგან სასურვალისა჻

522. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს, სიცილით და კბილთა ჩენით჻ ჰე ასმათო მოგვივიდა, მოწყალება ღმრთისა ზენით჻ ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა იგი ვქენით჻ აწ გავჴედით ბედისაგან, ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით჻

523. ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა, ასმათის მოსახვეველად჻ მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად჻ ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად჻ რა სცანო რა ჰქენ მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად჻

524. ავთანდილ ასმათს უსტარი, მისცა მისისა ზრდილისა჻ ალვისა შტო დამჭკნარისა, მთვარისა ფერ მიხდილისა჻ უთხრა თუ ნახე ნაწერი, მის პატიჟ გარდაჴდილისა჻ მზე მოგვეახლა მოგვეცა, ჩვენ მოშორვება ჩრდილისა჻

525. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა჻ გაჰკუირდა ზარმან აიღო, ათრთოლებს ვითა ხელობა჻ ტერფით თხემამდის გაუხდა, მას მეტი საკუირველობა჻ იტყუის რა ვნახე რა მესმის, არსცა ამისი მრთელობა჻

526. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია჻ ლხინი მოგვეცა მოგვშორდა, ყოველი ჭირი ძნელია჻ მზე მოგვეახლა უკუნი, ჩვენთჳს აღარა ბნელია჻ ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია჻

527. ჰინდოთ მეფე მხიარული, ასმათს რასმე უბრძანებდა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა჻ ვარდსა ზედა ყორნის ბოლო, ნამსა თხელსა აპკურებდა჻ კაცსა ღ~თი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა჻

528. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა჻ აწყა ვსცანით უარესსა, პირი თქვენი არ გაბრჭობდა჻ ინდოთ მეფე ჴელ განპყრობით, მხიარული ამას ჴმობდა჻ ქუაბს შევიდეს მხიარული, ასმათ რასმე მასპინძლობდა჻

529. ტარიელ ეტყუის ავთანდილს, ისმინე სიტყუა ასები჻ გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები჻ მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავჰჴოცე დევთა დასები჻ მას აქათ მათი აქა ძეს, საჭურჭლე ძვირ ნაფასები჻

530. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მდომია჻ მოდი და გავხსნათ შეუიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია჻ იამა ადგეს ორნივე, არცა ქუე ასმათ მჯდომია჻ დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია჻

531. პოვეს საჭურჭლე უსახო, კულავ უნახავი თვალისა჻ მუნ იდვა რიყე თვალისა, ჴელწმიდად განათალისა჻ ჩნდის მარგალიტი ოდენი, ბურთისა საბურთალისა჻ ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა჻