... (H-302), 1803 წ.

430. ჩემი ყოვლად ნურა გინდა, სიყვარული ნუმცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის, სამართლისა შენ მოხდომა, ქმნას მეფემან ყელ მოტეხით, შემოხვეწა შემოკდომა, ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა-

431. ესე მეტად მომეწონა, თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაცადე, დასაჴოცლად ჴრმლისა ქნევა, მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვე ქუე წვევა, მწადდა მაგრა ვერ შევმართე, შეჭიდება შემოხვევა-

432. ხანი დავჰყავ გავეყარე, მაგრა გავჰხე ვითა ხელი, ასმათ წინა ჩამომიძღუა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი, ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასულა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი-

433. მოვიდა კაცი სასიძო, მოვაო მოსლვა გვახარა, მაგრამ თუ ბედი რას უზამს, არა იცოდა გლახ არა, მეფესა მიხუდა სიამე, არ სიტყუა ივაგლახა რა, მიწოდა ახლოს მიმისვა, მოდიო თავი დახარა-

434. მიბრძანა ჩემთვის ესე დღე, ლხინი და სიხარულია, გარდავიჴადოთ ქორწილი, ჴამს ვითა დასასრულია, კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ, ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხუად გავსცემდეთ ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია-

435. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი, საჭურჭლეთა წამომხმელნი, სასიძოცა მოგვივიდა, იყუნეს ხანსა არ დამზმელნი, შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხურაზმელნი, მათ ლაშქართა ერდგან მყოფთა, ვერ იტევდეს ვერცა ველნი-

436. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ, კარვითა მოედანია, გამოისუჱნოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია, მუნ მისად ნახვად გავიდენ, უშენოდ სპანია სხვანია, შენ აქა ნახენ კმარიან, აქა ხილუვათა კმანია-

437. მოედანს დავსდგი კარვები, წითლისა ატლასებისა, მოვიდა სიძე გარდაჴდა, დღე გვანდა არ ახუსებისა, შეიქმნა გასულა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა, თემ თემად დას დასებისა-

438. მე შინა წაველ მმრავლობდეს, სევდისა რაზმთა ურუანი, მას ვიგონებდი რომლისა, გულსა მიწყლვიდა სურუანი, ასმათის მონა წიგნით მხუდა, ზე აჩნდა ოფლში ცურუაი, მალედ მოდიო გიბრძანებს, ვისი გაქუს სულებრ წყურუანი-

439. ცხენისაგან არ გარდავჴე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი, ქალი დამხუდა ნატირები, ვჰკითხე ცრემლსა რასა ღურიდი, მითხრა შენი შესწრობილი, ტირილსამცა ვით ავცილდი, სამუდამოდ ვით გამართლო, რაგვარამცა გავაქილდი-

440. შევედით ვნახეთ ბალიშსა, ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე, მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავსდეგ მიბრძანა რასა სდგა, დღე მიგიჩს შენ საომარე, ანუ გამწირე მიტყუე, და კულაცა შემაცდომარე-

441. მე მეწყინა აღარა ვჰსთქუი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი, უკუვჰყივლე აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს ვისცა უნდი, ქალი ომად ვითარ მაწუჱვს, აგრე ვითა დავძაბუნდი, შინა მოველ მოკულა მისი, დავაპირე არ დავყმუნდი-

442. ასსა უბრძანე მონასა, საომრად დაემზადენით, შევსხედით განვვლეთ ქალაქი, არა ვის გავეცხადენით, კარავსა შეველიგი ყმა ვითა, წუა ძნელმცა თქმად ენით, უსისხლოდ მოვჰკალ იგი ყმა, თუცა ჰჴმდა სისხლისა დენით-

443. კარვის კალთა ჩახლათული, ჩავჭერ ჩავაქარაბაკე, ყმასა ფეჴთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შეუტაკე, წინა მწოლთა დაიძახეს, გლოვა მიხვდა საარაკე, ცხენსა შევჯე და წაცამოველ, ჯაჭვი მეცვა საკურტაკე-

444. ჴმა დამივარდა შეიქმნა, ზახილი მოსაწევარი, წამოველ წევნა დამიწყეს, დავჰხოცე ჩემი მდევარი, ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი-

445. კაცი გავგზავნენ ვაცნობე, ყოვლგან ლაშქარსა ყველასა, აქა მომართეთ ვინცაღა, ჩემსა იქმოდეთ შველასა, არ გასწყდა მოსულა მდევართა, ღამესა დია ბნელასა, ჩემსა რა ჰსცნიან ჰსცვიდიან, თავებსა მათსა მრთელასა-

446. ცისკრად ავდეგ შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად, ვნახენ სამნი დიდებულნი, მეფისაგან მოგზავნილად, ებრძანა თუ ღ~თნ იცის, გამიზრდიხარ ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შეჰსცუალე, სიხარული სიმძიმილად-

447. ხვარაზმშას სისხლი უბრალო, სახლად რად დამადებინე, თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემატყობინე, მე ბერსა შენსა გამზრდელსა, სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკუდილამდის შენიცა, თავი არ მაახლებინე-

448. მე შეუთუალე მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიგმობ სიკუდილსა, ცეცხლი სიკუდილთა ალისა, მაგრამ თჳთ იცით ჴელმწიფე, ჰჴამს მქნელი სამართალისა, მე თქუენმან მზემან მაშოროს, ნდომა თქუენისა ქალისა-

449. იცით ჲინდოთა სამეფო, რაზომი სრა საჯდომია, ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, ყველაი თქუენ მოგხდომია, ამოსწყდა მათი ყუელაი, მამული თქვენ დაგრჩომია, დღესამდის ტახტი უჩემო, არავის არ მონდომია-