... (Q-1335), XVIII ს.

433. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შეუხედენ ლახუარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცენ დურაჯნი მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა ვაიმე მას აქათ საჴუმილსა დაუწუავ ნიადაგულსა

434. ქალი მოდგა დურეჯთათვის ტანად სარო ლამაზენი მადლი ჰკადრა ჴელმწიფემან სახლი შენი ააშენი ჴელთა მისცენ წასახუმელად ააყბედნა ტკბილად ენი მადლი მისსა შამოქმედსა ვინ შენებრი დააშენი

435. აწ წაჴდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ჴსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს ხმა სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქვეს ცუდმქნილნი ვაი გმირთა მემუქარენი

436. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდ{ხან} ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარედ სულთ ითქვნა ცრემლი მიწასა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება ვაიმე რა დიდი ზარია

437. მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

438. დურეჯნი მივსცენ გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიჴდა ძალი ჴორცთა და მკლავისა რა სულად მოველ შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა გარე მომრტყმოდა ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

439. შიგა ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედა მტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მთქვეს გამაბელზებელითა

440. მე რა მნახა თუალ ახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალ ხარღა სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა უთხარ ვითა შმაგი შევეკრთი {დ}ია კვლა დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

441. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან მათ ჴელთა ქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერ დაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამდღემდის ვიყავ უსულო ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

442. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რა გუარია სამკურნალო არა სჭირს რა სევდა რამე შემოყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყვა მცდარი წამერია დედოფალი ზღუასა შეიქს მას რომ ცრემლი დაუღვრია

443. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა მიუხუდი რასმე მიუმხუდარი ვთქვი თუ ჰაი ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყვა სამუდარი

444. ვთქვი თუ ღ~თო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა ამადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქნა და მორევსჯობდი გული წყლული გავარკინე

445. მე წამოუჯე მეფისასა კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავ შიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღ~თსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმოდა

446. იქით და აქათ მამასხდეს მახურიტეს სახურეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მწადიან ვნახნე წყალნი და ველია ცხენი მამგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

447. წამოვედით მოვიარეთ მაედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე მეფე მამყვა სახლთა ძირსა შინა მიველ უარ გავჴე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი ამისმეტსა არას ღირსა

448. ფარსადან ღმერთსა შესწირა რაცა აქვს მოგებულია ყოველნი მადლსა შესწირვენ მცირე და დიდებულია დედოფალი ტირს ცხელითა ცრემლითა მილ გებულია წამწამ მოვიდის მნახვიდის ტან საროდ აგებულია

449. ზაფრანას ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათი ათასმან დანამან საწოლს მეკარე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან

450. ქალი მოვიდა იკითხა ამბავი რაზმთა მფრეწისა ტანად ალვა და ლომ გული პირად მზე მინა რეწისა მისთა შუქთაგან მთუარესა არ ძალ აქუ გარდახვეწისა მიხმეს მიბრძანეს ამბავი მე მივეგებე მეწისა

451. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქუი ვჰკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად გულისა ვითამცა ვქენ მწველთა სითხე მისგან ეჭვა არა მქონდა სეუდად მაწვა გულსა მით ხე

452. წიგნი მომცა ასმათისი გული შენი ნუ დაბნდების ვნახოთ ამა მუხთალთაგან ჩვენსა თავსა რა მოჴდების მას მიჯნური არა ქვიან ვინცა დღისა წინ მოკვდების რასთუის უშობ რასთუის ბნდები სული რასთუის ამოგჴუდების