.... (H-1759), XIX ს.

430. ნავითა გამველ ზღვისაგან, შტო რამე გამოვიდოდა არა მოვჰკრეფდი გამყოფთა, ვსთქვი ჩემთა რად დავრიდო და დამიძაბუნდეს სიმრავლე, მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიძახდი, ხმა ჩემი არ უდიოდა

431. მართლად იჯავრეს წუნობა, მათი თუ ესე ჴმდა ვითა გამამაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძას ძენი ჩემნიცა, შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა, ომად მათითა მკლავითა

432. მათი მესმა დავინახე, ზახილი და ხრმალთა ელვა ნავი ვთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება, მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს, ჩემი ზედა წამოქელვა

433. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი, უკანა მამეწეოდეს იქით და აქათ მამიხდეს, ერთგნით ვერ მამერეოდეს არ მამწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს

434. მამეჯარნეს ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ, ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე თანა მყოლი ყველაკანი, დამიხოცნეს დარჩა მუნვე ვინცა მდევდა ვერ შემამხვდა, მიუბრუნდი მივაბრუნვე

435. აწ იგი იქნას რაღაცა, ენებოს ღ~თისა წადილსა ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შესწეუდეს ქადილსა ოხრად გაუხდი ყოფასა, მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ სადილსა

436. იმა ყმამან შემიკვეთა, გული მისკენ მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება, შენგან ყოლა არა უნდა მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომართა, გაღანამცა შეგვიძრწუნდა

437. ესეცა უთხარ ამბავინა, ჩემი არ გაგეგონების უფრორე წვრილად გიამბობ, ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო, მაგას რა შეეწონების დღეთ სიკვდილადმდის სიცოცხლე, შენ ჩემი დაგემონების

438. მივედით მისსა ქალაქსა, ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს, ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან ჰკოცნია, ჴრმალსა და სალტე კოტასა

439. კვლავ მოვეწონე ვეტურფენა მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასანა მზეო ხარ ჩვენთვის იდარი მივედით ვნახეთ ქალაქინა მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსანა ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათ მეომრთ ზედა

440. მოჯობდა ომი შეეძლო, ხმარება ცხენ აბჯარისა დავჰკაზმეთ ნავი კატარღა, და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ჴამდა მისთა მჭვრეტთათვის, ღონემცა იაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა

441. მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მამეგება, არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლავ ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიძახეს დიაცურ ვა

442. კულა სხვასა მიველ მოვკიდე, ხელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქე დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა სხუანი გამექცეს მიმართეს, მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭვრეტდა უკვირდა, მაქებდეს არ მაძაგესა

443. ზღვა გავიარეთ გავედით, შემოგვიტივეს ცხენია კვლავ შევიბენით შეიქნა, ომისა სიმარცხენია მუნ მამეწონა ფრიდონის, სიქველე სიფიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია

444. თვით ორნივე ბიძა ძენი, მისნი ხრმლითა ჩამოყარნა ჴელნი წმიდად გარდმეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა მოიყვანნა მხარ დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირნა, მისნი ყმანი ამაყარნა

445. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს, ვეცენით გაცავფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით მამკალით ლარი დალიოთ, ან აკიდებით ან ტენით

446. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი, და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძის ძენი, დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი, მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქვეს თუ ღ~თსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა

447. მივედით მოქალაქეთა, ზარი ჰჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა, გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი, ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან, ჯერთ სისხლნი მათნი მიდიან

448. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და, მიხმობდეს მეფეთ მეფობით თვით თავსა მათსა მონად და, ჩემსა ყუელასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს, ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით